12 июля 2017

მორიგი დაპირისპირების წინაპირობა აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირება, კლანური გარჩევები და კრიზისები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ბოლო მაგალითი 2014 წ. მაისში „პრეზიდენტ“ ა. ანქვაბის ხელისუფლებიდან ძალადობრივი ჩამოშორება და აფხაზეთიდან გაძევებეა იყო. მაშინ მის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ, მაგრამ რახან ანქვაბმა მოასწრო გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის თავის შეფარება, გადარჩა და მოსკოვში წავიდა.
გადატრიალების შედეგად რ. ხაჯინბას კლანის მიერ წაჩოჩებულ ა. ანქვაბის მომხრეებს მობილიზებისთვის ორი წელი დასჭირდათ. შედეგად ჩამოყალიბდა ე. წ. ოპოზიციურ ძალთა ბლოკი, რომელშიც გაერთიანდნენ გავლენიანი პარტია „ამცახარა“ (ალხას კვიწინია), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნუგზარ აშუბა) და ფონდი „აფრა“ (ასლან ბჟანია). შემდგომ პერიოდში მათ თანდათან შეუერთდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები „კიარაზაა“ და „აიტაირა“. ცოტა განზე იყურება სერგეი შამბას შედარებით სუსტი „ედინაია აფხაზია“, მაგრამ ძირითადში მაინც ოპოზიციის თამაშს მიჰყვება, რადგან მათ რ. ხაჯინბას „პრეზიდენტობისგან“ ვერავითარი პოლიტიკური ხეირი ვერ მიიღეს.

31 марта 2017

აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი და ე. წ. აფხაზური პასპორტების საკითხი

2017 წლის მარტის არჩევნების შედეგად აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა („პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას ძირითადი მხარდამჭერი ძალა) აფხაზურ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, თუმცა, არა ტოტალური, როგორც ეს წინა „სახალხო კრებაში“ ჰქონდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ს. ბაღაფშისა და ა. ანქვაბის „პრეზიდენტობის“ პერიოდი 8-9 წელი ოპოზიციაში იყოდღესაც სახელისუფლებო პარტიად ითვლება.
მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს პარტიაამცახარას (Родовые огни), რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა ომის ვეტერანთა მსგავსი დასახლების მოძრაობის საფუძველზე. ეს ორგანიზაცია, სხვათაშორის, წინააღმდეგია აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასპორტიზაციის. ამასთან, ის მკვეთრად უპირისპირდებოდა რ. ხაჯინბას მმართველობას.
პარტია „Единая Абхазия“ 9 წლის წინ შეიქმნა 2004 . დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საფუძველზე დღესაც ოპოზიციურია, თ მცა, მისი ლიდერი სერგეი შამბა გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ღიად პრორუსულ ძალად ითვლება. ის განიხილებოდა როგორცმესამე ძალა.
ჩამოთვლილით ა გარდა, აფხაზეთში, ცხადია, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიცაა, მაგრამ ისინი პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ.
ასე:
·        აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისპარტია (შეიქმნა 2007 წ.), ფაქტიურად, გაერთიანებულია სახელისუფლებო ალიანსში. მისი ლიდერი ბესლან ბუთბა ერთ დროს პრემიერიც კი იყო.
·        აფხაზეთის სახალხო პარტია დაარსდა 1991 წელს (ლიდერი - იაკუბ ლაკობა). საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხმაურიანი ჯგუფია, მაგრამ ურეიტინგოა.
·        აფხაზეთის კომუნისტური პარტია დაარსდა 1995 წელს.
·        პარტია აინარ (შეიქმნა 2015 წ., თავმჯ. თენგიზ ჯოპუა). იდეოლოგია - აფხაზთა ეთნიკური კოდექსი „აფსუარა“, ანუ ტრადიციონალიზმი.
·        აფხაზეთის სამართლიანობისა და განვითარების სახალხო ფრონტი (Народный фронт Абхазии за справедливость и развитие) - შეიქმნა 2015 წ., ლიდერები ბესლან კამკია და ლაშა საკანია. ორიენტაცია - პრორუსული.
·        პარტია დემოკრატიული აფხაზეთიშეიქმნა 2015 წ., ლიდერი - ასთამურ ლოგუა. ეს ახალგაზრდა თაობის ორგაიზაციაა, რომლის იდეოლოგია, ასე ვთქვათ, „პროაფხაზურია“. ამასთან, ისინი აკრიტიკებენ ა. ანქვაბს „მტრული სახელმწიფოს“ (ანუ საქართველოს) მოქალაქეებისთვის (გალის რ-ში) პასპორტების გაცემის გამო. პარტიამ 2016 წ. ზაფხულში წარმოადგინა პროგრამა „აფხაზეთის მომავალი“.

14 февраля 2017

ოპერაცია Бритва

როგორც ამბობენ, საქართველოს „მოსარჯულებლად“ ე. წ. ოპერაცია БриТва რუსეთის ГРУ- 2008 . დეკემბერში ჩამოაყალიბა. ის მოიცავს საგარეო და საშინაო პოლიტიკას, ეკონომიკას, სამხედრო სფეროს, სოციალურ, საინფორმაციო, კულტურულ, რეგიონულ, ეთნიკურ და სხვა უმცირესობების, რელიგიის და ა. შ. საკითხებს.
გეგმა ითვალისწინებდა: ოკუპირებული ტერიტორიების გაფართოებას; “საზღვრისდამრღვევთა იზოლაციასა და პასუხისმგებლობას; ქვეყანაში ანტიევროპული განწყობების ზრდასა და ევროპული ღირებულებების დისკრედიტაციას; პოლიტიკურ არენაზე პრორუსული ძალების გაძლიერებას; მასებში რუსეთისადმი კეთილგანწყობის ამაღლებას; საქართველოს ევრაზიულ და საბაჟო კავშირებშინებაყოფლობითინტეგრაციას.

03 февраля 2017

ევროპა კი არა, ტოროლა!

...შეტენონ ეს გაჯანჯლებული ვიზალიბერალიზაცია მერკელის, ბერლუსკონის, სარკოზის, ოლანდისა და სხვა პოლიტიკური ბოზების უკანალში!
ევროპული უპრინციპობა და უცხვირპირობა განა არ გამოჩნდა მრავალჯერ?
თავი დავანებოთ 1992-93 წწ. აფახაზეთის ომს. ევროპელთა დამოკიდებულება განა კარგად არ ვნახეთ 2008-ში?! НУ, ხუთიოდე ლიდერის გამოკლებით, რომელთა ქვეყნებს თავად ჰქონდათ განცდილი რუსი ღორების "ჩახუტება".
არასდროს არ ვიყავით ჩვენ ევროპის იმედად (სულხან-საბადან დაწყებული) და მუდამ თავად გვიწევდა საკუთარის დაცვა. ლოგიკურიცაა ეს და ახლაც ასე იქნება...
ვინც მიცნობს, იცის, არ ვარ "ევროსკეპტიკოსი" და რუსეთი ჩეთვის დაუძინებელი მტერია, მაგრამ ყეყეჩ ევროპელთა "სიფრთხილემ", ცისფერმა აჟიოტაჟმა და ერთი ადგილის ქიცინმა გარკვეულწილად ქართველ სკეპტიკოსად ჩამოაყალიბა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი.

21 июля 2016

დევნილებისთვის გამეტებული ბუშტები და მაკარონები

მრავალი ჩვენი თანამემამულე წუხს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიური დევნილები კვლავ დაქსაქსულებია. ჩემი აზრით, ამ გათითოკაცების და სოხუმელ, გაგრელ თუ გალელ პროფესიონალთა სხვადასხვა ჯგუფებში "გაბნევას" ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი, ფასეულობებსა და პოლიტიკურ გემოვნებებში განსხვავებულობა (მხოლოდ ის, რომ ჩვენ ყველა აფხაზეთიდან ვართ, ვერასდროს ვერ გახდება გაერთიანების საფუძველი) და მეორე, არც ერთ ხელისუფლებას არ სურდა ჩვენგან გამოკვეთილი და გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება, რადგან სახიფათოდ მიაჩნდათ ეს ამ სოციალური ფენის განსაკუთრებული და გასაგები რადიკალიზმის გამო, რისი მიზეზები, იმედია, ასახსნელი არაა.
ამასთან, ვაღიაროთ, რომ დევნილთა პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებრივად აქტიურთა ერთი ნაწილი ფარისეველი კონფორმისტია ან ვაზელინმომარჯვებული მედროვე ყვარყვარე. ეს ულმობელი სიმართლეა. ორი ღმერთის მსახური კი ვერ ცხონდება... რა სურათი გვაქვს დღეს?

ვხედავთ, რომ აფხაზეთის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პოზისთვის გამოიყენება წინასაარჩევნოდაც. ცხადია, ის აუცილებლად ზოგადქართულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს მუდამ, მაგრამ დღეს ამოცანათა ზღვაში ისეა ჩაკარგული, რომ რეალურად, პარტიებს არც აინტერესებთ და არც ესმით ეს პრობლემა. დევნილებს საარჩევნო ხმების პრიზმიდან უყურებენ მხოლოდ და ამ პრაგმატიზმში მორალს კარგავენ. ამიტომ თავიანთ რიგებში დევნილი პროფესიონალები "მოწვეულ სპეციალისტებად" ჰყავთ მხოლოდ, როგორც აუცილებელი თემის გამხმოვანებლები, პიარშიკები. აფხაზეთი ხომ მათი "ტკივილია" და სხვანაირად ვერ მოიქცევიან - ონჯღორე იქნება ეს!

11 июля 2016

სოჭის 1993 წლის ხელშეკრულება - როგორც აფხაზეთის ოკუპაციის წინაპირობა

1993 წ. გაზაფხულისთვის რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ სახელმწიფო გადატრიალებითა და სამოქალაქო დაპირისპირებით, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებით შუალედურ საწადელს მიაღწია და საქართველო სრულ ქაოსში ჩააგდო. გამომდინარე, ქვეყნის სრული დეფრაგმენტაციისთვის მას აფხაზეთში სამხედრო კამპანია უკვე არ სჭირდებოდა. ამიტომ ჯერ 15-18 მარტს და შემდეგ ივლისის დასაწყისში მტერი შეეცადა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის თემა დაეხურა. მაგრამ ქართული ჯარის გმირობამ ეს გეგმა ჩაუშალა. ამიტომ, უფრთხოდა რა პირდაპირ და ღია სამხედრო აგრესიას, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა და კვლავ შუამავალი მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგო.
1992 წ. 3 სექტემბრის მოსკოვის ხელშეკრულების ვერაგული დარღვევის შემდეგ (ოქტომბერში გაგრის აღება და ქართველთა გენოციდი), თბილისს, წესით, სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და მის ხელმძღვანელთა კოლაბორაციონიზმის გამო 1993 წ. 27 ივლისს სოჭში კვლავ გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. რუსების ამ თვალთმაქცობის მთავარი მიზანი იყო ქართული ჯარის განიარაღება და დეზორგანიზაცია, მშვიდობის ილუზიის შექმნა და შემდეგ სოხუმზე მძლავრი დარტყმა აფხაზეთიდან ქართველების სრული განდევნის მიზნით.
სოჭის დოკუმენტით ჩვენ გვეკრძალებოდა: აფხაზეთში დამატებით ჯარის შემოყვანა, მობილიზაციის განხორციელება, ჯარების გადაადგილება, იარაღის შეტანა, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით 10-15 დღეში უნდა დაგვეშალა და ფრონტიდან გაგვეყვანა შეიარაღებული ფორმირებები მთელი მათი შეიარაღებით. ცხადია, ყოველივე ეს შეფუთული იყო იმ ვალდებულებით, რომელსაც თავის თავზე იღებდნენ დროებითი სამმხრივი (ქართულ-აფხაზურ-რუსული) საკონტროლო ჯგუფები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობას განახორციელებდნენ.

02 июля 2016

1993 წ. ტამიშის დესანტისა და ივლისის ბრძოლების შესახებ


1993 წ. მარტის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთიში შემუშავებულ იქნა სოხუმის აღების ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: 1. ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის რ-ში ტრასის ხელში ჩაგდებას და ამისთვის ს. ტამიშში (ოჩამჩირის რ-ნი) საზღვაო დესანტის გადასხმას, რომელსაც დაეხმარებოდა აფსუათა ადგილობრივი შენაერთები; 2. პარალელურად გუმისთის ფრონტზე შეტევას; სოხუმის გარშემო არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეების აღებას ხელსაყრელი პლაცდარმის შესაქმნელად.

1 ივლისს აფსუურმა მხარემ ე.წ. აღმოსავლეთ ფრონტზე დაიწყო შეტევა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ს. ტამიშზე. ერთდროულად შეტევა დაიწყო გუმისთის ფრონტის მარცხენა ფლანგზე.

2 ივლისს ტამიშთან დილის 5 საათზე, ჩვენი მონაცემებით, ზღვიდან გადმოსხეს 600 მედესანტე, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების მეომრები იყვნენ. გემიდან გადმოცალეს ერთი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალის“ ტიპის ავტომანქანა „გრადის“ დანადგარით.

გამთენიისას მტერმა გაარღვია ქართველთა საბრძოლო პოზიციები, დაიკავეს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები და გამაგრდნენ ს. ლაბრასა და ტამიშში. ტამიშის დესანტს მეთაურობდა ზაურ ზანთარია, ხოლო ე. წ. აღმოსავლეთ ფრონტს ხელმძღვანელობდა მირაბ ქიშმარია, ფრონტის შტაბს - ბათალ ჯოპუა.

ქართულ პოზიციებზე განლაგებულმა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „ავაზას", დუშეთის, ახალციხის, კოჩარის ბატალიონების მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს. ს. ცაგერასთან ერთკვირიან გააფთრებულ ბრძოლებში მტრის ფორმირებებს დიდი ზიანი მიადგა და მათ უკან დაიხიეს. მათი მცდელობა, ზღვიდან ხელახლა გადმოესხათ დესანტი, არტილერისტთა ცეცხლის შემდეგ ჩაიფუშა. აფსუათა მონაცემებით, ამ ოპერაციაში დაეღუპა 73 და დაიჭრა 250 მათი მეომარი. ქართველებმა ჩაძირეს 3 კატარღა და ერთი გემი, გაანადგურეს 2 ტანკი. ქართველებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს - 300-მდე მეომარი დავკარგეთ.

ქართულმა მხარემ მძაფრი ბრძოლების შედეგად დაიბრუნა დაკარგული საბრძოლო პოზიციები ტამიშის მონაკვეთზე, გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. აღნიშნულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: მაშველთა კორპუსმა „მხედრიონმა", ზ. გამსახურდიას მომხრეთა შენაერთმა, ბატალიონმა „თბილისი“ და ცაგერას 242-ე ბატალიონის მეომრებმა, 243-ე ბატალიონის ტანკისტებმა, 247-ე საარტილერიო დივიზიონმა, 24-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა, მენაღმეთა ასეულმა და გენერალ-მაიორ ზ. უჩაძის მეთაურობით შექმნილმა ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობამ. გარღვევის ჯგუფთან ერთად იყვნენ ი. ბათიაშვილი (უშიშროების სამსახურის უფროსი), ჯ. იოსელიანი, კ. გაბაშვილი (თბილისის მერი).

სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოხუმის მისადგომებთან. ს. შრომასთან (ზეგანი - მთა ახბიუკი) 4 ივლისს ჩამოგდებულ იქნა რუსული ვერტმფრენი, რომელიც დესანტის გადმოსხმას ცდილობდა.

გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად და მეომართა მოტივაციის ასამაღლებლად აფსუათა ლიდერმა ვ. არძინბამ 6 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა ყველა ქართველ მეომარს, რომელიც იარაღს დაყრიდა.

საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს მიიღო დადგენილება „"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ". სოხუმში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიათა (გერმანია, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, სომხეთი, ისრაელი) მეთაურები. მათ შეხვდა თ. ნადარეიშვილი, რომელმაც გააცნო ფრონტებზე შექმნილი ვითარება. შემდგომ სტუმრები მიიღო ე. შევარდნაძემ.

1993 წ.9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 849 რეზოლუცია. საბჭომ გენერალურ მდივანს ბ. ბ. გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი. ეს იყო კონფლიქტის შესახებ უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია. ამას აღშფოთებით შეხვდა ვ. არძინბა და საპასუხო წერილში გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა ორი თვის ვადით.

10 ივლისს ვ. არძინბამ შესთავაზა ე. შევარდნაძეს აფხაზეთიდან ქართული ჯარების გაყვანა, რაზეც უარი მიიღო. იმ დღეს მტერმა ტამიში დატოვა. საპასუხოდ ქართულმა მხარემ (გ. ყარყარაშვილი) 13 ივლისს ულტიმატუმი წაუყენა მოწინააღმდეგეს, დაეწია ჯარები გუდაუთამდე.

14 ივლისს რუსების დესანტმა ბრძოლებით აიღო გალის რ-ში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მიშველის მთა, რომელიც ტყვარჩელს გადაჰყურებდა. შეტაკება გაიმართა ღამით და მასში დაიღუპა კასპის ბატალიონის დაახლოებით 50-მდე ქართველი მეომარი.

18 ივლისს   აფხაზეთის ა/რ თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე თ. ნადარეიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე (ჯანმრთელობის გაუარესება) გადადგა თანამდებობიდან და ამ პოსტზე დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრი   ჟიული შარტავა.
ჩვენი აზრით, იმ შუალედურ მიზანს, რასაც ტამიშის ოპერაციით ისახავდა მტერი, მან მიაღწია. ოჩამჩირის რ-ში საქართველომ დიდი მსხვერპლი ფასად კი გაანადგურა მომხდური, მაგრამ ამ ერთკვირიანმა ბრძოლებმა მას საშუალება მისცა, სოხუმის მიმართულებით მიეღწია პოზიციური წარმატებისთვის. მტერმა აიღო სოხუმის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თითქმის ყველა სტრატეგიული პუნქტი - ახალშენი, გუმა, კამანი, შრომა. მოწინააღმდეგე ვერ დაეუფლა ს. ცუგუროვკას, მაგრამ ხელში ჩაიგდო ქალაქის ირგვლივ მდებარე მნიშვნელოვანი მაღლობები: ახბიუკი, იაშთუხა და აპიანდა.
ამგვარად, რუსულ-აფსუურ-დაქირავებულთა ძალები მზად იყვნენ სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლებისთვის, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართა კიდეც და აფხაზეთის ოკუპაციითა და ქართველთა გენოციდით დამთავრდა. ოღონდ, ამას წინ უძღოდა 27 ივლისის მოღალატური ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქართული ჯარი პირწმინდად განაიარაღეს.