რუსეთთან აფხაზეთისთვის ომის შემდეგ, იქ ოთხი ე. წ. პრეზიდენტი ჰყავდათ
(ვ. არძინბა, ს. ბაღაფში, ა. ანქვაბი, რ. ხაჯინბა). პირველი ორი გარდაცვლილია, ორივე
უკურნებელი სენით, მაგრამ ს. ბაღაფში - საეჭვო გარემოებებში მოსკოვში მკურნალობის დროს.
ამბობენ, ქართველების მიმართ (გალის რაიონში) შედარებით ლოიალური დამოკიდებულებისა
და კრემლისთვის შეუსრულებელი ზოგიერთი ვალდებულების გამო (უძრავი ქონების გაყიდვის,
ერთობლივი ძალოვანი სტრუქტურების შექმნის გაჭიანურების, ე. წ. საზღვრისა და სხვა საკითხები).
„პრეზიდენტ“ ა.
ანქვაბზე განხორციელდა 5 თავდასხმა მისი ლიკვიდაციის მიზნით და ბოლოს, 2014 წ., გადატრიალებით
გააძევეს გუდაუთის რუსული ბაზის გავლით მოსკოვში. ძლივს გადაურჩა სიკვდილს.
აი, რუსეთისთვის
აბსოლუტურად ლოიალურ, კაგებეს ოფიცერ რ. ხაჯინბას ამ მხრივ პრობლემები არა აქვს, მაგრამ
აფხაზეთის გამეჩხერებული საზოგადოება, იქ მოქმედი ე. წ. პოლიტიკური ძალები (რეალურად
კი - მაფიოზური კლანები) რადიკალურად უკმაყოფილონი არიან მისი მმართველობით, რადგან
მოსკოვის მიერ ადგილობრივი რეჟიმისთვის ნაჩუქარი ფულის მოსაპარ ნაწილს თითქმის მთლიანად
რ. ხაჯინბა და მისი ხალხი იჯიბავს. მოკლედ, დღევანდელმა „პრეზიდენტმა“ ცუდად იცის
განაწილების საკითხი.
ადგილობრივი კანონმდებლობით,
2019 წ. მაისში აფხაზეთში ტარდება მე-7 „საპრეზიდენტო არჩევნები". ცხადია, რ. ხაჯინბა მეორე ვადით იყრის კენჭს და მისმა პარტიამ («Форум народного единства Абхазии») ეს უკვე „სთხოვა“ მას.
სხვადასხვა მონაცემებით,
რ. ხაჯინბას გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხმა კანდიდატმა მიიღოს „არჩევნებში“ მონაწილეობა
(ბათალ ტაბაღუა, ასლან ბჟანია, შამილ აძინბა, ირინა აგრბა), რომელიც, ცხადია, მოსკოვის
მკაცრი ზედამხედველობით ჩატარდება.
ადრე ვრცელდებოდა
ინფორმაცია, რომ აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტის „არჩევნებში“ ე. წ. წმინდა
მიტროპოლიის (რეზიდენცია - ახალი ათონში) ხელმძღვანელი „არქიმანდრიტი“ დოროფეი
(დბარი) მიიღებდა მონაწილეობას, რომელსაც დეკლარირებულად საბერძნეთის ერთ-ერთ "გაბუტულ" ეპარქიასთან აქვს კავშირი და „აფხაზეთის ეკლესიის“ ავტოკეფალიის საკითხის
შესახებ მსოფლიო საპატრიარქოს უგზავნის წერილებს. სინამდვილეში ეს „მიტროპოლიაც“
რუსული სპეცსამსახურების ერთ-ერთი ცუდად შენიღბული რეზიდენციაა. თუმცა, ეს დბარი განათლებული ადამიანი აღმოჩნდა და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში აქტიურიც, ამიტომ, როგორც ჩანს, მას საკმარისი ავტორიტეტი დაუგროვდა. ამიტომაა, რომ ზოგიერთი ადგილობრივი კლანი ცდილობდა „სასულიერო პირის“ გამოყენებას.
ახლახან „არქიმანდრიტმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მასთან სხვადასხვა ძალები აწარმოებდნენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას, მაგრამ, მისი თქმით, „სანამ აფხაზეთის ახლანდელი პოლიტიკური ელიტა არ იქნება იძულებული, წავიდეს სცენიდან და ჩვენ არ ვნახავთ ახალი ფორმაციის პოლიტიკურ ფიგურებს“, მანამდე პოლიტიკაში არ აპირებს რაიმე სახით მონაწილეობას და ამ არჩევნებზეც ყველას წინააღმდეგ მისცემს ხმას. ასე, რომ კიპროსელი ბერძენ მაკარიოსის აფსუური ვარიანტი ჩაიშალა.
ახლახან „არქიმანდრიტმა“ სტატია გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მასთან სხვადასხვა ძალები აწარმოებდნენ ამ საკითხზე მოლაპარაკებას, მაგრამ, მისი თქმით, „სანამ აფხაზეთის ახლანდელი პოლიტიკური ელიტა არ იქნება იძულებული, წავიდეს სცენიდან და ჩვენ არ ვნახავთ ახალი ფორმაციის პოლიტიკურ ფიგურებს“, მანამდე პოლიტიკაში არ აპირებს რაიმე სახით მონაწილეობას და ამ არჩევნებზეც ყველას წინააღმდეგ მისცემს ხმას. ასე, რომ კიპროსელი ბერძენ მაკარიოსის აფსუური ვარიანტი ჩაიშალა.
პროგნოზების
მიხედვით, 2019
წლის სოხუმის „საპრეზიდენტო“ არჩევნებში რეკორდული რაოდენობის
კანდიდატი შეიძლება დარეგისტრირდეს. აქამდე 2004 წ. „არჩევნებია“ პირველ
ადგილზე, როცა 6 კანდიდატი იყრიდა კენჭს (შემდეგ ერთმა მოიხსნა თავი), ხოლო 2009
წ. – 5.
პრინციპში,
ჩვენთვის სულერთია, ვინს დაერქმევა სოხუმში "პრეზიდენტი" დავინ იქნება რუსული ფულის მოპარვისა და განიავების
მთავარი ბუღალტერი, მაგრამ ჩვენთვის სულერთი ვერ იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი და
ამიტომაც ყურადღებით ვაკვირდებით აფხაზეთის ამბებს, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ობიექტური ვითარების ცოდნა გვეხმარება და მომავალშიც აუცილებლად გამოგვადგება სამშობლოს
ერთიანობისთვის ბრძოლაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий