ხანძრები მომრავლდა. მრავალი წუხს ასეც და ისეც, აქაც და იქაც. სამართლიანადაც. მადლობა უფალს, ადამიანთა სიცოცხლეს არ შეეხო ეს სტიქია. ხალხი განიხილავს მიზეზებს და ხშირად ისმის: დივერსია, საბოტაჟი, ბენზინის ავზები, მთავრობის ეფექტურობა, მოლოტოვის კოქტელი, ვერტმფრენები და ა. შ. უნდობლობა და ეჭვი ბევრია.
ინდოელების "რიგვედიდან" მომზირალი ცეცხლის ღმერთი აგნი, ვფიქრობ, ამ ჩვენს ხანძრებთან არაფერ შუაშია. აქ უფრო, ალბათ, სიცრუის ძველბერძნულ ქალღმერთ აპატას ოინებია...
...რადგან რუსულმა პროპაგანდამ და მისმა აქაურმა ადეპტებმა ჩვენი "ცხელი აგვისტო", როგორც ვხედავთ, კარგად გამოიყენეს ქართველთა ურთიერთ დაპირისპირებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების უფრო მეტად რადიკალიზაციისათვის. არადა, ეს ამბავი ე. წ. Операция "Бритва"-ს მხოლოდ ერთი სეგმენტია მხოლოდ, რაზეც ჩვენ (და სხვებიც) ადრეც ვწერდით.
მიუხედავად იმისა, ეს ხანძრები ბუნებრივია თუ ორგანიზებილი, საზოგადოებაში შუალედური მიზანი მიღწეულია, ანუ ჩვენ ერთმანეთს იმაზე "ვუმტვრევთ" ცხვირ-პირს: 1. დივერსიაა ეს, თუ არა (ომის შიში; ხელისუფლების სისუსტე, როგორც შემგუებლობის, "ბაბაიას" ცნობიერების კულტივირების საფუძველი - რუსი ძლიერია) და 2. მსჯელობა რუსული ხანძარსაწინააღმდეგო დახმარების მიღებაზე (როგორც ქართველთა "სახრავი ძვალი")...
ჩემი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს პასუხებს, რადგან ორივე შემთხვევაში რუსული ნარატივი, მტრის სურვილი და გეგმა მუშაობს, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის საზიანოა მხოლოდ.
ვფიქრობ, იმდენად მარტივები გამოვდექით, რომ მტერი კარგად იყენებს ამ "ცეცხლს" ჩვენი საზოგადოების დასასუსტებლად და დასაშლელად, "ბაბაიას" სამარცხვინო სინდრომის გასამყარებლად, რაც მას ბოროტი მანევრირების საშუალებას უადვილებს.
"ცივი წყალი" დავლიოთ, ქართველებო!

Комментариев нет:
Отправить комментарий