09 июля 2022

ეროვნული მოძრაობა აფხაზეთში - დასაწყისი (მოგონება N1)

         

1987 წ. 31 ოქტომბერს თბილისში შეიქმნა პირველი არაფორმალური პოლიტიკური ორგანიზაცია - ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. ის საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს.

1988 წ. გიორგი ჭანტურიას მომხრეთა („მეოთხე დასი“) განცალკევების შემდეგ ამ ორგანიზაციის ფაქტიური ლიდერი გახდა ზურაბ ჭავჭავაძე. ის შედარებით ზომიერ, ლიბერალურ პოზიციაზე იდგა. ერთ-ერთ გამოსვლაში ზურაბ ჭავჭავაძე ამბობდა: “ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის, ვინც გვიყვარს, იმასთან მოვნახოთ საერთო ენა, ჩვენი მოვალეობა არის, საერთო მოვნახოთ იმასთან, ვინც ჩვენდამი მტრულადაა განწყობილი, ეს არის პოლიტიკური მოღვაწეობის ხელოვნებაც და აუცილებლობაც.”

1988 წ. სოხუმში ჩამოყალიბდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების აფხაზეთის განყოფილება. სოხუმის ეკლესიაში, სადაც ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს დავითის (ჭკადუა) ხელშეწყობით ხშირად თავს ვიყრიდით პატრიოტულად განწყობილი ახალგაზრდები, გავიცანი საქართველოს ერთ-ერთი სინდისივოვა ვეკუა. მსჯელობა წარიმართა მოძრაობაში ადამიანთა მოზიდვაზე, ადგილობრივ ორგანიზაციათა ჩამოყალიბებასა და მათ კოორდინაციაზე. ვოვა ბუნებით მშვიდი, გაწონასწორებული და მტკიცე ხასიათის ვაჟკაცი იყო. ლაპარაკობდა ხმადაბლა, თავს არ გახვევდა საკუთარ აზრს და დიალოგის დროს ერიდებოდა იმპერატიულ ტონს და ერთობლივი, შეთანხმებული გადაწყვეტილებისკენ ისწრაფოდა. ჩემთვის დიდი პატივი იყო მასთან ურთიერთობა, რადგან ვიცოდი, რომ 1981 წლიდან ვოვა აქტიურად მონაწილეობდა დისიდენტურ მოძრაობაში. როგორც ხდება ხშირად, ვოვა რომ მოკლეს, შემდეგ გავიცანი უფრო. ვერ მოვასწარი, დრო არ მეყო.

ჩემიარაფორმალადფორმირება სწორედ ვოვა ვეკუასა და სოსო ადამიასთან ურთიერთობით მოხდა. ვოვას მეშვეობით გავიცანი მალხაზ პატარაია, რომელიც იმ პერიოდში აყალიბებდა რუსთაველის საზოგადოებას გულირიფშის რაიონში. მან მირჩია, დავსწრებოდი მათ დამფუძნებელ შეკრებას. აქედან დაიწყო მალხაზისა და ჩემი მეგობრობა, რომელიც საერთო ეროვნულ და ადამიანურ ფასეულობებს დაეფუძნა.    

ილიას საზოგადოება მალევე ჩამოყალიბდა წამყვან და მრავალრიცხოვან ორგანიზაციად, რომელმაც აფხაზეთში შემოიტანა ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისა და დაცვის დაუოკებელი წყურვილი. ვოვას, სოსოსა და მალხაზის გარდა, ასე ვთქვათ, პირველი ეშელონის ლიდერები და აქტივისტები იყვნენ: ნუგზარ მგალობლიშვილი, თემურ ლორთქიფანიძე, თემურ მჟავია, დიმა ჯაიანი, ვახტანგ ჭანია, ანზორ გვარამია, აბესალომ მიქელაძე, რამაზ კუპრავა და სხვები.

თავდაპირველად ადამიანთა უმრავლესობას ჩვენთან აფიშირებული ურთიერთობის ერიებოდა და ეს გასაგებიც იყო. 70-წლიანიუღრუბლო კომუნისტური მომავლისმშენებლობის ტრადიცია ხელის ერთი მოსმით, უეცრად ვერ გაქრებოდა. დოზირებული თავისუფლების ზემოდან დაშვებამ (“პერესტროიკამ”), უეჭველია, ადამიანთა დაზაფრულობა შესამჩნევად შეამცირა, მაგრამ საკუთარი დალაგებულისამზარეულოსარევის მოსალოდნელი ალბათობის შიში საზოგადოებრივ ცნობიერებაში ჯერ კიდევ დიდწილად მძლავრობდა. ამასთან, იმდენად ხალასი, სუფთა, უშიშარი და მოტივირებულად თავგანწირული იყო განმათავისუფლებელი მოძრაობის პირველ ეტაპზე ჩართულთა ავანგარდის მოქმედება, რომ ქართველი კაცის ქვეცნობიერის დაფარულ პლასტებში ჩადუღაბებულ, დროებით მიძინებული ეროვნული თავისუფლების ენერგიას ვერაფერი შეაკავებდა.

აფხაზეთში პირველი მიტინგი 1988 წ. 3 დეკემბრს ჩავატარეთ, რომელიც სუბტროპიკული მეურნეობის ეზოში გაიმართა. მიტინგის წინ კაკებე ათასგვარ დეზინფორმაციას ავრცელებდა (თითქოს, აფხაზები დაგვარბევდნენ და . .), მაგრამ ამან ვერ იმოქმედა. მას მრავალი ათასი პატრიოტი დაესწრო და საზოგადოებაში ერთბაშად მოხსნა შიშის კომპლექსი. თუ როგორი განწყობით ტარდებოდა ეს აქცია . ვეკუას გამოსვლიდანაც ჩანს: “მთავარანგელოზი, წმინდა გიორგი მობრძანდა თეთრ რაშზე ამხედრებული მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რათა საუკუნოდ განგმიროს ბოროტების განმასახიერებელი ურჩხული. ქართველი ერი გულხელდაკრეფილი არ უნდა ელოდოს განკითხვის ჟამს. ჩვენი ვალია, ჩვენი გონების, გულის და თავისუფალი ნების თვალსაწიერიდან, აფხაზ ხალხთან ერთად ავმაღლდეთ ურღვევ სულიერ კონსოლიდაციამდე”.

საბჭოთა ადამიანებმა დაინახეს, რომ პირველი მაისის დემონსტრაციებისა და სხვა მასობრივი კომუნისტური ღონისძიებების გარდა, შეიძლებოდა განსხვავებული, ალტერნატიული, არსით ანტიიმპერიული აქციების ორგანიზებაც.

სოხუმში ნავსი გატყდა და სასიკეთო პროცესებმა შეუქცევადი ტენდენცია შეიძინა - აფხაზეთი გახდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მთავარო ცენტრი.

აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ატარებდა არა ანტიაფსუურ, არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს. მათი დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე აფსუურ ენაზე მიმართავდა: “არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში”.

         ზურაბ ჭავჭავაძე 1980-იან წლებში გახდა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1987 წ. მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაციაილია ჭავჭავაძის საზოგადოება“. 1988 წ. 13 ოქტომბერს ს. ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. . ჭავჭავაძე გარდაიცვალა საავამდყოფოში, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“.

        სოხუმიდან . ჭავჭავაძის გასვენებაზე დაახლოებით 30 კაცი ჩამოვედით (. პატარაია, ბორის კაკუბავა, აბესალომ მიქელაძე და სხვ.) თბილისში და გავაცილეთ ყვარელში - მის მიერვე აღდგენილ ეკლესიამდე.

***

1989 წელი ეროვნული მოძრაობის აღმავლობის დრო იყო. ახალი ძალები შემოგვემატა. გააქტიურდა სტუდენტობა, ინტელიგენცია. ჩამოყალიბდა ილიას საზოგადოების მრავალი ადგილობრივი განყოფილება. აფხაზეთში მოქმედებდნენ აგრეთვე სხვა პარტიების ფილიალები: ეროვნულ-დემოკრატიული (ალექსანდრე ჯიქია), დამოუკიდებლობის (ზურაბ ნაროუშვილი), მონარქისტული (ვახტანგ ჯორჯიკია), ქრისტიან-დემოკრატიული (დავით ძიძარია) და . . თუმცა, მათ დიდი გავლენა არ ჰქონდათ.

ჩემთან, მე-5 სკოლაში ინგლისურის პედაგოგად მუშაობდა მზია მოლაშხია. მისი მეუღლედიმიტრი (დემური) ქებურია პატრიოტი და გონიერი ადამიანი იყო (შემდგომ პირველი პარლამენტის დეპუტატი). ის გახლდათ მერაბ კოსტავას ახლო ნათესავი და სწორედ მის სახლში, ლამაზ ქართულ სუფრაზე 1989 25 მაისს შევხვდი და გავიცანი მერაბი. იქვე იყვნენ ვოვა ვეკუა, ზურაბ კვარაცხელია და სხვ.  

ჩვენთვის ეს კაცი ლეგენდა იყო. ვიცოდით მისი დისიდენტობის, ციმბირის ციხეში სუფთად, თავგანწირულად ჯდომის შესახებ, სადაც თავი ერთი წუთითაც არ დაუხრია პატარა კაცუნებისთვის. მერაბი იყო მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. 1987 წელს ის დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად ისევ განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის.  

Комментариев нет: