როგორც ამბობენ, საქართველოს „მოსარჯულებლად“ ე. წ.
ოპერაცია БриТва რუსეთის ГРУ-მ 2008 წ. დეკემბერში ჩამოაყალიბა. ის მოიცავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ეკონომიკას, სამხედრო
სფეროს, სოციალურ,
საინფორმაციო, კულტურულ,
რეგიონულ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობების, რელიგიის და ა. შ. საკითხებს.
გეგმა ითვალისწინებდა: ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას; “საზღვრის”
დამრღვევთა იზოლაციასა და პასუხისმგებლობას;
ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების ზრდასა და ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას;
პოლიტიკურ არენაზე პრორუსული ძალების გაძლიერებას; მასებში
რუსეთისადმი კეთილგანწყობის
ამაღლებას; საქართველოს ევრაზიულ და საბაჟო კავშირებში “ნებაყოფლობით”
ინტეგრაციას.
ამ ოპერაციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ისეთი
ქაოსის შექმნა იყო, როცა ევროკავშირი თავად იტყვოდა უარს ასეთ ქვეყანასთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ამავე ოპერაციის ფარგლებში დაიწყო რუსული ფულის შემოდინება და ის ძირითადად მედიასა და არასამთავრობო სექტორში გადანაწილდა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა
გამახვილებულიყო
პოლიტიკური პარტიების, რეგიონული საფრთხეების, მეზობლებთან ურთიერთობების, ეთნიკური და სხვა უმცირესობების თემების განვრცობაზე.
ამ პერიოდში რუსეთი: გაგვიხსნიდა ბაზარს, გადაწყვეტდა რეგულარული ფრენების საკითხს, ცალკეული
მოქალაქეებისთვის დააწესებდა სავიზო შეღავათებს, კულტურის
ქართველ მოღვაწეებს დაუთმობდა რუსეთის უდიდეს სცენებს, ტელეეთერებს.
მოსკოვის “ჩარევით”
მოხდებოდა ცხინვალისა და აფხაზეთის ციხეებში მყოფი ქართველების განთავისუფლება.
კრემლი შემოგვთავაზებდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებას, თუ
სამივე ერთად (!) შევიდოდით საბაჟო და ევრაზიის კავშირში.
ეს
სცენარი-გეგმა, ოპერაცია, როგორ
უნდა “გაგვპარსონ”,
დღესაც მუშაობს.
ცხადია, გზადაგზა მისი შესწორება და
გადახალისება ხდება რეალობის გათვალისწინებით.
ჩვენ კი, აბა, დავფიქრდეთ, ზემოთ ჩამოთვლილი
ამ „გაპარსვის“ არასრული გეგმიდან, რისი ხორცშესხმა უკვე მოახერხა ოკუპანტმა და რისი
განხორციელება დგას „წკიპზე“?

Комментариев нет:
Отправить комментарий