2009 წლიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი
რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორი მიმართულებით იხარჯება: „სოციალურ-ეკონომიკური
განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიციები“.
2009-2016
წწ. ცხინვალის რეჟიმმა რუსეთისგან მიიღო 52,45
მლრდი რუსული რუბლი, რაც 912,6 მლნ აშშ-ის დოლარია.
2010
წ. რუსეთის შესაბამისმა საფინანსო სტრუქტურებმა შეამოწმეს აფხაზეთისთვის გამოყოფილი
სახსრების ხარჯვის მაჩვენებლები და 347 მლნ რ.რ. დარღვევა აღმოაჩინეს.
2017
წლისთვის რუსეთი აფხაზეთს გამოუყოფს 4,7 მლრდ რ.რ. (81,7 მლნ დოლარი).
2018-2020
წწ. დაგეგმილია აფხაზეთისთვის 11,5 მლრდ, ხოლო ცხინვალისთვის - 16,8 მლრდის გამოყოფა.
თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის მიერ გამოყოფილი თანხის დიდ ნაწილს სხვადასხვა სქემებით რეჟიმების მაღალჩინოსნები და ადგილობრივი კლანები იპარავენ, ცხადია, რუსებისთვის "ატკატების" საშუალებით. ოკუპანტის ეს დახმარება ძირითადად მარიონეტი პოლიტიკური ელიტების დაშოშმინება-დაპურებას ემსახურება. ამასთან, დანგრეულ-გაპარტახებული რეგიონებისთვის ეს ფინანსური ინექცია იმდენად მცირეა, რომ ოკუპაციის დაწყების დღიდან იქ, ფაქტიურად, არაფერი მნიშვნელოვანი არ გაკეთებულა.
ჩვენ არაფერი ვიცით, თუ რა უჯდება რუსეთს იქაური სამხედრო ბაზებისა და საოკუპაციო კონტინგენტის შენახვა, რომელიც, გვერწმუნეთ, რეჟიმებისთვის ნაწყალობევ თანხაზე მრავალი ათეულით ან ასეულით მეტი იქნება.
აქ მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტზე შევჩერდებით.
- „აფხაზეთის რესპუბლიკის“ 2013 წლის ბიუჯეტი იანვარში დაამტკიცეს და თავდაპირველად ის შეადგენდა: შემოსავლები - 5 029 437 ათასი რუსული რუბლი, ხარჯვითი ნაწილი - 5 363 913 ათასი რ. რ.
- „აფხაზეთის რესპუბლიკის“ 2014 წ. ბიუჯეტი მიიღეს 2013 წ. ნოემბრის დასაწყისში და მან შეადგინა: შემოსავლები - 5 156 554 ათასი რ. რ., ხარჯი - 5 519 419 ათასი რ. რ.
როგორც
ვხედავთ, ამ წელს სხვადასხვა მიზეზთა გამო (რუსეთის მიმართ დასავლეთის სანქციები და,
რაც მთავარია, მოსკოვის გარკვეული უკმაყოფილება აფხაზეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის
დაძაბვის გამო, რასაც სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების ცვლა მოჰყვა)
რუსული დახმარება შემცირდა, ანდა დროულად ვერ იქნა თანხები მიწოდებული.
- 2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტი გაიზარდა, კერძოდ, შემოსავლები - 11,757 მლრდ რ. რ., ხარჯები - 11,998 მლრდ რ. რ. აქედან რუსული დახმარება შეადგენდა - 8,325 მლრდ რ. რ., რომელიც ნაწილდებოდა მიმდინარე წლისა (2,887 მლრდ) და 2015-2017 წწ. საინვესტიციო ხარჯებად (5,438 მლრდ).
ამასთან, აფხაზურ ხელსუფლებას შემდგომში მოუხდა ბიუჯეტში
ცვლილებების შეტანა, რადგან ე. წ. საინვესტიციო პროგრამა რუსეთმა კვლავ ვერ შეასრულა.
ამიტომ საშემოსავლო ნაწილში ბიუჯეტმა შეადგინა 5,189 მლრდ რ. რ.
მაშინდელმა„პრემიერ-მინისტრმა“ ასე ახსნა ბიუჯეტის შეკვეცის მიზეზი: «Необходимость
изменений в бюджет 2015 года связана с тем, что инвестиции, которые должны были
поступить в Абхазию, перенесены на 2016 год… Бюджет по собственным доходам в 2015 году составил около 600
миллионов рублей».
- აფხაზეთის 2016 წ. კონსოლიდირებულმა ბიუჯეტმა გეგმის მიხედვით შეადგინა 13,484 მლრდ რ. რ. ამასთან, შემოსავლები - 11,521 მლრდ რ. რ. აქედან, რუსული ფული შეადგენდა - 7,867 მლრდ რ. რ. შესრულება: შემოსავლები - 8,029 მლრდ რ. რ., ხოლო ხარჯები - 7,795 მლრდ რ. რ.
- აფხაზეთის 2017 წ. ბიუჯეტი 2016 წ. დეკემბრის ბოლოს დაამტკიცეს. შემოსავლები შეადგენს 10,158 მლრდ რ. რ., რაც წინა წელთან შედარებით 0,7% ნაკლებია.
სოხუმის გათვლებით,
წარმოების საერთო ზრდა 6,5% იგეგმება, რაც 88,8 მლრდ რუსულ რუბლს შეადგენს, ხოლო ექსპორტის
ზრდა ნავარაუდევის 67%-ით.
Комментариев нет:
Отправить комментарий