13 февраля 2016

Некоторые аспекты национально-освободительного движения в Абхазии

 

Первый митинг в Сухуми. 3.12.1988 г.
В Абхазии легальная борьба за независимость Грузии началась с 1988 г., когда была создана абхазская организация Общества Ильи Чавчавадзе (Вова Векуа, Сосо Адамия, Нугзар Мгалоблишвили, Темур Лодкипанидзе, Борис Какубава, Малхаз Патарая, Вахтанг Чания, Рамаз Куправа, Абесалом Микеладзе, Дима Джаиани, Давид Лацузбаиа...). Организация выпускала самиздат — газету «БЕДИА». Через эту организацию граждане в первые получили возможность относительно свободно выразить свое мнение по многим общегрузинским проблемам, к сепаратизму и т. д., что для привилегированной апсуа номенклатуры стало шоком. Привыкшие в период т. н. хрущевской оттепели безоговорочной поддержки Москвы, они не могли предположить, что грузины посмеют заговорит о сойх законных национальных и гражданских правах. 
ОБЩЕСТВО ИЛЬИ ЧАВЧАВАДЗЕ 3 декабря 1988 г. в Сухуми организовала первый за советскую историю Грузии митинг. Он был посвящен обсуждению т.н. «Абхазского письма», направленного 17 июня 1988 г. Президиуму 19-ой конференции КПСС группой апсуа сепаратистов-интеллигентов. В письме они требовали обсудить вопрос о непосредственном подчинении Абхазской АССР союзным властям, т. е. отделения от Грузии. Митинг неформалов отнюдь не носил антиапсуийский характер. На нём это письмо ими было оценено как провокация Москвы. 

12 февраля 2016

სოხუმის უნივერსიტეტის გამო

აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა სოხუმში
სოხუმის დევნილი უნივერსიტეტის გარშემო საზოგადოებაში ამ ბოლო დროს გარკვეული ვნებათაღელვა შეიმჩნევა, რაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერის) არჩევნებს უკავშირდება. მანამდეც შეგვახსენა თავი ამ სასწავლებელმა, როცა სტუდენტებმა აუდიტორიიდან გააძევეს ერთ-ერთი ლექტორი ოკუპანტი რუსეთის მიმართ ლოიალობის ბრალდებით (ნ. კერესელიძის НТВ-ს ოინები), რასაც მჯდომარე აქციებიც კი მოჰყვა. თავისთავად პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა აქტიურობაში, ჩვენი აზრით, დასაძრახი არაფერია. უფრო, პირიქითაც. მაგრამ აქ სხვა პრობლემაზე გვინდა მოგახსენოთ, რამეთუ ზემოაღნიშნული ქვემოთ ნათქვამის ნაწარმოებია.

მრავალი ჩვენგანი ვამაყობთ, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტის გაზრდილები ვართ და სამშობლოს სიყვარული იქ გვასწავლეს. დიახ, ამას იქ ასწავლიან ოჯახთან ტანდემში! მაგრამ მხოლოდ ეს გასაგები ემოცია არა ჩვენი უნივერსიტეტით დაინტერესების მიზეზი.

სოხუმის უნივერსიტეტი არაა "ჩვეულებრივი" უმაღლესი სასწავლებელი და, უკამათოა, რომ მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს შეძენილი აფხაზეთის ტრაგედიის გამო.

09 февраля 2016

საოკუპაციო რეჟიმი და ქართველთა უფლებები

მოსკოვის 1994 წ. 4 აპრილის ოთხმხრივი შეთანხმება „ლტოლვილთა და ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობითი დაბრუნების შესახებ“ {ხელს აწერდნენ: ა. კავსაძე (საქართველო), ს. ჯინჯოლია (სოხუმის რეჟიმი), ბ. პასტუხოვი (რუსეთი), ხ. ამუნატეგი (გაერო)} გახდა პირველი დოკუმენტი, რომელმაც, ფაქტიურად, აუკრძალა 1992-1993 წწ. ომის ვეტერანებს აფხაზეთში არა თუ დაბრუნება, არამედ იქ ტურისტად ჩასვლაზეც ფიქრიც კი (დოკუმენტის მე-3 მუხლის „გ“ პუნქტი). მაშინ მრავალმა ჩვენთაგანმა გააპროტესტა ამგვარი ჩანაწერი, მაგრამ უშედეგოდ.

სასაცილოა იმაზე ლაპარაკი, რომ ვ. არძინბას პირობებში მეომრები იქ თავდახრილი ჩასულიყვნენ, მაგრამ ამას სამართლებრივი მხარე ხომ ჰქონდა?!

დღეს უკვე „დამოუკიდებელი“ აფხაზეთი ღებულობს კანონს «О правовом положении иностранных граждан в Республике Абхазия», რომელშიც აფხაზეთში დაბრუნება ან ჩასვლა ეკრძალებათ იმათ, ვინც: «учавствовал в боевых действиях против Республики Абхазия (…), либо оказывал содействие оккупационному режиму» (მუხლი 9 და 11).

04 февраля 2016

Georgian Historical-cultural heritage in Abkhazia

In Abkhazia (Georgia), from the IX to the XIX centur, the official language and only language of writter communication was Georgian. The first kings of Abkhazia called themselves sovereigns but considered their properti aparl of Georgia. This is apparent through numerous Georgian inscriptions left by Abkhazian Kings not only in Kartli and Imereti, but also in Abkhazia (for example, the inscription in Village Sjgkhua, Gudauta District).

 

03 февраля 2016

Stratfor - ნაკლებსავარაუდოა რუსეთის არსებული სახით გადარჩენა

კანადური სადაზვერვო და კონსალტინგიური ორგანიზაცია Stratfor-ი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ აქვეყნებს გეოპოლიტიკურ კვლევას მსოფლიოს მომავალი ათწლედის შესახებ. გასაგები მიზეზების გამო, ჩვენთვის საინტერესოა რუსეთის შესახებ გაკეთებული პროგნოზები.

Stratfor-ის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ნაკლებსავარაუდოა რუსეთის არსებული სახით გადარჩენა. მისი უუნარობა, ენერგორესურსებისგან მიღებული მოგება აქციოს მდგრად ეკონიმიკად, ამ ქვეყანას ენერგომატარებლების ფასებზე დამოკიდებულს ხდის და თავს ვერ დაიცავს ამ საბაზრო პროცესებისგან. რუსეთის ფედერაციის სტრუქტურის გათვალისწინებით, როცა ექსპორტისგან მიღებულ მოგებას ცენტრალიზებულად მოსკოვი ანაწილებს, რეგიონებს არათანაბარი წილები შეხვდებათ.

02 февраля 2016

ბადრი გოგია: მიდის საინფორმაციო ომი და დიდი ანგარიშით ვაგებთ

პარიზში მოღვაწე ქართველმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ბადრი გოგიამ ერთი თვის წინ ღია წერილით მიმართა  აფხაზეთის ა/რ მთავრობის მოვალეობის შემსრულებელ  ვ. ყოლბაიას, მინისტრ დ. ჯაიანსა და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორს ჯ. აფაქიძეს თბილისში "ანტიპროპაგანდის ცენტრის დაარსების" თაობაზე, სადაც გულისტკივილით აღნიშნა, რომ უცხოეთში ქართულ პროპაგანდას შველა უნდა. აქ არ შევუდგებით საკითხის მნიშვნელობაზე ზედმეტ ქაქანს და შემოგთავაზებთ იმ პრობლემათა და თემათა მოკლე ჩამონათვალს, რომლებზეც მეცნიერი რუსულინგლისურფრანგულგერმანულბერძნულთურქულსომხურ, აფსუა და ოსურ ენებზეპასუხების გაცემას აუცილებლად მიიჩნევს. 

01 февраля 2016

ერევნის "არარატი" - საქართველოს მთლიანობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე


სომხეთი რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენზე ამოსდის მზე და მთვარე. ამაში დასარწმუნებლად (თუ ვინმესთვის აუცილებელია ეს) შორეულ წარსულში ქექვა არა საჭირო და აფხაზეთიში ომის დროს სომხური ბატალიონების მიერ ჩადენილი დანაშაულობები კმარა, როცა მათ ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში მიიღეს აქტიური მონაწილეობა, რაც სომხეთის მთავრობამ არა თუ არ დაგმო მაშინ, არამედ არაოფიციალურად ხელსაც უწყობდა. 
აქ იმაზეც არ ვილაპარაკებთ, თუ როგორ და რამდენი ხანია სომხები საქართველოში და, კერძოდ, აფხაზეთში ატარებენ არმენიზაციის პოლიტიკას, რომელშიც აქტიურად არის ჩართული სომხეთის ეკლესია. აქ არც დიდი ილიას „ქვათა ღაღადს“ შეგახსენებთ. 
ფეხბურთი გვაინტერესებს.