23 февраля 2019

დეოკუპაციის კომისია


საქართველოს პარლამენტში 1996 წ. შეიქმნა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია. წინა, რუსეთთან ომის დროს არჩეულ საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობდა კონფლიქტთან დაკავშირებული ორი სტრუქტურა:  გაგრის მოვლენების შემსწავლელი და აფხაზეთის საქმეთა კომისიები. უკანასკნელს ევალებოდა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსზე წინადადებების შემუშავება, მაგრამ მათ რეალურად ვერ იმუშავეს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიას ზურგს უმაგრებდა ფრაქცია „აფხაზეთი“ და მთელი პარლამენტის განწყობაც შესაბამისი გახლდათ, რაც, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში პოლიტიკური კონიუნქტურის გამო შესუსტდა. აფხაზეთიდან 1992 წ. არჩეულ დეპუტატებს,  რომლებსაც ორჯერ გაუგრძელდათ უფლებამოსილების ვადა და რომლებმაც ორ ფრაქციად გაყოფა მოასწრეს, 2003 წ., ვარდების რევოლუციის შემდეგ, დეპუტატის მანდატები ჩამოართვეს...

05 февраля 2019

О президентских "выборах" Абхазии 2019 года


31 января т. г. Теймураз Хишба был избран руководителем штаба оппозиционного Общенационального движения по защите государственности Абхазии (создан 27 августа 2018 г.). Ранее штаб ОНД возглавлял бывший "вице-президент" (при А. Анквабе) и руководитель избирательного штаба Аслана Бжания на президентских выборах 2014 года Михаил Логуа. Теймураз Хашба соратник Сергея Шамба,  возглавлял гагрское отделение партии «Единая Абхазия» и работал зам. главы администрации города.
В Совет Общенационального движения по защите государственности Абхазии входят: Аслан Бжания - депутат Народного собрания, президент Фонда «Апра», Алхас Квициния - председатель политсовета политической партии «Амцахара», Дмитрий Дбар - депутат Народного Собрания РА, председатель республиканской общественной организации «Кяразаа», Омар Джинджолия - депутат Народного Собрания РА, Юрий Хагуш - депутат Народного Собрания РА, Астамур Аршба - депутат Народного Собрания РА, Михаил Логуа – председатель Фонда Сергея Багапш, Ирина Агрба - председатель общественной организации «Женщины в политике», Нугзар Ашуба - председатель общественной организации «Абзанхара», Лаша Ашуба - депутат Народного Собрания РА, Батал Айба - депутат Народного Собрания РА, Сергей Шамба - председатель политической партии «Единая Абхазия», Вячеслав Чирикба - руководитель Экспертного фонда «Ахьыпшымра».

01 февраля 2019

აფხაზეთის 2019 წლის "საპრეზიდენტო" არჩევნების შესახებ


მ. წ. 31 იანვარს ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციურ გაერთიანების „აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაცვის საზოგადოებრივი მოძრაობის“ (შეიქმნა 2018 წ. 27 აგვისტოს) შტაბის ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს თეიმურაზ ხიშბა, რომელმაც შეცვალა ყოფილი „ვიცე-პრეზიდენტი“  მიხეილ ლოგუა (ა. ანქვაბის დროს) და რომელიც დღევანდელი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯინბას მთავარი ოპონენტის ასლან ბჟანიას (დეპუტატი, ადრე - სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი, გენერალი) საარჩევნი შტაბს ხელმძღვანელობდა 2014 წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს.
თეიმურაზ ხაშბა სერგეი შამბას თანამებრძოლია და მისი პარტიის „ერთიანი აფხაზეთის“ (Единая Абхазия) გაგრის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და მუშაობდა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ.

31 января 2019

სომხების მონაწილეობა აფხაზეთის ომში


1992 წ. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ადგილობრივმა სომხებმა ხელში იარაღი აიღეს. ჩვენ არ გვაქვს დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემები, რომ მათ აქტიობას რუსეთის სპეცსამსახურები ხელმძღვანელობდნენ, მაგრამ არსებული მასალები და მაგალითები სწორედ ამაზე მეტყველებს.
გაგრელი სერგეი ზაბელიანის ინიციატივით, რომელსაც შემდგომ ბაგრამიანის ბატალიონის ზურგის უფროსის მოადგილედ ვხედავთ, 1992 წ. 15 აგვისტოს (ომის მეორე დღეს) 200 სომეხი მზად იყო საომრად. ამათგან 20-მდე კაცმა პირველ შეტაკებაში მიიღო მონაწილეობა გუდაუთის რ-ნ ს. შიცკვარასთან (ვიტალი სმირის დაჯგუფებაში). შემდგომ, 1993 წ. 5 იანვარს, სოხუმზე განხორციელებულ შეტევაში გენა ჭანბას ასეულის შემადგენლობაში იბრძოდა სომეხთა ოცეული. აქ მათ დანაკარგები ნახეს მოკლულთა და ტყვეთა სახით.
სეპარატისტთა ხელისუფლებამ შესაბამისად დააფასა სომეხთა აქტიურობა და ვ. არძინბას 1993 წ. 9 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა „ბაგრამიანისსახელობის სომხური ბატალიონი“.  აფსუებისადმი ერთგულების ფიცი პირველმა ალბერტ ტოპოლიანმა დადო. ამ შენაერთში ძირითადად გაერთიანდნენ გაგრის, გუდაუთის რ-ებისა და ტყვარჩელელი სომხები. მეთაურად დაინიშნა უფროსი ლეიტენანტი ვაგარშაკ კოსიანი, ხოლო შტაბის უფროსად - პოლკოვნიკი ლეონიდ მარქარიანი. მათ შეუერთდნენ მთიანი ყარაბაღიდან დაბრუნებული მეომრებიც.
საქართველოს გენპროკურატურის გამოძიების მასალებით, უშიშროებისა და სადაზვერვო ორგანოების მონაცემებით, ბაგრამიანის ბატალიონმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აფხაზეთში ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდაში.
ბაგრამიანის ბატალიონი შეიარაღებასა და სხვა საჭიროებებს რუსეთიდან რეგულარულად და ორგანიზებულად ღებულობდა. მოსკოვის დავალებით შენაერთს ეხმარებოდნენ სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ბიზნესმენები (მაგ., ყოფილი გაგრელი სერგეი ჩაკრიანი და სხვა).

28 декабря 2018

მოსკოვის მზადება აფხაზეთში მომავალი "საპრეზიდენტო" არჩევნებისთვის


               
ოკუპირებული აფხაზეთის "პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას, ფაქტიურად, "არჩევის" შემდეგვე (რომელიც ა. ანქვაბის კლანის წინააღმდეგ აჯანყება უფრო იყო) დაუპირისპირდნენ გარკვეული ძალები, რომლებიც 2015 წ. 14 ივლის გაერთიანდნენ „აფხაზეთის ოპოზიციური ძალების ბლოკში“ („Блок оппозиционных сил Абхазии“), რომლის ბირთვს შეადგენს ომის ვეტერანების გავლენიანი პარტია „ამცახარა“. მ. წ. 21 დეკემბერს კი შეიქმნა რესპუბლიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საერთო საქმე“ («Общее дело») (თავმჯდომარე - ვადიმ სმირი, მოადგილე - თენგიზ ჯოპუა), რომელმაც „მესამე გზის“ პრეტენზია დაანონსა და აცხადებს, რომ მას 2019 წ. საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
ორგანიზაციას განზრახული აქვს ორი თვის ვადაში გამოაქვეყნოს აფხაზეთის ახალი პოლიტიკური სისტემის შექმნის გეგმა და საზოგადოებას შესთავაზოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმის შესახებ, რაც სამინისტროებისა და უწყებების ოპტიმიზაციას გულისხმობს. ახალი ოპოზიციური ძალა კორუფციასთანაც აპირებს ბრძოლას. 

17 декабря 2018

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი

15 დეკემბერს შეიქმნა უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესია. ახალი ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კიევის საპატრიარქოს მიტროპოლიტი ეპიფანე (დუმენკო). მსოფლიო პატრიარქი ბართლომე მას ტომოსს - ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტს - გადასცემს 2019 წ. 6 იანვარს. ამ პროცესთან დაკავშირებით ჩვენი ეკლესიის პოზიცია ჯერ გაურკვეველია. პატრიარქმა ილია II-მ განაცხადა, რომ უკრაინულ და რუსულ მასალებს შეისწავლიან. არ ჩქარობენ და ეს კარგია. ამასთან, ყველას გვაღელვებსა და გვაინტერესებს, თუ ვის მხარეს იქნება ჩვენი ეკლესიის სინოდი და რა გავლენას იქონიებს ეს ოკუპირებული ტერიტორიების ბედზე და საქართველოს გამთლიანებაზე ზოგადად. ცნობილია, რომ აფხაზეთსა და ცხინვალში ყაჩაღი რუსი მღვდელმთავრები ისედაც ანხორციელებენ კრემლის სპეცსამსახურების დავალებებს: ტაძრებში და სხვაგან ანადგურებენ ქართულ ისტორიულ კვალს, ღიად მხარს უჭერენ და აჯილდოვებენ კიდეც თვითმარქვია სასულიერო პირებს, პრინციპულად არ მოიხსენიებენ ლოცვებში ჩვენს პატრიარქს მთელი მისი ტიტულით, რადგან მათთვის მიუღებელია "მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა"... ვფიქრობ, ახალ და სერიოზულ მამაძაღლობას რუსეთის ოკუპანტი ეკლესია ვერაფერს მოიმოქმედებს. შიში, რომ პუტინი და კირილე აღიარებენ აფხაზეთის ხუთი კაკალი ე. წ. მღვდლის ავტოკეფალიას, ჩემი აზრით, სისულელეა. ამიტომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ მხარი უნდა დაუჭიროს ძველ სლავურ, უკრაინულ მართლმადიდებლობას, რადგან მისი რუსული დიქტატისაგან განთავისუფლება ჩვენს გრძელვადიან ინტერესებშია.
...რადგან ქრისტიანი ქრისტიანსა, რუსის გარდა არვინ მტრობსო!

03 декабря 2018

აფხაზეთის რუსების ტრაგედია


მიუხედავად რუსეთის მიერ აფხაზეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლისა, იქ განლაგებული მრავალი სამხედრო ბაზისა და სპეცსამსახურების მიერ მუდმივი მუშაობისა, ეთნიკურად რუსულ მოსახლეობას იქ ცხოვრება ძალიან უჭირს. ამაზე მეტყველებს თუნდაც სტატისტიკა. თუ 1959 წ. აღწერით მათი რაოდენობა ავტონომიაში შეადგენდა მოსახლეობის 20 % მეტს, 2003 წლისთვის ამ მაჩვენებელმა დაიწია 10,9 %-მდე (23 420), ხოლო 2011 წ. – 9,17 %-მდე (22 077).
რამდენად პარადოქსულად არ უნდა გვეჩვენებოდეს ეს, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსებს სწორედ ეთნიკური ნიშნით ავიწროებენ. ხშირია მათი ძარცვა-ყაჩაღობა, გატაცებები, მკვლელობები. მათ ართმევენ სახლებსა და ბინებს, ქონებას. რუსები ვერ ანვითარებენ ბიზნესს, არ შეუძლიათ უძრავი ქონების შეძენა და ამ სფეროში ლეგალური ინესტირება და ა. შ.