27 февраля 2018

ილორზე

ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარები სადაა? 
შესაძლოა, ეპოტაჟური ნათქვამი იყოს ჩემგან და თითქოსდა თემას არ ეხებოდეს. მაინც.
ჩვენ  ბედიაში დასვაძვალებული და გაპატიოსნებული ჩვენი მეფის, ცხონებული ბაგრატ მესამის ერი ვართ! აფხაზებს ვგულისხმობ. დანარჩენი კომუნისტურ პროპაგანდაში ნახეთ! ახლა როგორ ვართ? "კახელების აღმა ხნული
ქართლელებმა დაღმა ფარცხესო"?...
არადა! სადაა ილორი! სადაა სვეტიცხოველი? სადაა ჯვარი? სადაა ბიჭვინთა და ათონი?
ახლა ილორზეა საუბარი და ამიტომ ამასაც ვიტყვი.

ყველა ჩემს მეომარ კახელს, სვანს, ქართლელს, ცხინვალელს, გორელს, მცხეთელს, ბათუმელს და ...... ვენაცვალე, მაგრამ დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ინიციატივით დალაგებულ საქართველოს ვერ ვხედავ მე. ჩემი აზრია ეს...სეპარატიზმში არ ჩამაგდოთ ახლა. მხოლოდ მეგრელობა არ დამწამოთ, რადგან ცხვირს დაგიმტვრევ, ვინც ამ უჯიშობაზე წავა. კი ბატონო, ვიომეთ იქ, სოხუმში, გუმისთაზე, ოჩამჩირეში. ჩემი ძმები დაიღუპნენ იქ, - წრფელები და პატრიოტები... ზოგი უიარაღოდ ჩამოდიოდა. იცით ეს თქვენ? 16-17 წლის ბიჭები იყვნენ ხოლმე...

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ანალიტიკური ბარათი ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ

1. ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი
გამომდინარე იქიდან, რომ ღია წყაროებში ყოველწლიური დეტალური ინფორმაცია ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ცალკეული მუხლების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ გამოვყავით ჯამური მუხლები, რომლებიც ეხება საკუთარ შემოსავლებსა და რუსეთის ფედერაციის ფინანსურ დახმარებას (იხ. დანართში ცხრილი 1).
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფინანსური დახმარებების დინამიკა ნიშან­დობლივია. ფინანსური შენატანები რუსეთიდან ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სახელმწიფოზე.
2009 წლიდან აფხაზეთის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ივსება რუსეთის ფინანსური დახმარებებით. ფული გამოიყოფა ორი მუხლის მიმართულებით: „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება“ და „საინვესტიციო პროგრამა“.
2009-2017 წწ. აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო 42,16 მლრდ. რუბლი (= 1,119,300,250 აშშ $ = 2,071,112,390 ლარი[1]), რასაც მოწმობს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების შესახებ კანონის მონაცემები:

08 февраля 2018

ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა გრაფიკაში

რამდენად შეეფერება სიმართლეს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ გავრცელებული ეს სურათი, სხვა საკითხია, მაგრამ, ვფიქრობთ, იქ არსებულ ტენდენციებს, ასე თუ ისე, მაინც ასახავს.
რუსული ფულის იმედად დარჩენილ მოსახლეობას რეალურად უჭირს და ამიტომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ცდილობენ აფხაზეთიდან გაღწევას, რადგან განვითარების ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. საყურადღებოა ისიც, რომ აფხაზეთის ეკომომიკისა და ფინანსების უდიდეს ნაწილს სომხები აკონტროლებენ, ხოლო პუტინის რუსეთის მიერ განხორციელებულ ე. წ. ინვესტიციებს ადგილობრივი "ავტორიტეტები" კლანური პრინციპით ინაწილებენ.

11 января 2018

საახალწლო დაპირისპირება აფხაზეთში

გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის, რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა, რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.

28 декабря 2017

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა

ჩვენი მთავარი ამოცანები უცვლელია და დაკავშირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსების შენახვასთან, ეკონომიკის ზრდასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფასთან. (...)
სახალხო კრებაში - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში 2017 წ. მარტში ჩატარებული არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი იყო, რამაც მისი დემოკრატიული ხასიათი განსაზღვრა.
{2017 წ. არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 12 მარტს, მეორე - 26 მარტს. 35 ადგილიანი ორგანო ტრადიციულად მონოეთნიკურია: სამი სომეხი, ერთი ქართველი გალის რ-დან, დანარჩენი აფხაზი და არც ერთი რუსი. ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 53,05 %.  დეპუტატთაგან მხოლოდ ერთია ქალი. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 20 დეპუტატი გაიყვანა, ე. წ. ოპოზიციამ - 9, ხოლო დანარჩენებს ნეიტრალურებად თვლიან}.

14 декабря 2017

ჟენევის მოლაპარაკებები - უსარგებლო საჭიროება

გრძელდება აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო- თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით. შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის / დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ა/ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი.

13 ноября 2017

ვისი აშენებულია ბესლეთის ხიდი?

აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა.  ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.