ეს „საფეხბურთო სეპარატიზმი“ 2014 წ. დაიწყო შვედეთის ქ. დებრენეცში, სადაც
ტარდებოდა იქ მცხოვრები 17 ათასიანი უმცირესობის - საამის ეთნო-კულტურული დღესასწაული და მას დაამთხვიეს საფეხბურთო ფესტივალიც.
მონაწილეობდა 12 გუნდი და ჩემპიონი გახდა ნიცის საგრაფო. მაშინ აფხაზური და ოსური გუნდები შვედეთში ვერ ჩავიდნენ, რადგან ამ ქვეყნამ მათ ვიზებზე უარი უთხრა.
06 июня 2016
საფეხბურთო სეპარატიზმი
02 июня 2016
პასუხი დეპუტატ ნ. მგალობლიშვილს ოკუპატზე მომუშავე აფხაზისაგან
არ დაგვავიწყდეს, რომ ბ-ნი მგალობლიშვილი, არც მეტი
და არც ნაკლები, ამ საბჭოს დეოკუპაციის და საერთაშორისო კავშირების კომისიის თავმჯდომერეა
(განათლება და კულტურა რა მოსატანოია) და, ცხადია, განსაკუთრებულად ევალება წინა ხაზზე
დგომა და მინიმუმ, პ. ზაქარეიშვილის უწყების კარის, კარგი გაგებით, მუდმივი ატალახება.
მაგრამ მას და მისი კოლეგების უმრავლესობას სად სცალიათ დეოკუპაციისთვის ან, საჭიროების
შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის?! ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხებაო და შორიდან მომზირალი ბრძენის პოზა აქვთ მორგებული. ამიტომაც აფხაზთა კრება ამოუჩემებიათ.
01 июня 2016
რუსეთი - შაგრენის ტყავი
თუ ვინმე იტყვის, რომ რუსი ამ უკიდეგანო სივრცეებიდან ბუნებრივ რესურსებს ქაჩავსო, მართალი იქნება, მაგრამ, ჯერ ერთი, არაეფექტურად და, მეორე, რას ხმარდება მიღებული მოგება? ისევ ახალი ტერიტორიების უაზრო დაპყრობას ან მსოფლიო პროლეტარული რევოლუციებზე ფიქრს; შესაბამისად, ჯარის შენახვასა და იარაღის წარმოებას. ამიტომ რუსეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა საუკუნეების მანძილზე ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. წინა საუკუნეებისგან განსხვავება გარეგნული და ფასადურია. რუსს დღეს კონსტიტუციაც აქვს, ის არჩევნებსაც ატარებს, სასამართლო სისტემის მაგვარიც შექმნა და ა. შ. რაღაც საცხოვრებელიც გააჩნია, ტელევიზორი, სმარტფონი, მაცივარიც უდგას... შიმშილითაც არ კვდება და არაყსაც წრუპავს, მაგრამ უფლებრივად და ეკონომიურად ისეთივე холоп-ია, როგორიც ვარიაგი რიურიკების დროს. ეს კი მისი მსოფლმხედველობრივი კონსტრუქციის განმაპირობებელია. რუსი მენტალურად დღესაც ყაჩაღი მათხოვარა, რომელსაც ფოთის პორტიდან "ტრაფეინი" უნიტაზები გააქვს და ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა ჯიბეში ნაქურდალი ვერცხლის კოვზი უპოვა (2008 წლის ომის კადრები).
31 мая 2016
იაპონელი კორეელი: მე აფხაზი არ ვარ!
რუსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება რაღაც "მსოფლიო ჩემპიონატი" ფეხბურთში. შეკრებილნი არიან ბედისა და FIFA-ს მიერ "დაჩაგრული", არაღიარებული ნაკრებები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისეთებიც არიან, საერთოდ, არც გამიგია.
ცხადია, იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი არიან, შესაბამისი სიფრთხილით აღიქვამენ ამგვარ ინიციატივებს, მაგრამ რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები იარაღით ხელში არ იბრძვიან საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ და სახელმწიფოს შემქმნელ ერს აჯანყებებსა და გენოციდს არ უწყობენ, - იაპონია, თურქეთი, იტალია, შვედეთი და ა. შ., - ლოიალურად ეკიდებიან უმცირესობათა მსგავს სეპარაციას. დემოკრატიულ საზოგადოებაში არავის უშლის ეს ხელს.
გასაკვირი არაა, რომ ტურნირის ჩატარების ფაქტით აფსუთა აღფრთოვანებას საზღვარი არა აქვს. იზოლაციაში ცხოვრება ცუდი რამაა და თავის ჭიას ახარებენ. თავად ამ ე. წ. ჩემპიონატზე, რომლის წინააღმდეგი სრულებით არ გახლავართ, შემდგომში შეძლებისდაგვარად მოგითხრობთ და შევეცდები იმის დადგენას, დაარღვია, თუ არა იმ 350-მდე უცხოელმა (მათ შორის, ჟურნალისტმა), რომლებიც აფხაზეთში ჩავიდნენ, ჩვენი კანონმდებლობა და როგორ იმუშავა წინმსწრებად ამის პრევენციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
აქ კი პატარა სენსაცია მინდა გაუწყოთ.
აფსუებმა (ჰოი და, საოცრება!) იაპონელი კორეელების ნაკრებში "ნათესავი აფხაზი" აღმოაჩინეს - ვინმე შოთა აიბა ქალაქ ტაგავადან! თურმე, ამ ფეხბურთელსაც ძალიან გახარებია, მისი გვარი აფსუურს რომ დაემთხვა, მაგრამ "აფხაზობისგან" შორს დაუჭერია. უთქვამს: "Ксожалению, я не абхаз, но горжусь тем, что мои имя и фамилия совпадают с абхазскими. Никогда раньше не слышал об Абхазии и абхазах".
მაგრამ სხვისი გვარებისა და ეროვნების, სხვისი ტერიტორიის, ისტორიისა და კულტურის ქურდ-ბაცაცა ხალხს ეს გააჩერებდა?! თავი არ დაუნებებიათ იაპონელ-კორეელი "აფხაზისთვის", მიუყვანიათ ადგილობრივი აიბები, თხის დაკვლასაც დაპირებიან და ა. შ. მოკლედ, ჯერ უცნობია, რით დამთავრდება ეს ამბავი.

30 мая 2016
ოკუპირებული ტერიტორიების ანტი-ანექსიური სტრატეგიის ელემენტები
“მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება”, რომელიც პუტინის რუსეთმა ორი წლის წინ გააფორმა ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შელახვის მორიგი ეტაპია. თუმცა, ის არ უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე აღებული ეპიზოდი. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსკოვი აგრძელებს ნაბიჯების სერიას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თანდათანობითი ანექსიისკენ.
25 мая 2016
პასუხი ანზორ წოწონავას რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებლისგან
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ბ-მა ანზორ წოწონავამ ამ ორგანოს საიტზე გამოაქვეყვა ტექსტი, რომელშიც პასუხი გასცა ომის ვეტერანსა და საქართველოს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, ბ-ნ როინ ჯანაშიას ამ უკანასკნელის მიერ Facebook-ზე
გამოქვეყნებულ რეპლიკაზე, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ ვიპოვე. მაგრამ ეს არაა მთავარი,
რადგან ბ-ნი ანზორის გამოხმაურებიდან მივხვდი, რომ საქმე ეხება აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს „ცნობა-არ ცნობის“ საკითხს. ამასთან, იქვე ავტორი შეეცადა, რბილად რომ ვთქვათ, აფხაზთა კრებაზე ეპასქვილა, რაც უფრო მაინტერესებს.
არ შევუდგები ა. წოწონავას ამ პუბლიკაციის იმ ნაწილის
შეფასებას, სადაც ის რ. ჯანაშიას ლანძღავს, რადგან, ვფიქრობ, თავად ადრესატს შესწევს
პასუხის გაცემის უნარი. მით უმეტეს, ჩემი დასაცავი მას არაფერი სჭირს და არც ვარ ჩახედული
იმ ნიუანსებში, რომელიც ასე დარწმუნებით სცოდნია პატივცემულ დეპუტატს.
ამასთან, ძალიან გამაკვირვა და აღმაშფოთა, როცა ა. წოწონავამ
(რომელსაც მრავალი წელია ვიცნობ და მრავალ კარგ საქმეში გვითანამშრომლია საქართველის
პარლამენტში ჩვენ-ჩვენს პოზიციებზე) რ. ჯანაშიასთან ერთად აფხაზთა კრებაც, როგორც იტყვიან,
მიგვაფურტა, - „რუსული სპეცსამსახურების დავალებების შემსრულებელნი“ გვიწოდა და „ეგრეთ
წოდებულიც“ არ დაიშურა.
14 мая 2016
მორიგი არეულობა "აფხაზურ" ეკლესიაში
„აფხაზეთის
წმინდა მიტროპოლია“, რომლის თავმჯდომარეა არქიმანდრიტი დოროფეი (დბარი), 15 მაისს
მეორე საეკლესიო-სახალხო შეკრებას გეგმავს, სადაც უნდა აირჩიონ მეორე მოწვევის
მიტროპოლია. აქვე
იქნება განხილული 2011-2016 წწ. ანგარიში და მიიღებენ მიმართვას მართლმადიდებელი
ეკლესიების კრებისადმი, რომელიც საბერძნეთში გაიმართება მ. წ. ივნისში.
აფხაზეთში
დღეს მოქმედებს ორი ქრისტიანული ორგანიზაცია: „აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია“
(ხელმძღ.: „მამა“ ბესარიონ აპლია) და „აფხაზეთის წმინდა მიტროპოლია“, რომელსაც მიტაცებული აქვს ახალი ათონის მონასტერი (ხელმძღ.: „არქიმანდრიტი“ დოროფეი დბარი).
პირველი ორიენტირებულია რუსეთის ეკლესიაზე (რომელიც აფხაზეთს საქართველოს ეკლესიის
კანონიკურ ტერიტორიად აღიარებს), ხოლო ე. წ. მიტროპოლია კონსტანტინოპოლისკენ
იმზირება. მოუხედავად იმისა, რომ ეს წარმონაქმნები ერთმანეთთან მწვავე
დაპირისპირებაში არიან, ისინი ერთ მიზანს ისახავენ: დამოუკიდებელი „აფხაზური
ეკლესიის“ შექმნას.
Подписаться на:
Сообщения (Atom)