14 августа 2017

14 აგვისტოა დღეს. ომი გრძელდება.

ვინც 1992 წლისთვის აფხაზეთში ცხოვრობდა, მათ იციან იქაური საზოგადოებრივი კლიმატის ამბები. 14 აგვისტოს ომი „ციდან“ არ მოსულა. საქართველოში ბევრს ეგონა, რაც გარეთ ხდება, არ შემეხებაო. შეცდნენ.
რა მოხდა მაშინ?
ვცხოვრობდით საქართველოში და, თითქოს ერთ დღეს, აღმოვჩნდით „დამოუკიდებელ აფსუეთში“...
ჩვენი საზოგადოება დღეს ქსელის მეშვეობით ყვინთავს და ვერ გამოსულა „აფხაზეთის აივანზე“. ცუდად იციან ამ ტკივილის „ფილოსოფია“. ძველებმა ვიცით? მეეჭვება, რომ სრულფასოვნად. ამიტომ ჩვენი, უფროსების, ბრალია, შვილებმა რომ არ იციან აფხაზეთი საიდან „იჭმევა“. არადა, მოვალენი ვართ, ეს გავაგებინოთ. მათი ერთგვარი ინდეფერენტულობაც ჩვენი სოხუმური პო@უისტობიდანაა. ე. წ. დევნილ ახალგაზრდებს ვგულისხმობ. 

აფხაზეთის ტკივილი გამბურგერის დაკარგვა ჰგონია ბევრს. სიაფანტურად, შესაძლოა, ჩვენდამი რიდის გამო თუ მოგვისმენენ ახლები „წარსულ გმირობებზე“ საუბარს - „ოსმალეთში რომ ვიყავი“-ს ფართში. ასეა და ნუ გავა@რაკებთ.
ამასთან.
მრავალს ჰგონია, რომ აფხაზეთის ომი 92-ისთვის მოგვადგა კარს. სისულელეა ეს. ომი რომ იქნებოდა, ამას ჩვენ ვგრძნობდით - გაგრელები, სოხუმელები, სხვები. „ჩვეულებრივი“ ხალხი ამ დროს ჩვეულებრივად ცხოვრობდა. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც წინასწარ თადარიგი დაიჭირეს. ისინი ცდილობდნენ შექმნათ თავდაცვითი სტრუქტურები მტრის გარემოცვაში, რადგან მტერი რამოდენომე მიმართულებით მუშაობდა.
თბილისში ერთმანეთს დატაკებულ ქართველებს აფხაზეთის ქართველებისთვის "არ ეცალათ". იარაღს ვშოულობდით. ვალაგებდით მოქმედებებს. ჩვენ მთლიანად რუსულ ხახაში ვიყავით და არავინ არ იყო აფხაზეთში ქართველების დამცველი.
ამ დროს.
თბილისში ზვიადს დასდევდნენ მოსაკლავად, ამიტომ სოხუმში, იმედგადაწურულები, თავად ვაკეთებდით იმას, რაც შეგვეძლო და რაც საჭიროდ მიგვაჩნდა. ის, რომ რუსებმა ვერ მოახერხეს ჩვენი "ფერღანიზაცია" და საერთოდ რომ შედგა აფხაზეთის ომი, - ეს ჩვენი, სოხუმელების და გაგრელების წინასწარი მუშაობის "ბრალია", რომელიც მრავალმა თქვენგანმა არც იცის.
ჩვენც დავიხოცეთ იმ ომში, მაგრამ ძვირი დავუჯინეთ მტერს, რომელსაც სხვა, ადვილი მოლოდინი ჰქონდა.
ჩვენთვის, ვინც გადავრჩით მაშინ, იმ 13-13-ში, ეს გადარჩენაც წამების ტოლფასი გამოდგა დაღუპული ძმებისა და დაუმთავრებელი ომის გამო.   
სხვა ალტერნატივა ლაჩრების ბედი იყო. დღესაც ამ აზრზე ვარ: ომის გარეშე აფხაზეთი ვერ იქნება. ჭკვიანი ომი... ვისაც სხვა აქვს, არქტიკის марожни ჭამოს იანვარში.

14 აგვისტოა დღეს. ომი გრძელდება.
ცხონება ჩემს თელაველ, ქარელელ, გორელ, თბილისელ, მცხეთელ, ბათუმელ, ზუგდილელ, ახმეტელ, ქუთაისელ, სამტრედიელ, ფოთელ, ცაიშელ, გენწვიშელ, ოქუმელ, გაგრელ, ოჩამჩირელ, ტყვარჩელელ, გალელ, საბურთალოელ, ვაკელ ძმებს (და...), რომლებიც "იქიდან" ტუფტაზე არ გვიყურებენ და  ჩვენგან მოითხოვენ კაცობას.

Комментариев нет: