აფხაზეთი
მრავალკომფესიური არასდროს ყოფილა. მიუხედავად მრავალი ისტორიული ქარტეხილისა, ვერც
სხვადასხვა ქრისტიანულმა მიმართულებამ და ვერც მაჰმადიანობამ აქ ფეხი ვერ მოიკიდა ისე,
როგორც ეს თუნდაც აღმოსავლეთ საქართველოში ან აჭარაში მოხდა. ამიტომ მეჩეთები (ტრადიციული
გაგებით) აფხაზეთში არც ადრე იყო და არც ამჟამადაა.
დღეს
აფხაზეთში რამდენიმე ასეული ადამიანი თუ თვლის თავს მუსულმანად. სოხუმისა და გუდაუთის
სალოცავები (მეჩეთად ადაპტირებული ჩვეულებრივი სახლები), ფაქტიურად, ცარიელია.
ოკუპაციის
დასაწყისიდან აფხაზეთში ისლამის გავლენის ამაღლებაზე მუშაობდნენ აფსუათა უცხოური დიასპორები
(თურქეთიდან, იორდანიიდან, სირიიდან), რომელთაც, სავარაუდოდ, იქაურ სპეცსამსახურებთან
ჰქონდათ კავშირი. ამისთვის, სავარაუდოდ, მუხაჯირთა შთამომავლების ჩამოსახლებას უნდა
შეეწყო ხელი, მაგრამ ეს ვერ განხორციელდა, რადგან, ჯერ ერთი, უპერსპექტივო და პოტენციურად
საშიშ ადგილას ცხოვრება აღარავის სურს და, მეორე, რუსი ოკუპანტების ინტერესიამას გამორიცხავდა
- ისინი კი აფხაზური რეჟიმის ერთადერთი პატრონები და დამფინანსებლებია. რეპატრიაციის პროგრამის განხორციელებას, რომელზეც
აფსუები სერიოზულ იმედებს ამყარებდნენ, სოლიდური თანხები სჭირდებოდა. ასე, რომ მუჰაჯირთა
ჩამოსახლება ჩაიშალა და დემოგრაფიული ბუმიც ვერ შედგა.
ქრისტიანი
ქართველებისაგან დაცლილ ტერიტორიაზე მუსულმანობის აღორძინებას თუ თავიდან გავრცელების
ჩრდილოეთ კავკასიის აფსუათა მონათესავე მუსლიმებიც ცდილობენ.
ოკუპანტებმა
როგორც კი დაინახეს, რომ ამ მიმართულებით კონტროლს კარგავდნენ, რადიკალურ ზომებს მიმართეს.
ვ. პუტინის მმართველობა ვერ დაუშვებდა ისეთი რელიგიური სტრუქტურების გაძლიერებას, რომლებიც
ფინანსურად უცხოეთიდან იკვებებოდნენ. ამიტომ, გარდა იმისა, რომ გახშირდა მუსულმანთა
შევიწროება (სამუშაოზე უარის თქმა ან გაგდება,
ცემა, თავდასხმები), „უცნობებმა“ დაიწყეს აფხაზეთის მუსულმანთა სამმართველოს (ამს)
სულიერი ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაცია.
2007
წ. 17 აგვისტოს გუდაუთის ცენტრში ავტომატით დახვრიტეს იმამი ხამზატ (როკი) გიცბა.
2010 წ. 10 ივლისს სოხუმის მეჩეთის იმამ სალიხ კვარაცხელიას მანქანის ქვეშ აღმოაჩინეს
ასაფეთქებელი მოწყობილობა. ერთ კვირაში კი საკუთარი სახლის ეზოში პისტოლეტით მოკლეს
ამს-ის წარმომადგენელი გაგრის რ-ში, აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი ემიკ ჩაკმაზ-ოგლი.
2010 წ. 8 ოქტომბერს გუდაუთაში შენობასთან, რომელსაც მეჩეთად იყენებდნენ, ავტომატიდან
მოკლეს მუსლიმი აქტივისტი რაულ ფიფია, ხოლო ძმები რუსტამ და რაულ გიცბებმა სერიოზულად
დაიჭრნენ.
ცხადია,
ამ მკვლელობებითა და შევიწროებებით რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა შესაბამისი ადგილი მიუჩინა
აფსუა მუსლიმებს და მათ უცხოელ გულშემატკივრებს, რომლებსაც მიმდევართა სიმცირის გამო
საზოგადოებაში მხარდამჭერები არც ჰყავდათ.
რუსმა
აჩვენა - Кто в доме хозяин!
აფხაზეთის
მუსლიმთა გაერთიანებული სამმართველოს თავმჯდომარე კარგა ხანს მუფტი ადილ გაბლია იყო
(გარდაიცვალა 2011 წ. თურქეთში). 2011 წ. 3 დეკემბერს აფხაზეთის მუსულმანთა მე-4 ყრილობაზე
ამგს-ის თავმჯდომარედ აირჩიეს სალიხ (სტანისლავ) კვარაცხელია, რომელიც 2017 წ. 15 დეკემბერსშეცვალა ტიმურ ძიბამ.
დღეს
აფსუა მუსლიმებს კონტაქტები ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიის ერთმორწმუნეებთან აქვთ, რომლებსაც,
ბუნებრივია, რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ და მართავენ.
მაგალითად,
ახლახან, მ. წ. 15 მარტს აფხაზეთში ჩამოვიდა ადიღესა და კრასნოდარის მხარის მუსულმანთა სამმართველოს დელეგაცია, რომელიც იქაურმა
„პრეზიდეტმა“ ხაჯინბამ და ე. წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობამ მიიღეს. ნიშანდობლივია,
არა?! აფსუა მუსლიმებს მათ ჩამოუტანეს ფული სოხუმის მეჩეთის გაფართოებისთვის, დაათვალიერეს
ჩვენთვის დროებით მიუწვდომელი აფხაზეთი და სიამტბილობით გაემგზავრნენ უკან.
ამგვარად,
რუსეთის ხელისუფლების მიერ დაშვებულ ჩარჩოებში აფხაზურ ისლამს არაფერი ემუქრება ისევე,
როგორც რუსეთის ოკუპანტი ეკლესიის თავგასულობას ილორსა და ბედიაში, ბიჭვინთასა და ახალ
ათონში, სოხუმსა და კომანში.

Комментариев нет:
Отправить комментарий