23 сентября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1993 წლის სექტემბერი

1993 წ. 27 სექტემბერი სოხუმის რუსების მიერ ოლუპაციის, ხსოვნისა და იმედის დღეა. 
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია). 
ცხადია, ფაქობრივი შეცდომებისგან დაზღვევული არ ვართ. ბევრია გამოსაკვლევი და დასაზუსტებელი. ძმები თუ მეტყვის რამეს, გავითვალისწინებ.


ამ 1993 წ. 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების შემდეგ, აფხაზეთში მასიურად ბრუნდებიან დევნილები, რომლებიც რუსების მიერ 1992 წ. 2-5 ოქტომბერს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ, რაც მოსკოვის 1993 წ. 3 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო (http://www.parliament.ge/files/613_8104_942757_Doc_2.pdf), სოხუმიდან, გულირიფშიდან და ა. შ. გავხიზნეთ. ბავშვები, ქალები, ბებიები, ორსრულები... სოხუმში სკოლები და ბაგა-ბაღები იხსნება.  სროლა არაა. იწყება დაბომბვის შედეგების აღრიცხვა და აღდგენითი სამუშაოები. სოხუმის მერი, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავაა ამის ხელმძღვანელი.

24 августа 2017

"ცივი წყალი" დავლიოთ, ქართველებო!

ხანძრები მომრავლდა. მრავალი წუხს ასეც და ისეც, აქაც და იქაც. სამართლიანადაც. მადლობა უფალს, ადამიანთა სიცოცხლეს არ შეეხო ეს სტიქია. ხალხი განიხილავს მიზეზებს და ხშირად ისმის: დივერსია, საბოტაჟი, ბენზინის ავზები, მთავრობის ეფექტურობა, მოლოტოვის კოქტელი, ვერტმფრენები და ა. შ. უნდობლობა და ეჭვი ბევრია.
ინდოელების "რიგვედიდან" მომზირალი ცეცხლის ღმერთი აგნი, ვფიქრობ, ამ ჩვენს ხანძრებთან არაფერ შუაშია. აქ უფრო, ალბათ, სიცრუის ძველბერძნულ ქალღმერთ აპატას ოინებია...

14 августа 2017

14 აგვისტოა დღეს. ომი გრძელდება.

ვინც 1992 წლისთვის აფხაზეთში ცხოვრობდა, მათ იციან იქაური საზოგადოებრივი კლიმატის ამბები. 14 აგვისტოს ომი „ციდან“ არ მოსულა. საქართველოში ბევრს ეგონა, რაც გარეთ ხდება, არ შემეხებაო. შეცდნენ.
რა მოხდა მაშინ?
ვცხოვრობდით საქართველოში და, თითქოს ერთ დღეს, აღმოვჩნდით „დამოუკიდებელ აფსუეთში“...
ჩვენი საზოგადოება დღეს ქსელის მეშვეობით ყვინთავს და ვერ გამოსულა „აფხაზეთის აივანზე“. ცუდად იციან ამ ტკივილის „ფილოსოფია“. ძველებმა ვიცით? მეეჭვება, რომ სრულფასოვნად. ამიტომ ჩვენი, უფროსების, ბრალია, შვილებმა რომ არ იციან აფხაზეთი საიდან „იჭმევა“. არადა, მოვალენი ვართ, ეს გავაგებინოთ. მათი ერთგვარი ინდეფერენტულობაც ჩვენი სოხუმური პო@უისტობიდანაა. ე. წ. დევნილ ახალგაზრდებს ვგულისხმობ. 

05 августа 2017

მოსკოვში სჯერათ, რომ ამერიკა სამხედრო ძალით დაუპირიპირდება

საქართველოში მანამდეც ჩამოსულა მრავალი ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის ჩინოსანი და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები ტრიბუნებიდან არაერთხელ მოგვისმენია. განსაკუთრებით მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების ფონზე, ამგვარმა ძალისხმევამ ეჭვები და გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ქმედითი და გულწრფელია დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება. ამასთან, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩა. ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ახლანდელი ვიზიტი, ვფიქრობთ, მაინც განსაკუთრებული გამოდგა და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ევროპა და მსოფლიო გავაკვირვეთ საოცარი დემოკრატიით, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საბოლოოდ გადაირია და ცივილიზებული სამყარო შესაბამის რეაგირებაზე გადავიდა.

03 августа 2017

აქტიური იმედი არ მოგვშლოდეს

იმდენად დინამიური და მოვლენებით დატვირთულია ბოლო დღეები, რომ ადამიანებს ბუნებრივად ებადებათ კითხვები, ღელავენ, უხარიათ, ეშინიათ. მამაძაღლი რუსების ცხვირ წინ ნატოს ჯარების მარში - როგორც მორალურ-ტექნიკური მხარდაჭერის დემონსტრირება; აშშ- ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მისი მკვეთრი შეფასებები ოკუპანტის მიმართ - როგორც აშშ-საქართველოს საერთო ინტერესების გამოხატულება; ამერიკის კონგრესის ყოვლისმომცველი სანქციები (ევროპელ რუსოფილთა წუწუნის ფონზე) და რუსეთის კარიკატურული "კონტრსანქციების" (აშშ- საელჩოსთვის საწყობების ჩამორთმევა); პრეზიდენტ ტრამპის ექსცენტრიული პოლიტყალთაბანდობისთვის ამოდებული ლაგამი; ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები საქართველოში (რომელშიც სომხეთიც კი მონაწილეობს, რადგან "ქარის მიმართულება" იგრძნეს); პუტინის ვიზიტის დაანონსება კრიმინალურ და გავერანებულ აფხაზეთში - როგორც რუსეთის პოლიტიკური კრახი; რუსების არმიის წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში... რთულია ერთბაშად ამდენის გადახარშვა და შესაძლო პერსპექტივის დალაგება.

01 августа 2017

"ინტელიგენტური" ეთნოწმენდა ანუ გალელთა გააფსუების მცდელობა

როგორც მოგეხსენებათ, მ. წ. 19 ივლისს ქალაქ გალის 85-ე წლისთავის აღნიშვნის პარალელურად აფსუებმა ჩაატარეს  2014 . შეკოწიწებული «სამურზაყანოელ აფხაზთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის» ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობს გალელი თენგიზ ინალ-იფა და რომელიც 2012 წლამდე ინალიშვილი იყო.
ამ ყრილობით საოკუპაციო რეჟიმმა, ფაქტიურად, ოფიციალურად დაიწყო აფხაზეთში ჯერ კიდევ დარჩენილ ქართველთა ძალადობრივი გააფსუება - მათი გვარების გადაკეთება და ეროვნების შეცვლა. აფსუები მუდამ თავის სიმცირეს მისტიროდნენ და ჩრდილოკავკასიურ წარმომავლობას მალავდნენ, სხვა ეროვნებებზე პარაზიტირებას და გვარების ქურდობას ახერხებდნენ. ამიტომ მოგვპარეს აფხაზობა, ამ კუთხის ისტორია და კულტურა.

12 июля 2017

მორიგი დაპირისპირების წინაპირობა აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირება, კლანური გარჩევები და კრიზისები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ბოლო მაგალითი 2014 წ. მაისში „პრეზიდენტ“ ა. ანქვაბის ხელისუფლებიდან ძალადობრივი ჩამოშორება და აფხაზეთიდან გაძევებეა იყო. მაშინ მის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ, მაგრამ რახან ანქვაბმა მოასწრო გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის თავის შეფარება, გადარჩა და მოსკოვში წავიდა.
გადატრიალების შედეგად რ. ხაჯინბას კლანის მიერ წაჩოჩებულ ა. ანქვაბის მომხრეებს მობილიზებისთვის ორი წელი დასჭირდათ. შედეგად ჩამოყალიბდა ე. წ. ოპოზიციურ ძალთა ბლოკი, რომელშიც გაერთიანდნენ გავლენიანი პარტია „ამცახარა“ (ალხას კვიწინია), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნუგზარ აშუბა) და ფონდი „აფრა“ (ასლან ბჟანია). შემდგომ პერიოდში მათ თანდათან შეუერთდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები „კიარაზაა“ და „აიტაირა“. ცოტა განზე იყურება სერგეი შამბას შედარებით სუსტი „ედინაია აფხაზია“, მაგრამ ძირითადში მაინც ოპოზიციის თამაშს მიჰყვება, რადგან მათ რ. ხაჯინბას „პრეზიდენტობისგან“ ვერავითარი პოლიტიკური ხეირი ვერ მიიღეს.