01 августа 2017

"ინტელიგენტური" ეთნოწმენდა ანუ გალელთა გააფსუების მცდელობა

როგორც მოგეხსენებათ, მ. წ. 19 ივლისს ქალაქ გალის 85-ე წლისთავის აღნიშვნის პარალელურად აფსუებმა ჩაატარეს  2014 . შეკოწიწებული «სამურზაყანოელ აფხაზთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის» ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობს გალელი თენგიზ ინალ-იფა და რომელიც 2012 წლამდე ინალიშვილი იყო.
ამ ყრილობით საოკუპაციო რეჟიმმა, ფაქტიურად, ოფიციალურად დაიწყო აფხაზეთში ჯერ კიდევ დარჩენილ ქართველთა ძალადობრივი გააფსუება - მათი გვარების გადაკეთება და ეროვნების შეცვლა. აფსუები მუდამ თავის სიმცირეს მისტიროდნენ და ჩრდილოკავკასიურ წარმომავლობას მალავდნენ, სხვა ეროვნებებზე პარაზიტირებას და გვარების ქურდობას ახერხებდნენ. ამიტომ მოგვპარეს აფხაზობა, ამ კუთხის ისტორია და კულტურა.

აქ არ შევუდგები იმ საშინელებების აღწერას, რომელიც ოკუპაციის პირობებში გალის რ-ის მოსახლეობამ გადაიტანა, არც ისტორიული წიაღსვლებითა და იურიდიულ-სამართლებრივი შეფასებებით გადავღლი თქვენს ძვირფას გონებას, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ვიტყვი, რომ მრავალ ჭირ-ვარამ გამოვლილ ჩვენს თანამემამულეებს ახალი და უმძიმესი პერიოდი დაუდგათ. თუ წინა წლებში ადამიანებს ფიზიკური გადარჩენისთვის უხდებოდათ ბრძოლა, დღეს მათი სულის საფუძვლის - ეროვნული ღირსების განადგურებას აპირებენ.
ქართული საზოგადოების შეგნებული ნაწილი გულისტკივილით აღიქვამს ყოველივეს და გამოსავალს ეძებს სხვადასხვა პუბლიკაციებსა და სოციალურ ქსელებში კამათით, შეხვედრებზე მსჯელობით. ამასთან, ყველამ ხომ ვიცით, რომ ეს პრობლემა, ძირითადად, ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურების განსაკუთრებული დღის წესრიგის საგანი რომ უნდა იყოს? მაგრამ დღეს გალელები, ვერაგი მტრის მიერ გარშემორტყმულნი, მარტონი არიან.
ისიც კარგად გვესმის, რომ „იქაურ“ ქართველთა ყველა პრობლემა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის დეოკუპაციას, რომელიც, ჩვენდა საუბედუროდ, გლობალური პროცესების ტყვეობაშია. მაგრამ ხელისუფლება დღესვეა ვალდებული, მის ხელთ არსებული ნებისმიერი ბერკეტი გამოიყენოს თანამემამულეთა საშველად. მზა რეცეპტები არ გვაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ საოკუპაციო რეჟიმის ძალადობაზე გაჩუმება დანაშაულის ტოლფასია.
ერთიც. მოვუწოდებ ყველას (განსაკუთრებით მათ, ვინც თავი უკვე „გამოიჩინა“), არ გაბედოთ ჩვენი გმირი გალელების მისამართით რაიმე გადაკრულის თქმა! მხოლოდ საქმეში ჩაუხედავი და Facebook-ზე მოსეირნე კრეტინი იკადრებს ამას. ერთი-ორი რენეგატ ღამურად ქცეული ვირთხა არავის აძლევს იმის უფლებას, რომ „იქაურებზე“ ძვირი ილაპარაკოს.  გადაგვარების მოსურნე ბუნებისაგან კრულია! მისი პირადი ღირსება ყოველგან დაჩაგრულია!“ - მერწმუნეთ, დღეს საქართველოში გალელებზე უკეთესად არავინ იცის აკაკის ამ შეგონების ფასი. 

Комментариев нет: