1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ
ზვიად გამსახურდიას მომხრე
შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა
განახორციელეს და აიღეს
ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე
თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის
რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ
კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ
იქნა ტანკები და ავიაცია.
ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი გ. კოლესნიკოვი.
ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა გუდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა,
ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო
ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
- ე.
წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა
და ГРУ-ს
(რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა.
ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია.
მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ,
მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.


