ორგანიზაციას განზრახული აქვს ორი თვის ვადაში გამოაქვეყნოს აფხაზეთის ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნის გეგმა და საზოგადოებას შესთავაზოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმის შესახებ, რაც სამინისტროებისა და უწყებების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ახალი ოპოზიციური ძალა კორუფციასთანაც აპირებს ბრძოლას.
28 декабря 2018
მოსკოვის მზადება აფხაზეთში მომავალი "საპრეზიდენტო" არჩევნებისთვის
ორგანიზაციას განზრახული აქვს ორი თვის ვადაში გამოაქვეყნოს აფხაზეთის ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნის გეგმა და საზოგადოებას შესთავაზოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმის შესახებ, რაც სამინისტროებისა და უწყებების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ახალი ოპოზიციური ძალა კორუფციასთანაც აპირებს ბრძოლას.
17 декабря 2018
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი
...რადგან ქრისტიანი ქრისტიანსა, რუსის გარდა არვინ მტრობსო!
03 декабря 2018
აფხაზეთის რუსების ტრაგედია
მიუხედავად რუსეთის მიერ აფხაზეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლისა, იქ განლაგებული მრავალი სამხედრო ბაზისა და სპეცსამსახურების მიერ მუდმივი მუშაობისა, ეთნიკურად რუსულ
მოსახლეობას იქ ცხოვრება ძალიან უჭირს. ამაზე მეტყველებს თუნდაც სტატისტიკა. თუ
1959 წ. აღწერით მათი რაოდენობა ავტონომიაში შეადგენდა მოსახლეობის 20 % მეტს,
2003 წლისთვის ამ მაჩვენებელმა დაიწია 10,9 %-მდე (23 420), ხოლო 2011 წ. –
9,17 %-მდე (22 077).
რამდენად პარადოქსულად არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს, ოკუპირებულ აფხაზეთში
რუსებს სწორედ ეთნიკური ნიშნით ავიწროებენ. ხშირია მათი ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცებები,
მკვლელობები. მათ ართმევენ სახლებსა და ბინებს, ქონებას. რუსები ვერ ანვითარებენ ბიზნესს, არ შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა და ამ სფეროში ლეგალური ინესტირება და ა. შ.
19 ноября 2018
რუსეთის ინტერესები საქართველოში
რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა და
საგარეო პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებას, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო ლიტერატურული მეტაფორის – ,,რუსული სამყარო“ პოლიტიკაში დამკვიდრებამ. მე-19 საუკუნის ლიტერატურული კონცეფციის ამ სახეცვლილებამ განსაკუთრებული ,,მოხმარება” საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეიძინა, როდესაც მას მიენიჭა რუსი და რუსულენოვანი ხალხების ერთიანი ,,ქოლგის” ქვეშ გაერთიანების ფუნქცია. შედეგად რუსული სამყაროს იდელოგიურ პროპაგანდას უნდა მოეხდინა რუსული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის ლეგიტიმაცია.
რუსული ინტერესების განმსაზღვრელი ერთ-ერთი კატეგორიაა ,,ახლო” და ,,შორეული” საზღვარგარეთის განსაზღვრება. ამ დაყოფის მიხედვით ქვეყნების ის კატეგრიები, რომლებიც მიეკუთვნებიან ,,ახლო საზღვარგარეთს” წარმოადგენენ რუსეთის საგარეო პოლიტიკის განსაკუთრებული ინტერესების სფეროებს.
27 февраля 2018
ილორზე
ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარები სადაა?
შესაძლოა, ეპოტაჟური ნათქვამი იყოს ჩემგან და თითქოსდა თემას არ ეხებოდეს. მაინც.
ჩვენ ბედიაში დასვაძვალებული და გაპატიოსნებული ჩვენი მეფის, ცხონებული ბაგრატ მესამის ერი ვართ! აფხაზებს ვგულისხმობ. დანარჩენი კომუნისტურ პროპაგანდაში ნახეთ! ახლა როგორ ვართ? "კახელების აღმა ხნული
ქართლელებმა დაღმა ფარცხესო"?...
არადა! სადაა ილორი! სადაა სვეტიცხოველი? სადაა ჯვარი? სადაა ბიჭვინთა და ათონი?
ახლა ილორზეა საუბარი და ამიტომ ამასაც ვიტყვი.
ყველა ჩემს მეომარ კახელს, სვანს, ქართლელს, ცხინვალელს, გორელს, მცხეთელს, ბათუმელს და ...... ვენაცვალე, მაგრამ დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ინიციატივით დალაგებულ საქართველოს ვერ ვხედავ მე. ჩემი აზრია ეს...სეპარატიზმში არ ჩამაგდოთ ახლა. მხოლოდ მეგრელობა არ დამწამოთ, რადგან ცხვირს დაგიმტვრევ, ვინც ამ უჯიშობაზე წავა. კი ბატონო, ვიომეთ იქ, სოხუმში, გუმისთაზე, ოჩამჩირეში. ჩემი ძმები დაიღუპნენ იქ, - წრფელები და პატრიოტები... ზოგი უიარაღოდ ჩამოდიოდა. იცით ეს თქვენ? 16-17 წლის ბიჭები იყვნენ ხოლმე...

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ანალიტიკური ბარათი ოკუპირებული აფხაზეთის საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ
1. ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტი
გამომდინარე
იქიდან, რომ ღია წყაროებში ყოველწლიური დეტალური ინფორმაცია ე.წ. რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ცალკეული მუხლების მიხედვით ხელმისაწვდომი არ არის, ჩვენ გამოვყავით
ჯამური მუხლები, რომლებიც ეხება საკუთარ შემოსავლებსა და რუსეთის ფედერაციის ფინანსურ
დახმარებას (იხ. დანართში ცხრილი 1).
ოფიციალური
მონაცემების მიხედვით, რუსეთის ფინანსური დახმარებების დინამიკა ნიშანდობლივია. ფინანსური
შენატანები რუსეთიდან ბიუჯეტის უმეტეს ნაწილს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფხაზეთი
მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ამ სახელმწიფოზე.
2009
წლიდან აფხაზეთის ბიუჯეტის 50%-ზე მეტი ივსება რუსეთის ფინანსური დახმარებებით. ფული
გამოიყოფა ორი მუხლის მიმართულებით: „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარება“ და „საინვესტიციო
პროგრამა“.
2009-2017
წწ. აფხაზეთმა რუსეთისგან მიიღო 42,16 მლრდ.
რუბლი (= 1,119,300,250
აშშ $ =
2,071,112,390
ლარი[1]), რასაც მოწმობს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შესრულების
შესახებ კანონის მონაცემები:
08 февраля 2018
ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა გრაფიკაში
რამდენად შეეფერება სიმართლეს ოკუპირებული აფხაზეთის რეჟიმის მიერ გავრცელებული ეს სურათი, სხვა საკითხია, მაგრამ, ვფიქრობთ, იქ არსებულ ტენდენციებს, ასე თუ ისე, მაინც ასახავს.
რუსული ფულის იმედად დარჩენილ მოსახლეობას რეალურად უჭირს და ამიტომ ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ცდილობენ აფხაზეთიდან გაღწევას, რადგან განვითარების ვერავითარ პერსპექტივას ვერ ხედავენ. საყურადღებოა ისიც, რომ აფხაზეთის ეკომომიკისა და ფინანსების უდიდეს ნაწილს სომხები აკონტროლებენ, ხოლო პუტინის რუსეთის მიერ განხორციელებულ ე. წ. ინვესტიციებს ადგილობრივი "ავტორიტეტები" კლანური პრინციპით ინაწილებენ.

11 января 2018
საახალწლო დაპირისპირება აფხაზეთში
გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის
დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ,
აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო
სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის,
რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას
მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა,
რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.
Подписаться на:
Комментарии (Atom)