31 марта 2019

რუსეთისაგან განთავისუფლება აფხაზეთში დაიწყო და იქ დამთავრდება


საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი ოფიციალურად სწორედ აფხაზეთის ომის პერიოდში დადგა და ამ დროიდან იწყება მოლაპარაკების პროცესი. მაგრამ მისი, ასე ვთქვათ, პრეისტორია ვარშავის პაქტის ქვეყნებსა და ნატოს შორის 1990 წ. და 1992 წ., უკვე სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ტაშკენტში  ჩვეულებრივ შეიარაღების შესახებ ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებები გახდა.
რუსეთის ჯარების შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი საკანონმდებლო დოკუმენტები 1993 წ. აპრილში მიიღო. 

23 марта 2019

ვინ იქნება აფხაზეთის "პრეზიდენტი"

რუსეთთან აფხაზეთისთვის ომის შემდეგ, იქ ოთხი ე. წ. პრეზიდენტი ჰყავდათ (ვ. არძინბა, ს. ბაღაფში, ა. ანქვაბი, რ. ხაჯინბა). პირველი ორი გარდაცვლილია, ორივე უკურნებელი სენით, მაგრამ ს. ბაღაფში - საეჭვო გარემოებებში მოსკოვში მკურნალობის დროს. ამბობენ, ქართველების მიმართ (გალის რაიონში) შედარებით ლოიალური დამოკიდებულებისა და კრემლისთვის შეუსრულებელი ზოგიერთი ვალდებულების გამო (უძრავი ქონების გაყიდვის, ერთობლივი ძალოვანი სტრუქტურების შექმნის გაჭიანურების, ე. წ. საზღვრისა და სხვა საკითხები).
„პრეზიდენტ“ ა. ანქვაბზე განხორციელდა 5 თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით და ბოლოს, 2014 წ., გადატრიალებით გააძევეს გუდაუთის რუსული ბაზის გავლით მოსკოვში. ძლივს გადაურჩა სიკვდილს.

19 марта 2019

ისლამი ოკუპირებულ აფხაზეთში


აფხაზეთი მრავალკომფესიური არასდროს ყოფილა. მიუხედავად მრავალი ისტორიული ქარტეხილისა, ვერც სხვადასხვა ქრისტიანულმა მიმართულებამ და ვერც მაჰმადიანობამ აქ ფეხი ვერ მოიკიდა ისე, როგორც ეს თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოში ან აჭარაში მოხდა. ამიტომ მეჩეთები (ტრადიციული გაგებით) აფხაზეთში არც ადრე იყო და არც ამჟამადაა.
დღეს აფხაზეთში რამდენიმე ასეული ადამიანი თუ თვლის თავს მუსულმანად. სოხუმისა და გუდაუთის სალოცავები (მეჩეთად ადაპტირებული ჩვეულებრივი სახლები), ფაქტიურად, ცარიელია.
ოკუპაციის დასაწყისიდან აფხაზეთში ისლამის გავლენის ამაღლებაზე მუშაობდნენ აფსუათა უცხოური დიასპორები (თურქეთიდან, იორდანიიდან, სირიიდან), რომელთაც, სავარაუდოდ, იქაურ სპეცსამსახურებთან ჰქონდათ კავშირი. ამისთვის, სავარაუდოდ, მუხაჯირთა შთამომავლების ჩამოსახლებას უნდა შეეწყო ხელი, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა, რადგან, ჯერ ერთი, უპერსპექტივო და პოტენციურად საშიშ ადგილას ცხოვრება აღარავის სურს და, მეორე, რუსი ოკუპანტების ინტერესიამას გამორიცხავდა - ისინი კი აფხაზური რეჟიმის ერთადერთი პატრონები და დამფინანსებლებია.  რეპატრიაციის პროგრამის განხორციელებას, რომელზეც აფსუები სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ, სოლიდური თანხები სჭირდებოდა. ასე, რომ მუჰაჯირთა ჩამოსახლება ჩაიშალა და დემოგრაფიული ბუმიც ვერ შედგა.