80-იანი წლების ბოლოსთვის აფსუების ანტიქართული მოძრაობისა და დაპირისპირების მთავარი ადგილი გახდა აფხაზეთის მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ის დაარსდა 1932 წ. 7 თებერვალს. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის პედაგოგიური ინსტიტუტი იქცა წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად, სადაც სასწავლო პროცესი ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე წარმოებდა. 1979 წ. პედინსტიტუტი გადაკეთდა უნივერსიტეტად. ამ მოვლენებზე უფრო ვრცლად შევჩერდებით.
აფხაზ სეპარატისტთა
ახალი გამოსვლები ემთხვევა 1977 წ. მიღებულ საბჭოთა
კავშირის ახალი კონსტიტუციას, რის შემდეგაც
დაიწყო მუშაობა მოკავშირე და ავტონომიური 64 რესპუბლიკების ახალი კონსტიტუციების პროექტებზე.
1977 წლის 10 დეკემბერს სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებმა საჩივარი გაუგზავნეს სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, კომუნისტური
პარტიის ცკ-ის გენერალურ
მდივანს, სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმის თავმჯდომარეს ლეონიდ ბრეჟნევს. დასახელებულ
წერილს ხელი მოაწერა 132 აფსუამ. მასში სეპარატისტები
დისკრიმინაციად მიიჩნევდნენ იმ გარემოებას, რომ ავტონომიურ რესპუბლიკებს, განსხვავებით
მოკავშირე რესპუბლიკებისაგან, არ ჰქონდათ უფლება, გამოსულიყვნენ მოკავშირე რესპუბლიკიდან.
ავტორები მოითხოვდნენ ამ ნორმის
შეცვლას.
საბჭოთა კომუნისტების ცენტრალურმა
კომიტეტმა მიზანშეუწონლად მიიჩნია აფსუათა საჩივრის განხილვა
და ის საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტსა და პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს
გადაუგზავნა, რამაც სეპარატისთა გულისწყრომა გამოიწვია. ზემოთ დასახელებული ორი ორგანო
არ აჰყვა სეპარატისტთა ნება-სურვილს და
თავის სხდომაზე (1978 წლის 22 თებერვალს) მკაცრი შეფასება მისცა წერილის ავტორთა ანტისახელმწიფოებრივ
ქმედებებს. გადაწყდა, რომ კომპარტიის რიგებიდან გაერიცხათ საჩივრის ის ავტორები, რომლებსაც
ეკავათ ხელმძღვანელი თანამდებობები. საქართველოს ხელმძღვანელობის ამგვარი მკაცრი კურსი
მიუღებელი აღმოჩნდა მისკოვისთვის, რადგან ბოლო სიტყვა აფხაზეთის პრობლემის გადაჭრისას
ეკუთვნოდა კრემლს
და
არა თბილისს. თავის მხრივ, ედუარდ შევარდნაძემ და მისმა გუნდმა ვერ გაუძლეს ზეწოლას
და უკან დაიხიეს.
1978 წლის
21 მაისს სოხუმში ჩატარდა აფხაზეთის ასსრ-ის პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება, რომელმაც განიხილა საკითხი
,,აფხაზეთის ასსრ ახალი კონსტიტუციის
საყოველთაო–სახალხო განხილვის მიმდინარეობის შესახებ“. სიტყვით გამოსვლისას, სპეციალურად
ჩამოსულმა საბჭოთა კავშირის სკკპ ცეკას მდივნმა ი. კაპიტონოვმა კატეგორიულად გამორიცხა საქართველოს
სსრ შემადგენლობიდან აფხაზეთის ასსრ
გამოსვლისა
და მისი საკავშირო ფედერაციაში გაწევრიანების შესაძლებლობა.
70-იანი წლების სეპარატისტულ გამოსვლებს მოჰყვა ქართველების
შევიწროება და დევნა. 1978 წ. 27 ივლისს თბილისში, მთავრობის სახლის წინ გაიმართა
მანიფესტაცია. მონაწილეები მოითხოვდნენ აფხაზეთში ქართველების დევნის შეწყვეტას.
საბოლოო ჯამში, სეპარატისტთა სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილების
პარალელურად (ვალერიან კობახიას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნა; გაგრის ქართველი
პარტიულ ხელმძღვანელის გადაყენება და აფსუას დანიშვნა; აფსუა ტელევიზიის შექმნა; გამომცემლობებისთვის
და აფსუა გამოცემების დაფინანსებისა და ტირაჟის გაზრდა...), შეიქმნა აფხაზეთის სახელმწიფო
უნივერსიტეტი.
მ. გორბაჩოვის პერესტროიკამ
და გლასნოსტმა ანტიქართულ სეპარატიზმს ახალი შესაძლებლობები მისცა, რაც ცხოვრების სხვადასხვა
სფეროში აისახა. დისკრიმინაციულ საფუძველზე ქართული თეატრალური დასი, ფაქტიურად, გამოაძევეს
შენობიდან. იყოფოდა შემოქმედებითი კავშირები. მომძლავრებული ეროვნული მოძრაობის ფონზე,
ქართველები, ინტელიგენცია, სტუდენტები არ აპირებდნენ აფსუათა მიერ ეროვნული და ადამიანური
შეურაცხყოფის მოთმენას.
აფსუები ცდილობდნენ უნივერსიტეტში ქართველთა შევიწროებას, რამაც დღის წესრიგში ამ სასწავლებლის გაყოფის საკითხი დააყენა. ამ მოთხოვნით სტუდენტებმა (აბესალომ მიქელაძის თაოსნობით) მჯდომარე საპროტესტო აქცია დაიწყეს სოხუმის ლენინის მოედანზე, პირდაპირ პროლეტარიატის ბელადის ძეგლთან. მეორე დღეს მან ქართულ თეატრთან გადაინაცვლა.
1989 წ. მაისის აღნიშნული აქცია თავისი მასშტაბითა და ორგანიზებულობით გამოირჩეოდა. შეიქმნა ხელმძღვანელი შტაბი, რომელშიც გაერთიანდნენ საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები, არაფორმალთა ლიდერები, სტუდენტები და ა. შ. - დაახლოებით 20 კაცამდე. თავმჯდომარედ ავირჩიეთ საქართველოს სახალხო არტისტი გოგი ქავთარაძე. თქვენი მონა-მორჩილი რადიოფიცირებულ პრესსამსახურს ხელმძღვანელობდა, რომელიც საინფორმაციო მიტინგებს ატარებდა. საღამოობით უამრავი ხალხი იკრიბებოდა აქციაზე და იმართებოდა სჯა-ბაასი. გამოცხადდა და ხელისუფლებას გადაეგზავნა ჩვენი მოთხოვნები. მხარი დაგვიჭირეს და გაფიცვა გამოაცხადეს აფხაზეთისა და დასავლეთ საქართველოს საწარმოთა და ორგანიზაციათა უმრავლესობამ. თბილისიდან ჩამოვიდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები (ნიკო ჭავჭავაძე, თამრიკო ჩხეიძე, რაულ კუპრავა...).
თბილისში ხელისუფლებასთან კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის გაიგზავნა დელეგაცია, რომელსაც მოთხოვნათა ძირითადი ნაწილის დაკმაყოფილების პირობა დადო, რომელთა შორის დამოუკიდებელი ქართული უნივერსიტეტის შექმნა იყო მთავარი.
საბოლოოდ, აქცია 13 მაისს შეწყდა. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ 1989 წ. 14 მაისს გამოსცა განკარგულება თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის შექმნის შესახებ. დაინიშნა მისაღები გამოცდები. აბიტურიენტთა საბუთების მიმღები კომისია განთავსდა პირველი საშ. სკოლაში, რადგან სასწავლებლისთვის ცალკე შენობა ჯერ არ იყო გამოყოფილი.
არ შევუდგებით ამ მოვლენების დეტალურ შეფასებას და უნივერსიტეტის გაყოფის მართებულობაზე ვრცელ მსჯელობას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ ეს მცდარი მოთხოვნა და გადაწყვეტილება იყო. ეთნიკური ნიშნით სასწავლებელთა, ორგანიზაციათა და ა. შ. გაყოფა უფრო აღრმავებდა ორ ხალხს შორის გაუცხოებას, რაც ეჭვებისა და მტრობის გაღვივების მშვენიერ ნიადაგს ქმნიდა. სწორედ ეს აწყობდა საქართველოს არაკეთილმოსურნეს, რომელიც ფარისევლურად ეწინააღმდეგებოდა ამ პროცესს, მაგრამ თავისი აგენტურული ქსელის მეშვეობით (რომელიც ინტერნაციონალური, ანუ ქართულ-აფხაზურ-რუსული იყო) ყველაფერს აკეთებდა საზოგადოების ეთნიკური დაპირისპირებისათვის, გაყოფისათვის.
ქართველების წასვლის შემდეგ აფსუებს “გაძვალტყავებული” უნივერსიტეტი შერჩათ ხელთ. იმის გამო, რომ აფსუა აბიტურიენტებისგან მისაღებ გამოცდებზე ქრთამს ვერ აიღებდნენ (ფულს მხოლოდ ქართველი ოჯახები იხდიდნენ!), მათ შემოსავალიც შემოაკლდათ. სამაგიეროდ, ალბათ, კმაყოფილნი იყვნენ ქართველი ლექტორთა კოპუმპირებული ნაწილი - წილში არავინ ჩაუჯდებოდათ.
აფსუებს მწვავედ დაუდგათ კონტინგენტის პრობლემაც. მთელი მათი ახალგაზრდომა უნივერსიტეტში რომც ჩაერიცხათ, სასწავლებლის არსებობას ობიექტურად საფრთხე ემუქრებოდა. აი, ქართველებს ეს პრობლემა არ აწუხებდათ, უფრო პირიქით.
შემდეგ იყო 1989 წ.
15-16 ივლისის შეტაკებები და ის აფსუათა მიერ სოხუმის პირველ სკოლაში განლაგებულ უნივერსიტეტის
მისაღები გამოცდების კომისიის დარბევით დაიწყო, რომელსაც მრავალი ადამიანი სიცოცხლე
შეეწირა.
რუსეთ-საქართველოს 1992-93 წწ. ომის შემდეგ უნივერსიტეტის ფილიალმა თბილისში გააგრძელა ფუნქციონირება.
2007 წ. 31 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილებით
თსუ სოხუმის ფილიალის ბაზაზე დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის უნივერსიტეტი.
2008 . 4 იანვარს
უნივერსიტეტმა მიიღო საგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების სახელმწიფო ლიცენზია, ხოლო
2008 წლის 8 იანვარს - სახელმწიფო აკრედიტაცია.
საქართველოს მთავრობის 2008 წ. 10 დეკემბერის დადგენილების თანხმად, საჯარო სამართლის იურიდიულ
პირს, სოხუმის უნივერსიტეტს ეწოდა "საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტი."
.jpg)
