2019
წ. 21 ივლისს აფხაზეთში გაიმართება მეშვიდე „საპრეზიდენტო“ არჩევნები, რომელსაც ოკუპანტი
რუსეთისა და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამაზის“ გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანა და ანკლავი
თუ აღიარებს. იმის გამო, რომ
ამ ე. წ. არჩევნებს მხოლოდ ადგილობრივი მნიშვნელობა აქვს, თითო-ოროლა რუსი ანალიტიკოსი
ან კომენტატორი თუ „იცლის“ მასზე. მათში გამოირჩევა აფსუებისთვის ერთ-ერთი ავტორიტეტი,
სეპარატიზმის ძველი იდეოლოგი, მოსკოვში მცხოვრები სამართლის დოქტორი და აფხაზურ-აბაზური
ხალხების მსოფლიო კონგრესის დამაარსებელი ტარას შამბა, რომელიც კრემლის კურანტების
სიმაღლიდან პერმანენტულად მოძღვრავს ყოფილ თანამემამულეებს.
ტ.
შამბა ინტერნეტ გამოცემა http://abkhazinform.com-ში მ. წ. 4 აპრილს
გამოქვეყნებულ
სტატიაში ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წელი აფსუური საზოგადოება ღრმა კრიზისშია და სამოქალაქო
ომსაც კი გადაურჩა და მომავალმა არჩევნებმა კი, შესაძლოა, კატასტროფამდე მიიყვანოს
აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა.
დღეს
აფხაზეთში მრავალი პოლიტიკური ჯგუფი თუ მოღვაწე აქვეყნებს „ანტიკრიზისულ გეგმას“, მაგრამ,
ტ. შამბას აზრით, მათ ცუდად ან საერთოდ არ ესმით საზოგადოების მოთხოვნები და ამის მაგალითად
აფხაზეთში ნავთობის მოპოვების ირგვლივ ატეხილი ვნებათაღელვა მოჰყავს მაგალითად.
აფსუური
საზოგადოებში პრობლემად რჩება ძველი და ახალი თაობის პოლიტიკოსების ურთიერთობა. პირველნი
გამოცდილი პროფესიონალები არიან, რომლებმაც საქართველოსთან ომი მოიგეს, მაგრამ 25-30
წელია ერთმანეთს ცვლიან ხელისუფლებასა და ოპოზიციაშიც. მეორენი - ამ წლებში წამოზრდილი
ახალგაზრდობა გამოუცდელი, მაგრამ ძალზე პოლიტიზირებული და ამბიციურია, რომელთაც ხელისუფლება
სწყურიათ. მათ შორის კონფლიქტია და ახალები ძველებს უზურპატორებს ეძახიან.
ამას
ემატება ის, რომ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ პერიოდში მხოლოდ ორი ძალა ცვლიდა ერთმანეთს.
ისინი იდეური კრეატიულობით არ გამოირჩეოდნენ და განვითარების მათი გეგმები არა დეტალური,
არამედ ესკიზურ-დაახლოებითი იყო.
რას
გვთავაზობს პოლიტიკოსთა ახალგაზრდა თაობა? ძირითადში, კრიტიკის გარდა, არაფერს, ძველი
ელიტის „ჯანსაღი ძალებით“ ჩანაცვლებას. მაგრამ რა უნდათ ამ ახალ ძალებს და რა მოაქვთ
მათ სრული უარყოფის გარდა? - კითხულობს ტ. შამბა.
გამომდინარე
აქედან, მოსალოდნელია მოვლენათა შემდეგი განვითარება: პირველი - არსებული უძრაობის
გაგრძელება ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ძველი სახეების ურთიერთ ჩანაცვლებით და მეორე
- პოლიტიკური და სოციალური აფეთქება, რომელიც წალეკავს არსებულ პოლიტიკურ სისტემას
ძნელად პროგნოზირებადი შედეგებით.
სტატიის
ავტორი მოსალოდნელ პრობლემებზე პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ელიტას აკისრებს და ნეგატიური
სცენარის შესაძლო შედეგებზე საუბრისას მე-19 ს.-ში „კავკასიური ომის“ დროს აფსუებისა
და უბიხების ტრაგიკული ბედსა და მუჰაჯირობას
ახსენებს.
მოსკოველი
ანალიტიკოსი აფხაზური სუვერენიტეტის მთავარ საფრთხედ არა იმდენად საგარეო ფაქტორებს
მიიჩნევს, რამდენადაც შიდა ინტრიგებსა და დაპირისპირებას, რომელიც შეიძლება სამოქალაქო
არეულობაში გადაიზარდოს. ამიტომ მას აუცილებლად მიაჩნია, რომ „პრეზიდენტობის“ კანდიდატები
შეთანხმდნენ: საარჩევნო კამპანიის წესებზე; არჩევნების შედეგების მიმართ უთანხმოების მხოლოდ
ცივილიზებული ფორმებით გადაწყვეტაზე; მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება „პრეზიდენტი“,
არჩევნების შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის ფართო დიალოგზე.
ტ.
შამბას „სახალხო პრეზიდენტსა“ და „აფხაზთა ადვოკატს“ უწოდებენ სამშობლოში. ის რუსეთის
ნებისმიერი დროის ხელისუფლებასთან დაახლოებულ პიროვნებად ითვლება და, შეიძლება ითქვას,
ე. წ. აფხაზური მიმართულებით ახმოვანებს კიდეც მოსკოვის პოზიციას. ასე, რომ მას სოხუმში
კრემლის ხმად მიიჩნევენ და უჯერებენ.
ამდენად,
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დღევანდელი „პრეზიდენტის“ (რაულ ხაჯინბას) მთავარი კონკურენტი
საბჭოთა და შემდგომ რუსეთის უშიშროების მაღალჩინოსანია (ასლან ბჟანია), ტ. შამბას მეშვეობით
ამ გზავნილის მთავარი არსი, ჩვენი აზრით, ასეთია: რუსეთი არ დაუშვებს ადგილობრივი პოლიტიკური პროცესების
სამოქალაქო არეულობაში გადაზრდას; არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს იმ კლანის წარმომადგენელმა,
რომელსაც იმ დროისთვის უკეთესი რეიტინგი ექნება.
მორჩა.
ესაა მთელი რუსულ-აფსუური დემოკრატია, რომელიც მსოფლიოს აკვირვებს.
ესაა მთელი რუსულ-აფსუური დემოკრატია, რომელიც მსოფლიოს აკვირვებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий