10 июля 2022

ეროვნული მოძრაობა აფხაზეთში - 9 აპრილი იქ დაიწყო (მოგონება N2)


1989 წლიდან ეროვნული მოძრაობა სერიოზულ ძალად ჩამოყალიბდა. სსრკ-ს ხელმძღვანელობა ცდილობდა ანტიქართული, სეპარატისტული ძალების პროვოცირებას ცხინვალში, ქვემო ქართსა და აფხაზეთში.

სოხუმში სხვადასხვა დროს თბილისიდან ჩამოდიოდნენ ილიას საზოგადოების ლიდერები: ზურაბ ჭავჭავაძე, თამრიკო ჩხეიძე, აკაკი ბაქრაძე, რაულ კუპრავა, თემურ ლომაია და სხვ. არც ჩვენ გვაკლდა თბილისში ვოიაჟები. ამ პერიოდში ეროვნული მოძრაობა ჯერ კიდევ ერთიანი იყო, ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა პარტიულ კუთვნილებას.

1989 . 18 მარტს აფსუა სეპარატისტებმა . ლიხნში გამართეს მრავალათასიანი შეკრება-მიტინგი, რომელზეც მიიღეს ანტიქართული მიმართვა სკკპ ცკ-სადმი - . . ლიხნის მიმართვა, რომელშიც, ფაქტიურად, საქართველოსგან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება მოითხოვეს. პეტიციას თან დაურთეს «აფხაზური წერილი». მასში ქათველები მიწასთან იყვნენ გასწორებულნი და აფსუების მჩაგვრელებად წარმოჩენილნი. ამ გამოხდომით დაიწყო სეპარატისტული მოძრაობის მორიგი ტალღა, რომელმაც უკვე ლეგალური, ორგანიზაციული ჩამოყალიბება და გაძლიერება დაიწყო.

        ლიხნი აფსუათა სამხედრო დემოკრატიის ტრადიციული ცენტრი იყო. სწორედ აქ იკრიბებოდნენ ისინი ისტორიულად, საუკუნეთა განმავლობაში და წყვეტდნენ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ლიხნის შეკრება გაფორმდა, როგორცსანქციონირებულიმიტინგი - საბჭოთა კონსტიტუციის მოთხოვნათა სრული დაცვით. ყოველთვის ფრთხილმა და წინდახედულმა აფსუათა ელიტამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, რაკი დარწმუნებული იყო, რომ მოსკოვი ძალზე გააღიზიანა 1988 . ნოემბრის თბილისის აქცია, რომლითაც, ფაქტიურად, განმათავისუფლებელმა მოძრაობამ შეიძინა მასობრივი ხასიათი. 

სხვათა შორის, ჩვენში დღემდე დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ეროვნული მოძრაობის ყოველ გამოვლინებას კრემლი პასუხობდა აფსუური სეპარატიზმის გააქტიურებით. სინამდვილეში, საქმე უფრო რთულად იყო: მოსკოვი კი არდაამთხვევდახოლმე სეპარატისტთა აქციებსქართული ეროვნული მოძრაობისგამოღვიძებას, არამედ პირიქით, - აფსუები, რომლებიც უდიდესი ყურადღებით ადევნებდნენ თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოში, - აქციებს მართავდნენ უშუალოდ მას შემდეგ, რაც ქართველები გააღიზიანებდნენ მოსკოვს თავიანთი გამოსვლებით. ასე იყო 1956 წ. 9 მარტის მოვლენათა შემდეგ; 1979 წ. 14 აპრილის მოვლენათა კვალდაკვალ; 1988 წ. - ნოემბრის შიმშილობის «პასუხად». აფსუებმა იცოდნენ, რომ საქართველოს თავხედობით განრისხებული რუსეთი მათ აქტიურობას ყოველმხრივ მხარს დაუჭერდა. 

აფსუათა ლიდერებმა: კ. ოზგანმა, ს. შამბამ და ვ. არძინბამ ყოველივე ზუსტად გათვალეს. მათ ხომ შესანიშნავად იცოდნენ, რომ ლიხნის მიტინგი თბილისში სწორედ ანტირუსულ აფეთქებას გამოიწვევდა, რადგან ყველა მასმოსკოვის პროვოკაციადჩათვლიდა. ქართველებში ანტირუსული განწყობის გაღვივება და გაძლიერება კი სეპარატიზმის უცთომელი სტრატეგია იყო. მათ ისიც ძალიან სწორად განსაზღვრეს, რომ ქართველთა რისხვა კრემლისაკენ იქნებოდა მიმართული და არა თვით სეპარატისტებისკენ, რომელთაც ქართული ეთნოფსიქოლოგია მხოლოდ მარიონეტებად აღიქვავდა და აღიქვა, რაც შეცდომაა.

ლიხნის პროვოკაციას ქართველებმა 1989 . 25 მარტის სოხუმისა და გალის გრანდიოზული მანიფისტაციებით უპასუხეს. თავდაპირველად მიტინგი იგეგმებოდა ლენინის მოედანზე, მაგრამ ხელისუფლებამ ის ავტობუსებით გადაკეტა. მობილიზებული იყო შინაგანი ჯარის ნაწილები. საბოლოოდ აქცია კიროვის ქუჩაზე ჩატარდა. მასზე სიტყვით გამოვიდნენ მერაბ კოსტავა, ზურაბ ჭავჭავაძე, ჯონი ლატარია, ალექსანდრე ჯიქია (ედპ), დიმა ჯაიანი, ბორის კაკუბავა და სხვა.   

აღნიშნულ აქციაზე გადაწყდა, რომ ანტიიმპერიული მიტინგი ჩატარებულიყო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე დაბა ლესელიძეში, მდ. ფსოუსთან, რითაც სიმბოლურად გამოიხატებოდა ჩვენი მთავარი მტრის - რუსეთისადმი დამოკიდებულება. ამით აფსუებს ვაჩვენებდით, რომ მათთან პრობლემები არ გვაქვს და . .

1989 . 1-ელ აპრილს ჩავსხედით ავტობუსებში (სოხუმიდან მიმყავდა პედაგოგთა და სტუდენტთა ჯგუფი) და გავემგზავრეთ დაბა ლესელიძეში. იქ ადგილობრივები შემოგვიერთდნენ. უნდა გენახათ მათი აღფრთოვანება - ქართულ სხეულს მოწყვეტილმა, დავიწყებულმა და მიტოვებულმა, ფაქტიურად, გარუსების ზღვარზე მყოფმა ადამიანებმა პირველად დაინახეს და იგრძნეს, თუ რას ნიშნავს ეროვნული სიამაყე. გაგრის რაიონში (და საერთოდ, აფხაზეთში) მატერიალურად საკმაოდ შეძლებული ოჯახები ცხოვრობდნენ. ბუნებრივია, რომ ბევრი მათგანისთვის უცხო ხილი იყო საჯაროდ პროტესტის გამოხატვა და ერთგვარი სიფრთხილით შეხვდნენ ამ ყველაფერს, მაგრამ სულიერი იდეალების მნიშვნელოვანი მარცვალი უკვე ჩაგდებული იყო მათ ცნობიერებაში და საზოგადოებამ დადებითად მიიღო ჩვენი ინიციატივა. გამომსვლელთა (. ჭავჭავაძე, . ლატარია, . კაკუბავა, . კოსტავა და . .) მთელი რისხვა მიმართული იყო კრემლისაკენ, იმპერიისკენ. თავიდან მოინდომეს მიტინგის ჩაშლა. შინაგანი ჯარის ჩაჩქნიან რუსთა საკმაოდ მოზრდილი შენაერთი დაგვახვედრეს, მაგრამ ხალხის რაოდენობამ და სიმტკიცემ მათი აქტიურობა გამორიცხა.

მიტინგის შემდეგ . კოსტავა, . ჩხეიძე, . ჭავჭავაძე და სხვები ბორის კაკუბავამ და ჯონი ლატარიამ გაგრაში დატოვეს პურმარილზე. დანარჩენები გამოვემგზავრეთ სოხუმში.

როგორც შემდგომ გაირკვა, აღნიშნული აქციის შესახებ აფსუებში გაავრცელეს ხმა, თითქოს ის მიმართული იყო მათ წინააღმდეგ. გაგრაში ისინი ვერაფერს გაბედავდნენ, ამიტომ ზომბირებული, მოტყუებული ხალხი (დაახლოებით ათასი კაცი) სეპარატისტთა ადგილობრივმა ლიდერებმა მიტინგიდან მომავალ ავტობუსებს დაბა ბზიფთან დაგვახვედრეს და გზა გადაგვიკეტეს. პირველად ჩვენი მანქანა შეეფეთა გონებაამღვრეულ მასას. მძღოლმა, იური გაგუამ, როგორც კი შეაჩერა ავტობუსი, ეგრევე წამოვიდა ჩვენსკენ ასობით ქვა, რომელიც წინასწარ მომარაგებული ჰქონდათ თურმე. როცა შუშები დაილეწა, უკვე ჩაკეტილ სივრცეში მყოფ ადამიანებს ხვდებოდა ნასროლი საგნები. შეშინება ვერ მოვასწარით, ვერც მივხვდით, რა ხდებოდა, მაგრამ როდესაც ბრბომ მოინდომა მანქანაში შემოჭრა, მაშინ კი მივხვდით, რომ აქ სისხლი დაიღვრებოდა. ამ დროისთვის მგზავრებმა უკვე მიიღეს სხვადასხვა სახის ტრამვები. ტრანსპორტი ქვა-ღორღით აივსო. შველა არსაიდან ჩანდა. ქალები, როგორც შეგვეძლო, სკამებს შორის შევაფარეთ. ჩამტვრეული ფანჯრიდან დავინახე ერთი ჩემი ნაცნობი აფსუა გული გაგულია (ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში, ერთად ვუკრავდით ანსამბლში, ვმეგობრობდით) და მას დავუყვირე, რას შვებით გული, მეთქი. რომ შემხედა, გაოგნდა, შერცხვა, შეწუხდა, მონდომა ეგზალტირებუთა, გაბოროტებულთა (რომლებიც უკვე რკინისა და ხისდუბინკებსიქნევდნენ) შეჩერება, რომ ავტობუსში არ ამძვრალიყვნენ. ყვიროდა აფსუურად - “შვანგლ, შვანგლ” - გეყოფათ, მაგრამ ვერაფერს გახდა. მანქანას გარს ერტყა ასობით კაცი და თუ მოახერხებდნენ ჩვენს ჩამოთრევას, უეწველად შემოაკვდებოდათ ვინმე (ალბათ, პირველი მე ვიქნებოდი). მძღოლს, რომელიც დაბნეული შიშით გაქვავებული იჯდა, დავუყვირე, როგორმე დაძრულიყო ადგილიდან. ავტობუსი დიდი, “იკარუსისმარკის იყო და ის აქსელერატორს მთელი ძალით დააწვა, ააღმუვლა, წყვეტილ-წყვეტილად დაიძრა. მანქანის წინ შეგროვილი აფსუები მიხვდნენ, რომ თუ არ გადაიწეოდნენ, ისინი გაისრისებოდნენ. თუმცა, მაინც არ აპირებდნენ გზის დათმობას და ისევ წამოვიდა ქვების წვიმა. იურიმ მოახერხა რამოდენიმე ათეული მეტრით წინ წაწევა, დაეჯახა ტრასის შუაში მდგომ მსუბუქ მანქანას და გადააგდო გვერდზე. იმანაც გვიშველა, რომიკარუსიმასიური იყო და მოახერხა გამოღწევა. უკან გამოგვეკიდნენ სხვა მანქანებით. გვდიეს ერთი ხანი და თავი დაგვანებეს. ვიფიქრეთ, ამით მორჩა, მაგრამ ახალი ათონის გასასვლელთან სხვა, უფრო მცირერიცხოვანი ჯგუფი დაგვხვდა. თუ ბზიფთან მხოლოდ ქვებით გვისწორდებოდნენ, აქ იარაღიდანაც გვესროლეს. სწორედ მაშინ მომხვდა სახეში საკმაოდ მოზრდილი ქვა, რომელმაც შუბლი და ცხვირი დამიზიანა.

აი ამონარიდი რუსეთში აშშ-ს საელჩოს მიერ 1989 წ. 6 აპრილს სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილი მოხსენებიდან სათაურით - "პოლიტიკური არეულობა საქართველოში აფხაზეთთან დაკავშირებით": "აფხაზების ჯგუფმა ცეცხლი გაუხსნა რამდენიმე ავტობუსს, სადაც ისხდნენ პროქართველი დემონსტრანტები. ქართულ დისიდენტურ წყაროებზე დაყრდნობით, ლესელიძეში დემონსტრანტების რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევდა. როგორც იუწყებიან, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, ზოგიერთი კრიტიკულადაც.

ქართველი აქტივისტები ირწმუნებიან, რომ თავდასხმა, ადგილობრივი (გუდაუთას) რაიკომის პირველი მდივნის ოზგანის მიერ იყო ორგანიზებული. იგივე წყაროები ირწმუნებიან, რომ აქვთ ფოტოები, სადაც ჩანს თუ როგორ ხვდება ოზგანი იმ ადამიანებს, რომლებმაც თავდასხმა განახორციელეს". 

მოკლედ, დალეწილ-დაჩეჩქვილებმა ჩავაღწიეთ სოხუმში. ქალაქმა, ცხადია, არ იცოდა, რაც მოხდა. გამვლელები გადარეულები უყურებდნენნაფრონტალავტობუსს, რომლიდანაც დასისხლიანებული, შეშინებული და გაბრაზებული ადამიანები იყურებოდნენ. გადავწყვიტე, ეს დანგრეული და დაჭრილებით სავსე მანქანა კპ საოლქო კომიტეტის შენობასთან მიმეყვანა. ასეც მოვიქეცით. ის შენობა სანაპიროზე დგას, სადაც უამრავი ხალხი დასეირნობს. უცებ შეიკრიბა ასობით ადამიანი. საიდანღაც ოპერატიულად მოიყვანეს შინაგანი ჯარის შენაერთი და მანქანა ალყაში მოაქციეს.

მერაბ კოსტავას გაუგია თავდასხმის ამბავი და პირველი ის მოვიდა ჩვენთან. მე მოკლედ ვუამბე მომხდარზე. მშვიდად მომისმინა და თქვა, რომ ეს იყო პროვოკაცია. გამოცდილმა დისიდენტმა ხალხს ურჩია, დაშლილიყვნენ და სახლებში წასულიყვნენ. მისი აზრით, საჭირო არ იყო სიტუაციის უფრო გამწვავება, რადგან ეს მტრის წისქვილზე დაასხამდა წყალს.

      თავდასხმების ამბავი სწრაფად გავრცელდა. ეს იყო პირველი . . ქართულ-აფსუური შეტაკება, სადაც სისხლი დაიღვარა.

ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობა შეიკრიბა საღამის და იმსჯელა მომხდარზე, ანალიზი გაუკეთდა მოვლენებს და გადაწყდა - მოსკოვისთვის სასურველი . . ეროვნებათაშორისი დაპირისპირების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით საპროტესტო აქტიურობა გადატანილიყო თბილისში ამ ვანდალიზმის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა პასუხისმგებაში მიცემის მოთხოვნით. სწორედ ეს გააჟღერა 2 აპრილს სოხუმის ცენტრში სტიქიურად შეკრებილი მრავალი ათასი ადამიანის წინ ზურაბ ჭავჭავაძემ. მან თქვა, რომ იმპერიას სურს აფსუებთან ჩვენი დაპირისპირებით, სისხლისღვრის პროვოცირებით ხელი შეუშალოს მთავარს - საქართველოს სწრაფვას დამოუკიდებლობისკენ. თქვენ გაიგებთ და ნახავთ, რას გავაკეთებთ თბილისში”, - მიმართავდა ის შეკრებილებს. ხალხი დაეთანხმა და ნელ-ნელა დაიშალა.         

გავიხსენოთ, როგორ განვითარდა მოვლენები 3 აპრილიდან - 9 აპრილამდე. აქცია დაიწყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ არა ანტირუსული ლოზუნგებით, არამედ მოთხოვნებით აფხაზური სეპარატიზმის წინააღმდეგ. მაგრამ 5-6 აპრილიდან ინიციატივა ხელთ იგდეს იმ ძალებმა, რომლებმაცაფხაზური საკითხისაერთოდ მოხსნეს და მთელი ყურადღება გადაიტანესკრემლზე”, აგრეთვესაქართველოს სრულ დამოუკიდებლობაზე”. 

აფსუათა ლიდერები შესანიშნავად იცნობდნენ ქართულ ფსიქოლოგიას: მათ წინააღმდეგ აქციის მოწყობა მაშინ, როდესაც ამქვეყნად არსებობდა ყველა უბედურებისა და ბოროტების სათავე – “კრემლი” -- ქართველებს არავაჟკაცურად, არაკეთილშობილურად, უკადრისად მიაჩნდათ. ანუ, სხვაგვარად თუ ვიტყვით, აფსუა სეპარატისტებმა ჯერ მოახდინეს აპრილის შეტაკებათა პროვოცირება, ხოლო შემდეგ (ვლადისლავ არძინბას პირით) სსრკ სახალხო დეპუტატთა პირველ ყრილობაზე განაცხადეს: “ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია აზრი, თითქოს ლიხნის შეკრებამ რაიმე როლი შეასრულა 9 აპრილის მოვლენებში. ეს მოვლენები სულ სხვა შინაარსისა იყო, სხვა მეთოდებით ხორციელდებოდა და სხვა მიზნებს ისახავდა”.

გულუბრყვილო ქართველებს კი გვეგონა, რაკი არ ვიკადრეთ აპრილის აქციის დროს ყურადღებამცირერიცხოვან ხალხთან დაპირისპირებაზეგადაგვეტანა, რაკიარავაჟკაცურადმივიჩნიეთ აფსუა ხალხთან დაპირისპირება და მთელი ყურადღება კრემლისაკენ მივმართეთ, აფსუები ამას დაგვიფასებდნენ და ვაჟკაცური მადლიერების გრძნობით აღივსებოდნენ ჩვენს მიმართ

პოლიტიკაში გულუბრყვილობა და რომანტიზმი დამღუპველია. მეტიც, სისულელის ტოლფასია. პოლიტიკა არ სცნობს ისეთ ცნებებს, როგორიცააკეთილშობილება”, “სამართლიანობა”, “სიყვარული”, “სიძულვილი”, “სიკეთე”, “ბოროტებადა .. უფრო სწორად, ცნობს, მაგრამ მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათი არსებობა პოლიტიკურად მიზანშეწონილია. ეს შესანიშნავად იცოდნენ აფსუებმა, მაგრამ არ ვიცოდით (არც ახლა ვიცით) ქართველებმა. ამიტომაც გვაჯობეს ჭკუით. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასე ჩანს.  

2 აპრილს ჯუმბერ პატიაშვილმა ცენტრალურ კომიტეტში დაიბარაელიტარული ინტელიგენციისწარმომადგენლები და სთხოვა, მოეწყოთ ზომიერი საპროტესტო აქციები ლიხნის შეკრების დაგმობით. ქარაგმულად პატიაშვილი ინტელიგენციას იმასაც სთავაზობდა, რომ ამ მიტინგებზე ფრთხილად, მოზომილადანტირუსულ ნოტასაცგაეჟღერა, რათა ხელისუფლებას საშუალება ჰქონოდა, მოსკოვი დაეშინებინა აფსუა სეპარიტისტთა მოქმედების შედეგად საქართველოში ფართომასშტაბიანი დესტაბილიზაციით. თუმცა, მოსკოვში უკვე შესანიშნავად უწყოდნენ, რომ 5 აპრილის შემდეგმთავრობის სასახლესთანაფხაზეთი აღარავის ახსოვდა. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა ნაწილმა აქციის შინაარსი მთლიანად შეცვალეს და ამ დღიდან - 9 აპრილამდე ერთადერთი ლოზუნგი იყოძირს რუსეთის დამპალი იმპერია”.

1989 . 7 აპრილს აკაკი ბაქრაძე ჩამოვიდა აფხაზეთში და შეხვდა რუსთაველის საზოგადოების ადგილობრივ ხელმძღვენელობას, სხვა აქტივისტებს. მეორე დღეს გულირიფშის ცენტრში გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, რომელოც . პატარაიას მიჰყავდა. სიტყვით გამივიდა . ბაქრაძე. მე ვამაყობ, რომ საკმაოდ ახლოს ვიცნობდი ამ დიდებულ ადამიანს და ერთი პერიოდი თბილისში ჩვენი საპატიო პოლიტიკური თავკაციც იყო, რომელიც მრავალ საზოგადო საკითხზე გვაძლევდა რჩევას.

აღნიშნულ მიტინგზე გამოცხადდა, რომ 9-ში სოხუმში შედგებოდა გრანდიოზული მანიფისტაცია, რომელსაც აქტუალიზაცია უნდა მოეხდინა თბილისშიდავიწყებულიაფხაზეთის თემისთვის.

დილიდან უამრავი ხალხი შეიკრიბა. გავრცელდა ინფორმაცია თბილისის ტრაგედიის შესახებ - “დედაქალაქში რუსებმა ქართველი დემონსტრანტები დახოცესო”. ამასთან, სოხუმის ცენტრში ხელისუფლებამ შემოიყვანა დიდი რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და ჯარი.

ოდნავი მიზეზი იყო რუსებისთვის საჭირო, რათა შეკრებილებზე სამხედრო შეტევა განეხორციელებინათ და დაეხოცათ ხალხი. ორგანიზატორები მოსალაპარაკებლად მიიწვიეს პარტიის ქალაქკომში. იქიდან გამოსულების სახელით . ჯაიანმა მიმართა შეკრებილებს და დროებით დაშლისაკენ მოუწოდა. ასე, რომ კომუნისტური იმპერიის მთავარი დარტყმა თბილისმა მიიღო, აფხაზეთი კი მეორეხარისხოვან პრობლემათა რიგში გადავიდა.

დღეს ქართულ საზოგადოებაში 9 აპრილთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, აზრი ერთმნიშვნელოვანი არ არის. მის საბოლოო ფორმირებას, ალბათ, ობიექტური, მიუკერძოებელი ისტორიული დისტანცირება დასჭირდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ 9 აპრილი სერიოზული პოლიტიკური მარცხი იყო: მან შეუდარებლად გააძლიერა სეპარატისტთა პოზიციები აფხაზეთში და .. “სამხრეთ ოსეთში”, აღჭურვა ისინი არა მხოლოდკრემლის”, არამედ თვით რუსული საზოგადოების მხარდაჭერით. გარდა ამისა, 9 აპრილმა გამოიწვია ხელისუფლების სრული დამბლა საქართველოში, მოუსპო მმართველ ელიტას მოსკოვთან პოლიტიკურთამაშშიყოველგვარი მანევრის საშუალება, ცხადია, თუ ასეთი სურვილი საერთოდ ჰქონდათ. ამასთანავე, 9 აპრილმა შეაგდო საქართველო იმ ტალღაზე, რომელიც (ჯორჯ ბუშ-უფროსის თქმით) მსოფლიოში პროცესთა საერთო დინებას ეწინააღმდეგებოდა. 9 აპრილმა კატეგორიულად გამორიცხა არათუ კომპრომისის შესაძლებლობა, არამედ ყოველგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია და ერთადერთ დომინანტად აქცია ლოზუნგი: “ძირს რუსეთის დამპალი იმპერია”. ეს ლოზუნგი საქართველოსათვის ძალზე წამგებიანი აღმოჩნდა საერთაშორისო თვალსაზრისით. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ იყოდამპალი იმპერია”, არამედ იმის გამო, რომ ამგვარ ლოზუნგში ერთგვარ ხიფათს ხედავდა დასავლეთი, რომელიცთავს დაჰკანკალებდამიხეილ გორბაჩოვსა და მის .პერესტროიკას”.

თავად განსაჯეთ: მაშინ, როდესაც ამერიკელებმა და ევროპელებმაშვებით ამოისუნთქესდა მიხეილ გორბაჩოვის წყალობით მოიშორეს ბირთვული ომის, საბჭოთა აგრესიის მაჯლაჯუნა შიში; როდესაც გამოჩნდა პირველი სიმპტომები აღმოსავლეთ ევროპის შესაძლო გათავისუფლებისა - აი, სწორედ ამ დროს საიდანღაც გამოტყვრნენ ესაბეზარი ქართველები”, “კეთილ გორბაჩოვსპროვოკაციებს უწყობენ და პერესტროიკის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რითაც აძლიერებენ მოსკოვში იმ ძალებს, რომლებიც ებრძვიან გორბაჩოვს და სურთ მსოფლიო დააბრუნონ ცივი ომის ეპოქაში! 

        ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დამკვიდრებული გულუბრყვილო აზრის მიუხედავად, ფრანგები და ინგლისელები (ყოფილი კოლონიური სახელმწიფოები) სრულებითაც არ არიან კეთილგანწყობილნი ეროვნულ მოძრაობათა მიმართ, რაკი რუსეთზე არანაკლები კოლონიური ისტორია აქვთ, თუ მეტი არა. ამითაც იყო განპირობებული ის ზიზღნარევი, გულგრილი რეაქცია, რაც ევროპაში მოჰყვა 9 აპრილს.

მოკლედ თუ ვიტყვით, 9 აპრილს საქართველომ დააფიქსირა (მსოფლიოს თვალში) მხოლოდ ის, რომ იგი გორბაჩოვის მტერია. სინამდვილეში გორბაჩოვი მართლაც დიდი არამზადა და გაიძვერა რომ იყო, ამით თვისებრივად არაფერი იცვლება: მთავარია, როგორ აღიქვამდა მას მსოფლიო.

და კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რასაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება: 9 აპრილს საერთოდ არანაირი თანაგრძნობის რეაქცია არ მოჰყოლია ჩრდილოეთ კავკასიაში არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად. ეს იყოპირველი ზარი”, პირველი შემაშფოთებელი სიმპტომი, რომელსაც საზოგადოება მცირედ მაინც უნდა ჩაეფიქრებინა.

9 აპრილს ერთი დადებითი შედეგი მაინც ჰქონდა: ამ მოვლენის მეშვეობით საქართველომ შეძლო, გამიჯვნოდა კომუნისტურ წარსულს და ყველაზე მთავარი პრობლემის (ტერიტორიული მთლიანობის) თვალსაზრისით დაეფიქსირებინა, რომ თავად არის მსხვერპლი და არა აგრესორი. შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამ ფიქსაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუცა, “ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო მსგავსებით იგი კეფას ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ” (გურამ რჩეულიშვილი).

ამგვარად, იმპერიამ, XX . “ოქროს ურდომაფხაზეთში ჩამოაყალიბა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შემაფერხებელი და საპირწონე, მასზე დაქვემდებარებული და შესაბამისი დავალებების შემსრულებელი მოძრაობა. თუ ამას თბილისში რეალურად კაგებეს დაქვემდებარებულ სხვადასხვა ფსევდო პატრიოტული ორგანიზაციების შექმნითა და განმათავისუფლებელ მოძრაობაში პროვოკატორების შეგზავნით, მისი გახლეჩით ცდილობდა, - აფხაზეთში ღიად დაიწყო აფსუათა წახალისება. მიმდინარეობდა აფხაზეთის სხვა ეროვნების ჯგუფებშიც ძირგამომთხრელი ანტიქართული მუშაობა, თუმცა, სომეხი და რუსი აქტივისტები ჯერ-ჯერობით ვერ ბედავდნენ ხმის ამოღებას.

სოხუმში, განსაკუთრებით კი აფსუებით ჭარბად დასახლებულ აფხაზეთის სხვა ადგილებში დაიწყო ადამიანთა გაუცხოება. უნდობლობამ და მტრულმა განწყობილებებმა დაისადგურა საზოგადოებაში. დენთის კასრი თანდათან ივსებოდა და საშიში პერსპექტივის რეალობას საზოგადოება ნაკლებად აცნობიერებდა. შერიგების, ერთმანეთთან დაახლოების რამოდენიმე  მცდელობა იყო, მაგრამ ნეგატიური პროცესების შეჩერება ვერ მოხერხდა.

ამ პერიოდისთვის მიტინგები შეწყდა, მაგრამ აფსუებთან დაპირისპირებამ საწარმოებშის, სასწავლებლების, სხვადასხვა ორგანიზაციების და რაც ტრაგიკულია, ოჯახების დონეზე გადაინაცვლა. იმის გამო, რომ ყველგან (გუდაუთის გარდა) ქართველები დომინანტობდნენ რიცხვობრივად, აფსუებმა თავი უფრო დაჩაგრულად იგრძნეს.

Комментариев нет: