ევროპული უპრინციპობა და უცხვირპირობა განა არ გამოჩნდა მრავალჯერ?
თავი დავანებოთ 1992-93 წწ. აფახაზეთის ომს. ევროპელთა დამოკიდებულება განა კარგად არ ვნახეთ 2008-ში?! НУ, ხუთიოდე ლიდერის გამოკლებით, რომელთა ქვეყნებს თავად ჰქონდათ განცდილი რუსი ღორების "ჩახუტება".
არასდროს არ ვიყავით ჩვენ ევროპის იმედად (სულხან-საბადან დაწყებული) და მუდამ თავად გვიწევდა საკუთარის დაცვა. ლოგიკურიცაა ეს და ახლაც ასე იქნება...
ვფიქრობ, აშშ-ს (რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ნამდვილი მოკავშირე) ახალი ადმინისტრაციის მკვეთრი პოლიტიკა (რომელიც ჯერ განცხადებების დიონეზე მხოლოდ) ოდნავ მაინც გამოაფხიზლებს შოტლანდიური ვისკის, გერმანული ლუდისა და ესპანური ღვინოს უარყმყოფელ და რუსულ самогон-ს დახარბებულ დახავსებულ ევრობიურიკრატიას, რომელიც თავის გადაწყვეტილებებში მუდამ აგვიანებს და რომელსაც ნეგატიური შედეგები თავადვე ხვდება თავში.
რასაც ვამბობ, იმის თქმის დრო ზუსტად ახლაა, რადგან ვიზალიბერალიზაციით "ბოჩოლას სიხარულში" ჩაძირულ საზოგადოებას ეს მანანას ზეციური პური ჰგონია, რაც მცდარი ოცნებაა და ილუზია. ამაში მალევე დავრწმუნდებით.

Комментариев нет:
Отправить комментарий