2017
წლის მარტის არჩევნების შედეგად „აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა“ („პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას ძირითადი მხარდამჭერი ძალა) აფხაზურ პარლამენტში
უმრავლესობა შეინარჩუნა, თუმცა, არა ტოტალური, როგორც ეს წინა „სახალხო კრებაში“ ჰქონდა. ეს ის ორგანიზაციაა,
რომელიც ს. ბაღაფშისა და ა. ანქვაბის „პრეზიდენტობის“ პერიოდი 8-9 წელი ოპოზიციაში იყო დ ა დღესაც სახელისუფლებო პარტიად ითვლება.
მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს პარტია „ამცახარას“ (Родовые огни), რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა ომის ვეტერანთა მსგავსი დასახლების მოძრაობის საფუძველზე. ეს
ორგანიზაცია, სხვათაშორის, წინააღმდეგია აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების
პასპორტიზაციის. ამასთან, ის მკვეთრად უპირისპირდებოდა რ. ხაჯინბას მმართველობას.
პარტია
„Единая Абхазия“ 9 წლის წინ შეიქმნა 2004 წ. დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საფუძველზე დ ა დღესაც ოპოზიციურია, თ უ
მცა, მისი ლიდერი სერგეი შამბა გარკვეულ
საკითხებში თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ღიად პრორუსულ ძალად ითვლება. ის განიხილებოდა როგორც „მესამე ძალა“.
ჩამოთვლილით ა გარდა, აფხაზეთში,
ცხადია, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიცაა, მაგრამ ისინი პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან
გავლენას ვერ ახდენენ.
ასე:
·
„აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების“ პარტია (შეიქმნა 2007 წ.),
ფაქტიურად, გაერთიანებულია სახელისუფლებო ალიანსში. მისი ლიდერი ბესლან ბუთბა ერთ დროს პრემიერიც კი იყო.
·
„აფხაზეთის სახალხო პარტია“ დაარსდა 1991 წელს (ლიდერი - იაკუბ ლაკობა). საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხმაურიანი ჯგუფია, მაგრამ ურეიტინგოა.
·
„აფხაზეთის კომუნისტური პარტია“ დაარსდა 1995 წელს.
·
პარტია „აინარ“ (შეიქმნა 2015 წ.,
თავმჯ. თენგიზ ჯოპუა). იდეოლოგია - აფხაზთა
ეთნიკური კოდექსი „აფსუარა“, ანუ ტრადიციონალიზმი.
·
„აფხაზეთის
სამართლიანობისა და განვითარების სახალხო ფრონტი“ (Народный фронт Абхазии за
справедливость и развитие) - შეიქმნა 2015 წ.,
ლიდერები ბესლან კამკია და ლაშა საკანია. ორიენტაცია - პრორუსული.
·
პარტია „დემოკრატიული აფხაზეთი“ – შეიქმნა 2015 წ., ლიდერი - ასთამურ
ლოგუა. ეს ახალგაზრდა თაობის ორგაიზაციაა, რომლის იდეოლოგია, ასე ვთქვათ, „პროაფხაზურია“.
ამასთან, ისინი აკრიტიკებენ ა. ანქვაბს „მტრული სახელმწიფოს“ (ანუ საქართველოს) მოქალაქეებისთვის
(გალის რ-ში) პასპორტების გაცემის გამო. პარტიამ 2016 წ. ზაფხულში წარმოადგინა პროგრამა
„აფხაზეთის მომავალი“.
·
აფხაზეთში სხვადასხვა გავლენით სარგებლობენ ორგანიზაციები: «Айдгылара» (Единение), Движение матерей Абхазии за
мир и социальную справедливость, Конгресс русских общин соотечественников
России в Абхазии, Коммунистическая партия Абхазии, Народная партия Абхазии,
Республиканское общественно-политическое движение «Айтайра»
(«Возрождение»), Республиканская партия «Апсны», Социал-демократическая
партия Абхазии, Республиканское общественно-политическое
движение «Аиааира» (Победа),
საქართველოსთან მიმართებაში აფხაზურ პოლიტიკურ
ელიტაში განსხვავებები არაა, მაგრამ მრავალწლიანი კამათისა და ურთიერთბრალდებების თემა
იყო გალის რ-ში მცხოვრები საქართველოს პირადობის მოწმობის მქონე მოსახლეობის საკითხი,
ანუ მიეცათ მათთვის ე. წ. აფხაზეთის მოქალაქეობა, თუ არა. პირველმა სერგეი ბაღაფშმა
გაბედა და 2009 წლიდან, ასე თუ ისე, მათი კანონების დაცვით დაიწყო ეს პროცესი. ა. ანქვაბის
„პრეზიდენტობის“ პერიოდში სხვადასხვა მონაცემებით, გაიცა 20-დან 25 ათასამდე აფხაზური
პასპორტი, რომელიც თავიდან 100, შემდეგ - 300 და ბოლოს 500 აშშ-ს დოლარი უჯდებოდა მსურველს.
ქრთამი იმიტომ იზრდებოდა, რომ გალელების საქართველოს მოქალაქეობაზე სეპარატისტები თვალს
ხუჭავდნენ. სწორედ ქართველთა პასპორტიზაცია გახდა ერთ-ერთი მთავარი საბაბი, რის გამოც
2014 წ. მაისში ძალადობრივად გადააყენეს ა. ანქვაბი.
რ. ხაჯინბას მთავრობამ გაცემული პასპორტები გააუქმა
და ბოლო არჩევნების დროს მხოლოდ 500-მდე გალის მცხოვრებმა მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში.
დღეისთვის აფხაზეთში მოქმედებს კანონს «О правовомположении иностранных граждан в Республике Абхазия», რომელის საფუძველზეც სეპარატისტთა
რეჟიმი უკვე იწყებს ე. წ. “ცხოვრების უფლება” დოკუმენტის გაცემას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ლეგალურად ცხოვრების და თავისუფლად გადაადგილების უფლებას აძლევს. მსგავს დოკუმენტს მომავალი კვირიდან გალის რაიონის მკვიდრებს დაურიგებენ, რომელთაც დღემდე საქართველოს პასპორტები აქვთ.
გალის რ-ის მოსახლეობა სრულიად უუფლებო მდგომარეობაში იყო მუდამ და პერმანენტული ეთნიკური წმენდის რეჟიმში ცხოვრობს. მაგრამ ამ "კანონის" მიხედვით, ისინი საბოლოოდ გადაყვანილნი არიან მეორეხარისხოვანთა კატეგორიაში. იმის გამო, რომ საოკუპაციო ზონაში დარჩენილი ქართველების უმრავლესობას ქართული პასპორტები აქვთ და სავსებით კანონიერად, მათ წაართვეს ელემენტარული სამოქალაქო უფლებები (ეროვნულზე რომ არაფერი ვთქვათ) იმ დონემდე, რომ აეკრძალათ კონკრეტული პროფესიით შრომითი საქმიანობა (მუხლი 17 და 18). იხ.: ЗАКОН РЕСПУБЛИКИ АБХАЗИЯ О правовом положении иностранных граждан в Республике Абхазия.

Комментариев нет:
Отправить комментарий