21 апреля 2019

პირველი მიტინგი აფხაზეთში.1988 წელი.

1988 . 12 ნოემბერს თბილისი იპოდრომზე პირველი ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ფაქტიურად, ამ აქციამ დაუდო სათავე საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობს მასობრიობას. მიტინგზე მერაბ კოსტავა ჩამოაყალება პრინციპები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საბჭოთა სისტემის დემონტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 23-ის 200 000-იანმა აქციამ და 26 ნოემბრ უნივერსიტეტში სტუდენტები და მოძრაობის ლიდერები შეხვდრამ სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს ქართველ დეპუტატებთან ცხადი გახადა საქართველოს არჩევანი.  
კრემლმა ნაცად ხერხს მიმართა და დაძაბულობის კერამ აფხაზეთში გადაინაცვლა, სადაც აფსუათა ჯგუფმა "აიდგილარა" ჩამოყალიბა.
ორგანიზაციის უმთავრეს მიზანს რეგიონში რუსეთის პოლიტიკის მხარდაჭერა და საქართველოს შემადგენლობიდან აფხაზეთის გამოსვლა წარმოადგენდა. აშკარა გახდა, რომ სეპარატისტების დახმარებით, მოსკოვი საქართველოს შენარჩუნებას ცდილობდა.

აფხაზეთში პირველი არასანქცირებული მიტინგი ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თაოსნობით 1988 წ. 3 დეკემბერს ჩატარდა, რომელიც სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტთან გაიმართა და  ქართველთა და აფხაზთა გათიშვის წინააღმდეგ იყო მიმართული. 
მიტინგის წინ საბჭოთა უშიშროება სხვადასხვა დეზინფორმაციას ავრცელებდა (თითქოს, აფსუათა ცხენოსანი რაზმები მზადაა ჩვენს დასარბევად და . .), მაგრამ ამან ვერ იმოქმედა. აქციას მრავალი ათასი პატრიოტი დაესწრო და საზოგადოებაში ერთბაშად მოხსნა შიშის კომპლექსი. ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომელთაც კომუნისტური რეჟიმის დროს ხელისუფლების კრიტიკა ვერც კი წარმოედგინათ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერთა გამოსვლებს გაოგნებული უსმენდნენ.  მოსულთაგან ბევრმა პირველად სწორედ 3 დეკემბერს დაინახა დამოუკიდებელი საქართველოს დროშა.

მიტინგზე გამოვიდნენ: ზურაბ ჭავჭავაძე, ვოვა ვეკუა, რაულ კუპრავა, ბორის კაკუბავა, ჯუმბერ კოპალიანი და სხვ. მიტინგზე მომავალი მერაბ კოსტავა მილიციამ თუ უშიშროებამ გზაში, ფაქტიურად, დააპატიმრა, ხოლო ზვიად გამსახურდიას გადაადგილების საშუალება არ მისცეს.

თუ როგორი განწყობით ტარდებოდა ეს აქცია . ვეკუას გამოსვლიდანაც ჩანს: “მთავარანგელოზი, წმინდა გიორგი მობრძანდა თეთრ რაშზე ამხედრებული მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, რათა საუკუნოდ განგმიროს ბოროტების განმასახიერებელი ურჩხული. ქართველი ერი გულხელდაკრეფილი არ უნდა ელოდოს განკითხვის ჟამს. ჩვენი ვალია, ჩვენი გონების, გულის და თავისუფალი ნების თვალსაწიერიდან, აფხაზ ხალხთან ერთად ავმაღლდეთ ურღვევ სულიერ კონსოლიდაციამდე”.
აფხაზეთში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება ატარებდა არა ანტიაფსუურ, არამედ ანტიიმპერიალისტურ მიტინგებს. მათი დედაარსი ქართველთა შევიწროებისათვის ხელის შეშლა იყო. 3 დეკემბერს ზურაბ ჭავჭავაძე აფსუურ ენაზე მიმართავდა: “არ არსებობს ისეთი აფხაზური პრობლემა, რომელიც ეწინააღმდეგებოდეს ქართულენოვან პრობლემას და პირიქით. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ ილიას საზოგადოებაში ჩვენს აფხაზ ძმებს და ამოვუდგებით მხარში აფხაზური პრობლემების მოგვარებაში”.

სოხუმში ნავსი გატყდა და დამოუკიდებლობის პროცესებმა შეუქცევადი ტენდენცია შეიძინა - აფხაზეთი გახდა ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ცენტრი.


Комментариев нет: