17 декабря 2018

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

15 დეკემბერს შეიქმნა უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია. ახალი ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო). მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მას ტომოსს - ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტს - გადასცემს 2019 წ. 6 იანვარს. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენი ეკლესიის პოზიცია ჯერ გაურკვეველია. პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ უკრაინულ და რუსულ მასალებს შეისწავლიან. არ ჩქარობენ და ეს კარგია. ამასთან, ყველას გვაღელვებსა და გვაინტერესებს, თუ ვის მხარეს იქნება ჩვენი ეკლესიის სინოდი და რა გავლენას იქონიებს ეს ოკუპირებული ტერიტორიების ბედზე და საქართველოს გამთლიანებაზე ზოგადად. ცნობილია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ყაჩაღი რუსი მღვდელმთავრები ისედაც ანხორციელებენ კრემლის სპეცსამსახურების დავალებებს: ტაძრებში და სხვაგან ანადგურებენ ქართულ ისტორიულ კვალს, ღიად მხარს უჭერენ და აჯილდოვებენ კიდეც თვითმარქვია სასულიერო პირებს, პრინციპულად არ მოიხსენიებენ ლოცვებში ჩვენს პატრიარქს მთელი მისი ტიტულით, რადგან მათთვის მიუღებელია "მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა"... ვფიქრობ, ახალ და სერიოზულ მამაძაღლობას რუსეთის ოკუპანტი ეკლესია ვერაფერს მოიმოქმედებს. შიში, რომ პუტინი და კირილე აღიარებენ აფხაზეთის ხუთი კაკალი ე. წ. მღვდლის ავტოკეფალიას, ჩემი აზრით, სისულელეა. ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს ძველ სლავურ, უკრაინულ მართლმადიდებლობას, რადგან მისი რუსული დიქტატისაგან განთავისუფლება ჩვენს გრძელვადიან ინტერესებშია.
...რადგან ქრისტიანი ქრისტიანსა, რუსის გარდა არვინ მტრობსო!

Комментариев нет: