02 апреля 2019

რუსეთი და აფსუათა ტრაგიკული მომავალი


დღეს აფხაზეთი რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშაა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი აჭმევს, ასმევს და იცავს აფსუებს, მათ რუსები ეზიზღებათ. ეს, როგორც თითქმის ყველა კავკასიელს, აფსუებს ისტორიულადაც მოსდევთ და გენის მოლეკულამდე ეჯავრებათ მონღოლ-სლავური, ვოლგისპირეთსა და ტუნდრაში ჩამოყალიბებული, რუსეთად წოდებული წარმონაქმნი, რომლის არსებობის ლეიტმოტივი საკუთარი ხალხისა და მეზობელი ერების მუდმივი მტრობა და ტანჯვა-წამებაა, „ვლადიკავკაზობა“ და „ვლადივოსტოკობაა“. დღეს „ვლადიგრუზინობა“ მთლად ვერ გამოუვიდა, მაგრამ „ვლადიაფხაზობას“ იჩემებს.

ბოლო წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გაძლიერდა - მათ თავს ესხმიან, ღორებს უწოდებენ, ძარცვავენ, ქურდავენ, აუპატიურებენ, კლავენ. ეს ტენდენცია მზარდია და მოსკოვთან მუდმივი სკანდალის მიზეზი ხდება. კრემლისადმი იქაურ საზოგადოებაში არსებული შეხედულების მაჩვენებელია რუსი ტურისტებისადმი აგდებული და თითქმის მტრული დამოკიდებულება, რუსული ბიზნესის რეკეტი, ბიზნესმენთა გატაცებები, ქონების წართმევა და ა. შ.
ის მზაკვრული გეგმები, რომელიც კრემლს აფხაზეთთან დაკავშირებით ჰქონდა და ამოძრავებს, თანდათან ბუმერანგივით უკან უბრუნდება. ეს პროცესი დაწყებულია და სოხუმის „პოლიტიკური ელიტის“ გაახალგაზრდავების კვალობაზე, უფრო თვალსაჩინო გახდება, რადგან ქართველების გარეშე გაზრდილ თაობას გაცილებით რადიკალური დამოკიდებულება აქვს სინამდვილესთან.
თითქოს პარადოქსია, მაგრამ აფსუები არსებობის ერთადერთ წყაროს ემტერებიან. ხალხის ამგვარი განწყობა მოსკოვისადმი ლოიალურ ადგილობრივ  მმართველ რეჟიმზეც აისახება. პირველ რიგში ეს ვლინდება კრემლისთვის სასურველი გადაწყვეტილებების მიღების საბოტაჟსა და ტორპედირებაში (მაგ., უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა და ა. შ.). სავარაუდოა, რომ სწორედ ამგვარი ურჩობისთვის გადატრიალების გზით ჩამოაგდეს  ა. ანქვაბი „პრეზიდენტობიდან“, ხოლო მანამდე საეჭვო ვითარებაში მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა „პრეზიდენტი“ ს. ბაღაფში, რომელიც წარმატებული ოპერაციის შემდეგ კარგად გრძნობდა თავს.
დღეს გადაშენების გზაზე მდგარი აფსუები ძალზე დაძაბულნი არიან. დემოგრაფიული კატასტროფა უკვე სახეზეა და „თავისუფალ აფხაზეთში“ ისინი კვლავ უმცირესობაში არიან. ამის მიზეზებია: სომხური მოსახლეობის მატება, ახალგაზრდების უცხოეთში გადინება, დაბალი შობადობა, ჯანმრთელ ახალგაზრდა მამაკაცთა სიმცირე (რის გამო აფსუა ქალები სხვებზე, - სომხებზე, მუსლიმ აზიელებსა და ჩრდილოკავკასიელებზე, -  თხოვდებიან), სხვადასხვა ვირუსული დაავადებათა ზრდა, ნარკომანია, ავარიები და ა. შ.
რა ბედი ელის აფსუებს, როცა რუსებისადმი დამოკიდებულება იცვლება და ე. წ. დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა?
რუსეთში, როგორც ჩანს, მობეზრდათ აფსუებით მანიპულირებაც კი, ყელში ამოსდით ამ პატარა ეთნოსის კუდაბზიკური თავმაღლობა და ამიტომ, საერთაშორისო არენაზე ჩიხში შესული მოსკოვი ნაკლებად უწევს მათ ანგარიშს. ეს კი უფრო თვალნათელს ხდის დამოუკიდებელი „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ფიქციას. აფსუური ილუზიები ქრება. ჩრდილოელი „მეგობრისაგან“ მათ ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღეს, რადგან აფხაზეთი მხოლოდ სამხედრო ბაზად და დასავლეთთან გეოპოლიტიკური დაპირისპირების ბუფერულ ზონად განიხილება.
ამიტომ აფსუათა უდიდესი უმრავლესობა, მათი ელიტა, რომელსაც ქართველთა სისხლში პირდაპირ ან ირიბად ხელები არა აქვს გასვრილი, დღეს ცხადად ხედავს, რომ ქართველები მათი მტრები არ არიან! თუმცა, ამის ხმამაღლა მთქმელი არავინაა და საგულდაგულოდ მალავენ დაუფარავს -  გაპარტახებული კუთხის ტრაგედიას.
აფსუებს რომ რუსები ეჯავრებათ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართველთა სიყვარულით დნებიან. მათ იციან, რომ ჩვენგან განადგურების საშიშროება არ ელით, მაგრამ ტრაგიკული სიჯიუტით კვლავ აფხაზეთის დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და ლამის, დაიჯერონ ეს. ხშირად ისტორია მეორდება და აფსუებს მე-19 ს. 60-70 წლების მსგავსად, როგორც ჩანს, თავადაც მოუწევთ რუსებთან დატაკება, მაგრამ ახალი მუჰაჯირობისაგან  მათ ვერავინ დაიცავს და, როგორც იმ დროს, არც ქართველი ინტელიგენცია გააპროტესტებს ამას, რადგან თუ მაშინ რუსეთის იმპერატორმა გამოაცხადა ისინი „დამნაშავე ხალხად“, დღეს ჩვენი სისხლიანი ვალი აქვთ დაგროვილი, რომელსაც გადახდა უნდა!..  
...და ვინ იცის, იქნებ, ახლო მომავალში ქართველთა და აფსუათა ერთობლივმა ძალებმა დაარტყან რუს ოკუპანტებს?!
ვინ იცის!


Комментариев нет: