ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვიდვართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები? ეს შეკითხვები საუკუნეების მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს. დღემდე ამ საკითხების გარკვევის ერთადერთ
საშუალებასა
გენეალოგიის,
ისტორიული
წყაროების
და
არქეოლოგიური
მასალების
შესწავლა
წარმოადგენდა.
დღეს
ამაში გენეტიკური გენეალოგია გვეხმარება.
დნმ-ის შესწავლა
გვაძლევს
საშუალებას,
გავარკვიოთ
ადამიანების
წარმომავლობა,
მიგრაციების
გზები
და
ეთნიკური
ჯგუფების
ურთიერთკავშირები.
აღნიშნული საკითხების შესასწავლად გენეტკური გენეალოგია იყენებს ადამიანის დნმ-ის სამ ტიპს – იგრეკ დნმ-ს (Y-DNA), მიტოქონდრიულ დნმ-ს
(mtDNA)და
აუტოსომურ
დნმ-ს. დღეისთვის გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუფები» ეწოდება.
შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ცნება «ქართული გენი» (ისევე როგორც «გერმანული გენი» ან «ჩინური გენი»). თანამედროვე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები, რომლებიც
დამახასიათებელია
ახლო
აღმოსავლეთის
და
ანატოლიის
რეგიონისთვის.
გენეტიკური მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ ქართველებში ორი ჰაპლოჯგუფი დომინირებს – G2a და J2a.
ჰაპლოჯგუფი G ირანში, ზაგროსის მთების მიდამოებში, დაახ. 30 000 წ. წინ გაჩნდა,
ხოლო
მისი
შვილობილი
G2a – 10-12 000 წ. წინ აღმოსავლეთ ანატოლიში ან კავკასიაში. ამჟამად იგი მაქსიმუმს
სწორედ
ჩრდილოეთ
კავკასიასა
და
საქართველოში
აღწევს.
ადიღეურ
ხალხებში
ყველაზე
გავრცელებულია
ამ
ჰაპლოჯგუფის
ერთი
შტო
– G2a3b1.
მეორე დომინანტი ჰაპლოჯგუფი არის J2 და ის, სავარაუდოდ, 18-20 000 წ. წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი J2a – 12–15 000 წ. წინ. გავრცელებულია მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.
გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა გვარის ცალკეული წარმომადგენლების Y-DNA (ანუ მამობრივი ხაზის) ტესტის შედეგებს, ლაცუზბაიები მიეკუთვნებიან J2a1b ქვეჯგუფს.
წარმოშობის
ადგილად
მესაპოტამია
ან
სამხრეთ
ანატოლია
მიიჩნევა.
მისი
ფართო
გავრცელება
მიგვანიშნებს,
რომ
ამ
ჰაპლოჯგუფის
მატარებლები
რეგიონის
უძველესი
ცივილიზაციების
წარმომადგენლები
იყვნენ,
რომელთაც
თავიანთი
ცოდნა
და
კულტურა
მთელს
რეგიონში
გაავრცელეს.
არსებობს
ვარაუდი,
რომ
თურქეთის
სამხრეთით
მდებარე
გობეკლი-ტეპეს უძველესი
რელიგიური
კომპლექსის
შემქმნელთა
უმრავლესობა
სწორედ
ამ
ჰაპლოჯგუფის
წარმომადგენელი
იყო.
კავკასიაში
J2a ყველაზე
მაღალი
სიხშირე
ქართველებსა
და
ნახურ
ხალხებშია.
თუმცა,
ქართველებში
ამ
ჰაპლოჯგუფის
დიდი
მრავალფეროვნებაა
და
რამოდენიმე
განსხვავებული
ქვეჯგუფია
გავრცელებული
(J2a*, J2a1a, J2a1b, J2a1b1, J2a1k, J2a2*, J2a2a), ხოლო ჩეჩნებსა
და
ინგუშებში
ძირითადად
ერთი
ტიპი
– J2a4b* დომინირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უძველეს
პერიოდში,
რეგიონში
შემოსვლის
შემდეგ, J2a–ს წარმომადგენლები
სწორედ
ამიერკავკასიაში
დასახლდნენ,
სადაც
მათ
შთამომავლებს
ახალი
მუტაციები
გაუჩნდათ,
რომლებიც
შემდგომ
სხვა
რეგიონებში
გავრცელდნენ.
ამაზე
საქართველოში
აღმოჩენილი J2a*სიძველეც
მეტყველებს.