საქართველოდან რუსული ჯარის გაყვანის საკითხი ოფიციალურად სწორედ
აფხაზეთის ომის პერიოდში დადგა
და
ამ
დროიდან
იწყება
მოლაპარაკების
პროცესი. მაგრამ მისი, ასე ვთქვათ, პრეისტორია ვარშავის პაქტის ქვეყნებსა და
ნატოს შორის 1990 წ. და 1992 წ., უკვე სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ტაშკენტში ჩვეულებრივ შეიარაღების შესახებ ხელმოწერილი საერთაშორისო
ხელშეკრულებები გახდა.
რუსეთის ჯარების შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი
საკანონმდებლო დოკუმენტები 1993 წ. აპრილში მიიღო.
1993 წ. 1 აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც რუსეთი დაადანაშაულა აფხაზეთში ქართველთა
ეთნიკური
წმენდისა
და
გენოციდის
პოლიტიკის
ხელშეწყობაში.
შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც
რუსეთის
ქმედებები შეფასდა
როგორც
აგრესია. ამას მოჰყვა 6-9 აპრილს ქ. სოჭში
გამართული მოლაპარაკება
ქართულ
(თ.
კიტოვანი,
ჯ.
იოსელიანი)
და
რუსულ
(პ.
გრაჩოვი,
ბ.
პასტუხოვი)
მხარეებს
შორის, რომელზეც პირველად განიხილეს
საქართველოდან
რუსეთის
შეიარაღებული
ძალების
1995 წლამდე
გაყვანის
საკითხი.
იმავე წლის 26 აპრილს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა ე. შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება საქართველოდან
რუსეთის
ჯარების გასვლის
გრაფიკის შედგენისათვის კომისიის
შექმნის შესახებ, რის თაობაზე ეცნობა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდალს გენერალ-მაიორ თ. რეუტს.
1993 წ. 27 აპრილს პარლამენტმა მიიღო დადგენილება „რუსეთის ფედერაციის საჯარისო ნაწილების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანისთაობაზე“. მასში ნათქვამია: „ითვალისწინებს რა,
რომ: რუსეთის
შეიარაღებული ძალების
აფხაზეთის ა/რ
ტერიტორიაზე განლაგებული კონტინგენტი აქტიურად
მონაწილეობს საომარ
მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ; რუსეთის უზენაესმა
საბჭომ არაერთხელ
მიიღო დადგენილებები, რომლებიც უხეშად
ლახავს საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტს; რუსეთმა დაარღვია
მოსკოვის 1992 წლის
3 სექტემბრის ხელშეკრულება; (…) ადგილი აქვს
ქართველი მოსახლეობის გენოციდსა და
ეთნიკურ წმენდას; საქართველოს პარლამენტს მოვლენათა ტრაგიკული
განვითარების უმთავრეს
მიზეზად მიაჩნია
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის
ფაქტობრივი ანექსიის
მცდელობა, ადგენს: 1.
საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა მიმართოს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს აფხაზეთიდან რუსეთის ჯარის
გაყვანის თაობაზე… ამ მოთხოვნის
შეუსრულებლობის შემთხვევაში, აფხაზეთის კონფლიქტის ზონა (...) ჩაითვალოს რუსეთის
მიერ
ოკუპირებულ ტერიტორიად და საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა,
საგარეო საქმეთა
სამინისტრომ, საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში შესაბამისი საკითხი დასვან უშიშროების საბჭოსა და
სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედებისათვის“.
რუსეთი, ცხადია, არ აპირებდა უკან დახევას და აფხაზეთის
საბოლოო ოკუპაციის შემდეგ, 1995 წ. 22 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, საქართველოში
4 სამხედრო ბაზა 25 წლით დაიკანონა იმ პირობით, რომ ის აღიარებდა საქართველოს იურისდიქციას
მის მიერვე მიტაცებულ აფხაზეთზე და დაგვეხმარებოდა ქართული ჯარის შექმნაში. წინააღმდეგ
შემთხვევაში, ქართველები დოკუმენტის რატიფიცირებაზე უარს აცხადებდნენ.
ცხადია, რუსეთმა არც ერთი პირობა არ შეასრულა. პირიქით,
დადგა რა მდ. ენგურზე მშვიდობისმყოფელის მანტიით, გააგრძელა ანტიქართული მოქმედება.
ამიტომ საქართველომ საერთაშორისო არენაზე დაიწყო მსჯელობა რუსული ბაზების ლიკვიდაციის
შესახებ. (ამ პროცესში 1996 წლიდან მონაწილეობდნენ: ი. მენაღარიშვილი,
გიგა ბურდული, ნ. ვაშაკიძე, დ. ბაქრაძე, მ. კუდავა, დ. თევზაძე, ვ. ადამია). შედეგად, 1999 წ. 17 ნოემბერს სტამბულში ეუთოს სამიტზე ხელი მოეწერა ე. წ. ადაპტირებულ ხელშეკრულებას და მის თანმდევ „სტამბულის
შეთანხმებას“. შეთანხმების მიხედვით, 2001 წ. 1 ივლისამდე მოსკოვს უნდა დაეცალა
გუდაუთისა და ვაზიანის ბაზები, ხოლო ბათუმისა და ახალქალაქის დაჯგუფებების გაყვანაზე მოლაპარაკებები
2000 წ. უნდა დასრულებულიყო.
რუსეთმა ეს ვალდებულებაც არ შეასრულა. მიუხედავად მრავალი წინაღობისა, პროვოკაციისა, სავიზო
რეჟიმის დაწესებისა, აშკარა ვაჭრობისა და მუქარისა, პროცესი დააჩქარა საქართველოს პარლამენტის 2005 წ. ძალიან მკაცრმა რეზოლუციამ (პროექტის ავტორი გ. ბოკერია) და რუსეთმა 2007 წ.
ნოემბერში საქართველოდან, - გარდა გუდაუთისა, - ჯარები მთლიანად გაიყვანა.
2008 წლის ომამდე რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ
რეგიონებში სამხედრო დაჯგუფებები გააძლიერა და დღეს იქ 7 სამხედრო ბაზაა დისლოცირებული.

Комментариев нет:
Отправить комментарий