10 сентября 2020
Резолюции ООН о грузинских беженцах, ВПЛ и позиция Армении
05 августа 2020
რუსეთ-საქართველოს ღია ომის ქრონიკა. 1992. აგვისტო.
-საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით
პოლიციის ნაწილები გაიგზავნა აფხაზეთში.
ამის შესახებ ინფორმირებული იყო აფხაზეთის ხელმძღვანელობა და ეს ოპერაცია კომუნიკაციების
დაცვას ითვალისწინებდა. საქართველოს პოლიციას წინ მიუძღოდა სოხუმის ბატალიონი სოსო ახალაიას მეთაურობით, რომელიც სამხრეთ ოსეთში სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის
შემდეგ უბრუნდებოდა დისლოკაციის ადგილს. შემდეგ მოდიოდა შენაერთი თბილისის პოლიციის
სამმართველოს უფროსის, დ. ზეიკიძის
მეთაურობით.
- პირველი შეტაკება მოხდა ოჩამჩირის რაიონ
სოფ. ოხურეისთან, სადაც აფსუებმა
მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს პოლიციელთა კოლონას.
- მეორე შეტაკება გულრიფშის რაიონის დასახლება
აგუძერაში მოხდა. განადგურდა
ქართველთა ერთი ჯავშანმანქანა.
- შეტაკება მოხდა გულრიფშის რ-ნ ს. მაჭარასთან, სადაც დაიჭრა ერთი ქართველი და დაიღუპა ერთი აფსუა მსროლელი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან უშენდა ცეცხლს
გზატკეცილზე მოძრავ კოლონას.
- ჩასაფრებულმა აფსუებმა ბოევიკებმა
ააფეთქეს დისლოკაციის ადგილისკენ (ალკკ XV ყრილობის სახელობის ტურბაზა) მიმავალი ს.
ახალაიას რაზმის ქვეითთა ჯავშანმანქანა. აფეთქების ადგილას რატომღაც აღმოჩნდნენ რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები,
რომლებმაც უმოკლეს დროში მსოფლიოს ამცნეს, რომ „ქართული არმია ტანკებით შეიჭრა აფხაზეთში და მოახდინა მისი ოკუპაცია“.
- სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების
მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ.
- სეპარატისტებმა მობილიზაცია გამოაცხადეს (ს. შამბამ მიმართა
აფსუა ეროვნების
მოსახლეობას, რათა შეკრებილიყვნენ ადრე დათქმულ ადგილებში). აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
პრეზიდიუმმა, ფაქტიურად კი ვ. არძინბამ ერთპიროვნულად მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.
- შეიარაღებულმა
აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს ქალაქის სტრატეგიული პუნქტები.
15 აგვისტო
- გაგრის ზონაში ზღვიდან გადმოისხა მცირერიცხოვანი ქართული
სამხედრო შენაერთი.
- სოხუმში ჩამოდიან თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი. აფხაზებთან მოლაპარაკებაში
(ის თავიდან იგეგმებოდა ე.წ. სტალინის აგარაკზე - საქართველოს მინისტრთა საბჭოს დასასვენებელ
სახლში, რომელიც სოხუმის შემოსასვლელში მდებარეობს, მაგრამ ს. ბაგაფშის მოთხოვნის შემდეგ
ადგილი შეიცვალა) ქართული მხრიდან მონაწილეობდნენ: თ. სიგუა, ჯ. იოსელიანი (საქართველოს
სახელმწიფო საბჭოს წევრი), თ. ნადარეიშვილი (აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
მოადგილე), ვ. ყოლბაია (დეპუტატი), ნ. მესხია (დეპუტატი), ა. იოსელიანი (აფხაზეთის
უშიშროების სამსახურის უფროსი). აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ს. ბაგაფში
(აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ზ. ლაბახუა (მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე), ა. ანქვაბი (დეპუტატი, შ/ს მინისტრი), ზ. აჩბა, ს.
შამბა და დ. ფილია (დეპუტატები). საუბრის შემდეგ თ. სიგუამ მათ განუცხადა, რომ ვ. არძინბასთან
შეთანხმებული იყო პოლიციის შენაერთის შემოყვანა კომუნიკაციების გაკონტროლების მიზნით,
რამაც გაკვირვება და შეშფოთება გამოიწვია აფხაზურ მხარეში. თ. სიგუამ მოითხოვა ვ. არძინბასთან
შეხვედრა, მაგრამ აფხაზთა ლიდერმა ამას თავი აარიდა და დიალოგზე უარი განაცხადა. ზ.
ლაბახუას წინადადებით მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული
სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან სამეგრელომდე დაიცავდა რკინიგზასა და სხვა კომუნიკაციებს,
მაგრამ შემუშავებულ დოკუმენტს ხელი არ მოეწერა. ს. ბაგაფშმა სოხუმიდან გასვლისათვის
ითხოვა დრო. ამით დასრულდა ეს მოლაპარაკება. აფხაზები დროის გაყვანას ცდილობდნენ.
16 აგვისტო
- გაგრაში გაიმართა ქართული და აფხაზური პოლიტიკური ორგანიზაციებისა
და შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენელთა შეხვედრა. შეთანხმდნენ, რომ ქართული
დესანტი არ შევიდოდა გაგრაში და დარჩებოდა განთიად-ლესელიძეში და კონტროლს იქიდან გაუწევდა
რკინიგზასა და ავტოტრასას. შეთანხმება ძალაში 16 აგვისტოს შევიდა.
17 აგვისტო
- ს. ბზიფის ავტოტრასაზე აფხაზებმა პიკეტები დააყენეს.
- რამოდენიმე საათში ქართული პიკეტები გაჩნდნენ სოფ. კოლხიდასთან.
- ს. კოლხიდასთან მოხდა მძევლების გაცვლა.
- გაგრის ადმინისტრაციის მეთაურმა რ. იაზიჩბამ განაცხადა,
რომ ქართულ მხარესთან შეთანხმებით ბიჭვინთიდან დაიწყება დამსვენებლების გადაყვანა ფოთში.
18 აგვისტო
- ვ. არძინბას ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი (თან გაიყვანეს
როგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომანქანები, ტაქსები, ავტობუსები, გაძარცვეს რესპუბლიკური
სააფთიაქო სამმართველო და წაიღეს ნარკოტიკული საშუალებებისა და სხვა მედიკამენტების
მთელი მარაგი).
- ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში. საცხოვრებელი სახლების
სახურავებიდან მათ შეხვდათ საკმაოდ ორგანიზებულ სნაიპერთა ჯგუფების წინააღმდეგობა,
რომელსაც ორივე მხრიდან მოჰყვა მსხვერპლი (ქართული მხრდან დაიღუპა ქ. სოხუმის შჯს სამმართველოს
ოფიცერი ნ. ქეცბაია). შემდგომ ქართულმა შენაერთებმა ბრძანებისამებრ პოზიციები მდ. გუმისთასთან
დაიკავეს, თუმცა წინ წაწევა თავისუფლად შეეძლოთ, რადგან ე.წ. აფხაზური გვარდია პანიკურად
გარბოდა გუდაუთის მიმართულებით.
- გუდაუთიდან გაგრაში ჩაიყვანეს დატყვევებული ქართველი ჟურნალისტი
ალექსანდრე ბერულავა.
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ქ. სოხუმში
„კრიმინოგენური ვითარების მკვეთრი გამწვავებასთან დაკავშირებით" გამოცხადდა მოქალაქეთა
ქცევის განსაკუთრებული რეჟიმი 18 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე. კომენდანტად დაინიშნა
გენერალ-მაიორი გ. გულუა.
- გროზნოში კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია იღებს გადაწყვეტილებას,
მოხალისეები გააგზავნოს აფხაზეთში.
19 აგვისტო
- აფხაზები ტოვებენ გაგრას და ქართული შენაერთები იკავებენ
მას.
- გაგრის კომენდანტად დაინიშნა „მხედრიონელი" ბ. ფირცხელიანი,
მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი
ჯ. ლატარია.
- ლესელიძეში ჩავიდნენ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ
შექმნილი საევაკუაციო კომისიის წევრები.
20 აგვისტო
- არმავირში შედგა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, როსტოვის
ოლქის, სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა.
ბ. ელცინისადმი მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე
რუსეთის ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული"
რეაქციის გამო.
- საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან
შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა გუდაუთის (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს.
- საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ა. ჯორბენაძემ
განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.
22 აგვისტო
- აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ.
გუმისთა, მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო.
- ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების
სარდალი გ. ყარყარაშვილი, რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ
გამოხდომას. მისი გამოსვლა გამოირჩეოდა რადიკალიზმითა და შეუწყნარებლობით.
24 აგვისტო
- შეიარაღებულმა აფხაზებმა დააპატიმრეს და გუდაუთაში წაიყვანეს
ეშერელი ა. ჩხეიძე, სადაც მას და კიდევ სამ ქართველს სასტიკად სცემეს.
26 აგვისტო
- ჩეჩენი ეროვნების შეიარაღებულმა პირებმა სასტიკად სცემეს
ეშერელი ე. მალიუკი ქართველების მიმართ გამოჩენილი სიმპათიის გამო. მათვე გააუპატიურეს
არასრულწლოვანი ქართველი ლ. ცი-ა. სოფ. ორჯონიკიძეში აფხაზებმა თავის სახლში მოკლეს
ცოლ-ქმარი ნ. და რ. ლობჟანიძეები.
30 აგვისტო
- თბილისიდან სოხუმში ჩაფრინდა სომხეთის პარლამენტის წევრთა
ჯგუფი უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრის, პარტია „დაშნაკცუტიუნის" წევრის სეირან
ბაგდასარიანის ხელმ.ღვანელობით. კვირას ისინი შეხვდნენ თ. ნადარეიშვილსა და სხვა დეპუტატებს.
სომეხმა პარლამენტარებმა მოინახულეს ქართველების მიერ კონტროლირებადი სომხური სოფლები
და გაემგზავრნენ ვ. არძინბასთან შესახვედრად. მათი ვიზიტის მიზანი იყო აფხაზეთში მცხოვრები
სომხების უსაფრთხოების საკითხის შესწავლა.
31 აგვისტო
-16 საათისთვის სოხუმის რ-ნ სოფ. ქვემო ეშერის მიმართულებით
გადავიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების რაზმი, რომელსაც მძაფრი წინააღმდეგობა შეხვდა
იქვე განლაგებულ რუსეთის არმიის სამხედრო ნაწილისაგან. ამ რაზმმა აიღო სოხუმის ნავთობბაზა
და წისქვილკომბინატი.
- წითელი ჯვრის ქ. სოჭის საქალაქო კომიტეტმა გუდაუთის ცენტრალურ
საავადმყოფოს გადასცა 50 ათასი მანეთის მედიკამენტები. წითელი ჯვრის შუამდგომლობით
აფხაზეთში გაიგზავნა 350 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩრდილოეთ კავკასიიდან. აფხაზეთიდან
57 ლტოლვილმა სოჭში მიიღო ფულადი კომპენსაცია 42 ათასი მანეთის ოდენობით.
- შექმნილი სიტუაცია აფხაზეთში მოითხოვდა სპეციალური სტრუქტურის
ჩამოყალიბებას, რომელიც იმუშავებდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე. ამიტომ შეიქმნა
აფხაზეთში მდგომარეობის სტაბილიზაციის დროებითი კომისია, რომელსაც დაეკისრა აღმასრულებელი
ხელისუფლების ფუნქციები შესაბამისი სტრუქტურების შექმნით. დეპუტატებმა დროებითი კომისიის
თავმჯდომარედ დაამტკიცეს გ. ლომინაძე.
- შეიქმნა ჰუმანიტარული და სხვა დახმარებების კომისია, რომელსაც
სათავეში ჩაუდგნენ გ. ნაჭყებია (აფხაზეთის საპენსიო ფონდის თავმჯდომარე) და დეპუტატი
ე. ასტემიროვა.
04 июля 2020
გაზეთი "Гал" და რუსული პროპაგანდა აფხაზეთში
20 мая 2020
გაყინული კონფლიქტების შესახებ
13 мая 2020
საქართველო - გერმანია და "ეროვნული თვითგვემა"
რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებში გერმანიის მონაწილეობა ორპირული თვალთმაქცობაა მხოლოდ და ამის დასტური გაზის მილსადენ "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობაა. თავი რომ დავანებოთ შტაზში გამოზრდილ მერკელს, რომელიც ხშირად ბავარიულ ლუდსა და შებოლილ თევზს უგზავნის ვლადიმირს, გერმანიის პრორუსული განწყობების დადასტურება თუნდაც გფრ-ს საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაიკო მაასის სტატიაა, რომელიც ჟურნალ "შპიგელში" Der Spiegel დაიბეჭდა ახლახან.
Министр иностранных дел ФРГ Хайко Маас: "Попытки переписать историю требуют от нас разъяснений, необходимость в которых не должна была бы возникнуть ввиду непоколебимых исторических фактовю: нападением на Польшу Германия в одиночку развязала Вторую мировую войну. И Германия в одиночку несет ответственность за преступления Холокоста, совершенные против человечности".
არადა, სადაა მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულება, როცა რუსებთან დასაპყრობი ქვეყნები გაიყვეს და პოლონეთის ოკუპაციისა და ანექსიის ზუსტ საზღვრებზეც შეთანხმდნენ? სადაა სსრკ-ს ჰიტლერთან მჭიდრო, თითქმის მეგობრული თანამშრომლობა ყველა სფეროში, როცა სტრატეგიულ ნედლეულსაც კი აწვდიდნენ მათ მრეწველობას? სადაა კაგებესა და გესტაპოს ძმური ჩახუტება და ერთობლივი საიდუმლო ოპერაციები? სადაა იმის შეგნება, რომ ნაციზმი, როგორც იდეოლოგია, ბოლშევიზმის ტყუპის ცალი იყო? (როგორც ამაზე ბრწყინვალედ მსჯელობს აკ. ბაქრაძე).
შეიძლება ითქვას, რომ რამდენადაც მძლავრია გერმანიის ეკონომიკური პოტენციალი და გავლენა მსოფლიოში, იმდენად სუსტია მისი აღმოსავლური, მოსკოვური, უკრაინული, კავკასიური პოლიტიკა. ჩვენი აზრით, გერმანიისთვის "რუსული შიშები" თითქმის გადაულახავ პრობლემად იქცა და ეს არაა პრაგმატული მიდგომის შედეგი, არამედ ორ მსოფლიო ომში მწარედ დამარცხებული ერის ავდმყოფური ქცევაა.
გამომდინარე, დღეს და ახლო მომავალშიც საქართველოს მთავარი ძლიერი პარტნიორი მხოლოდ ამერიკაა.
ნახევრად ხუმრობით: იმის ალბათობა არაა გამოსარიცი, რომ ევროპელებისგან ახალი მიუნხენის შეთანხმება ვიხილოთ ახალი ჩემბერლენებით, დალადიებით, მუსოლინებითა და ჰიტლერებით. ახალი "სუდეტის ოლქიც" მოიძებნება.
02 мая 2020
რუსეთ-საქართველოს ომის ერთი თვე. 1993 წლის მაისი.
საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-2 საარმიო კორპუსის
24-ე ბრიგადის დაზვერვის მონაცემებით, 15 აპრილიდან მაისის ჩათვლით ოჩამჩირე-ტყვარჩელის
მიმართულებით მტერმა მნიშვნელოვნად გაზარდა პირადი შემადგენლობა და შეიარაღება ჩრდილო
კავკასიიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან, ასევე გუდაუთიდან ჩამოყვანილი მეომრების
ხარჯზე. რუსეთის დელეგაციამ გააცნო აფსუათა წარმომადგენლებს 6-7 აპრილს სოჭში გამართული პ. გრაჩოვისა (რუსეთის თავდაცვის მინისტრი) და თ. სიგუას (საქ.-ს პრემიერ მინისტრი) მოლაპარაკებების შედეგები, რომელზეც ქართულმა მხარემ რუსებს მტკიცებულებები წარუდგინა მათი საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ და ეს „რეაქციულ ძალებს“ დააბრალა. ამაზე გრაჩოვის პროტესტმა არ დააყოვნა. მან უარყო სიგუას მტკიცებულებები და განაცხადა: «Без заключения договора о статусе российских войск в Грузии, прогресс в двусторонних отношениях невозможен. Российская сторона выступает за сохранение территориальной целостности Грузии при эффективных гарантиях автономии Абхазии и Южной Осетии».




