აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ
მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო
სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა. ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით,
რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული
კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.
დღეისთვის
შემორჩენილია ხიდის თაღის ყოველ
საპირე ქვაზე ამოკვეთილი
ქართული ასომთავრული ასოები.
დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია
ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა {„ქრისტე მეუფეო ყოველთა..... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“}. ისინი ვერ მოსპეს, რადგან ეს ხიდის მთლიანად დანგრევას გამოიწვევდა. ამდენი კი "მოტვინეს".
რისმაგ
აჯინჯალი მტკიცებულებად აქვეყნებს თითქოს 1935 წ. ხიდის რესტავრაციის დროს გადაღებულ სურათს და
ასკვნის, რომ, როგორც აქ, ასევე მთელს აფხაზეთში, ქართული ლაპიდარული წარწერები
ფალსიფიცირებულია.
თურმე, ბლოგერის
მამა, - ვინმე ერმოლაი აჯინჯალი, - ისტორიკოსი ყოფილა, რომელსაც თავის დროზე, ნუ
იტყვით და, ბესლეთის ხიდთან მცხოვრები ბერძნებისგან გაუგია, თუ როგორ
ბარბაროსობდნენ ქართველი რესტავრატორები ძეგლზე: „Ермолай Аджинджал рассказал, что общался с людьми, жившими неподалеку
от Беслетского моста. По их свидетельствам, грузинские ученые
при реконструкции исторического объекта зубилом выбивали грузинские
надписи“.
ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი.
ამ და მსგავსი ნაგავის ტირაჟირებას უკვე მრავალი
წელია ახდენს სწორედ ის საინფორმაციო რესურსი, რომელიც აშშ-მ თავის ტერიტორიაზე "უცხოური აგენტის" სტატუსით შეზღუდა - რუსული სამთავრობო სააგენტო „სპუტნიკის“ აფსუური ნაბარტყი.
ჩვენ ამ საკითხებში მაინცდამაინც კომპეტებტურები არ ვართ და, იქნებ, პროფესიონალებმა გაისარჯონ და წონადი სტატია დადონ, რომელიც აუცილებლად რუსულ და ინგლისურ ენებზეც გამოქვეყნდება.
ისტორიკოსებო, "აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე".
ჩვენ ამ საკითხებში მაინცდამაინც კომპეტებტურები არ ვართ და, იქნებ, პროფესიონალებმა გაისარჯონ და წონადი სტატია დადონ, რომელიც აუცილებლად რუსულ და ინგლისურ ენებზეც გამოქვეყნდება.
ისტორიკოსებო, "აწ კი თქვენ, გამოდით, თქვენი ჭირიმე".
Комментариев нет:
Отправить комментарий