1988 წ. 12 ნოემბერს თბილისის იპოდრომზე პირველი ხალხმრავალი მიტინგი გაიმართა. ფაქტიურად, ამ აქციამ დაუდო სათავე საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის მასობრიობას. მიტინგზე მერაბ კოსტავამ ჩამოაყალება პრინციპები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო საბჭოთა სისტემის დემონტაჟი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. 23-ის 200 000-იანმა აქციამ და 26 ნოემბრის უნივერსიტეტში სტუდენტები და მოძრაობის ლიდერების შეხვდრამ სსრკ-ს
უმაღლესი საბჭოს ქართველ დეპუტატებთან ცხადი გახადა საქართველოს არჩევანი.
კრემლმა ნაცად ხერხს მიმართა და დაძაბულობის კერამ აფხაზეთში გადაინაცვლა, სადაც აფსუათა ჯგუფმა "აიდგილარა" ჩამოყალიბა.


