გიორგი ლუკავას ოკუპირებული აფხაზეთის
დრანდის ციხიდან განთავისუფლებისა და ქართული მხარისთვის გადმოცემის გამო, როგორც მოგეხსენებათ,
აფხაზეთში პოლიტიკუპი ვითარება დაიძაბა. გაიმართა მრავალი აქცია. „პარლამენტმა“ შექმნა სპეციალური კომისია და საგანგებო
სხდომაზე მიიღო სპეციალური დადგენილება. დოკუმენტის მიხედვით, „პრეზიდენტს“ წარედგინება
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის კანდიდატურა ამ ორგანოს სრული შემადგენლობით დაკომპლექტებისთვის,
რაც მას ფუნქციონირების საშუალებას მისცემს. ეს კი, ოპოზიციის ვარაუდით, რაულ ხაჯინბას
მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტის გამოძიებისა და დამტკიცების საშუალებას იძლევა,
რაც „პრეზიდენტის“ იმპიჩმენტის საკითხის დაყენების საფუძველი შესაძლოა გახდეს.
11 января 2018
28 декабря 2017
აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა
ჩვენი მთავარი ამოცანები უცვლელია და დაკავშირებულია
საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსების შენახვასთან, ეკონომიკის ზრდასა და ადამიანური
კაპიტალის განვითარებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებასთან, ჩვენი მოქალაქეების
ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფასთან.
(...)
სახალხო კრებაში - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში
2017 წ. მარტში ჩატარებული არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი იყო, რამაც
მისი დემოკრატიული ხასიათი განსაზღვრა.
{2017 წ. არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 12 მარტს, მეორე - 26 მარტს.
35 ადგილიანი ორგანო ტრადიციულად მონოეთნიკურია: სამი სომეხი, ერთი ქართველი გალის
რ-დან, დანარჩენი აფხაზი და არც ერთი რუსი. ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა
53,05 %. დეპუტატთაგან მხოლოდ ერთია ქალი.
მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 20 დეპუტატი გაიყვანა, ე. წ. ოპოზიციამ - 9, ხოლო დანარჩენებს
ნეიტრალურებად თვლიან}.
14 декабря 2017
ჟენევის მოლაპარაკებები - უსარგებლო საჭიროება
გრძელდება აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით. შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ა/ო დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი.
13 ноября 2017
ვისი აშენებულია ბესლეთის ხიდი?
აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ
მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო
სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა. ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით,
რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული
კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.
23 октября 2017
რა უჯდება რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის რჩენა
2009 წლიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი
რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორი მიმართულებით იხარჯება: „სოციალურ-ეკონომიკური
განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიციები“.
2009-2016
წწ. ცხინვალის რეჟიმმა რუსეთისგან მიიღო 52,45
მლრდი რუსული რუბლი, რაც 912,6 მლნ აშშ-ის დოლარია.
2010
წ. რუსეთის შესაბამისმა საფინანსო სტრუქტურებმა შეამოწმეს აფხაზეთისთვის გამოყოფილი
სახსრების ხარჯვის მაჩვენებლები და 347 მლნ რ.რ. დარღვევა აღმოაჩინეს.
2017
წლისთვის რუსეთი აფხაზეთს გამოუყოფს 4,7 მლრდ რ.რ. (81,7 მლნ დოლარი).
2018-2020
წწ. დაგეგმილია აფხაზეთისთვის 11,5 მლრდ, ხოლო ცხინვალისთვის - 16,8 მლრდის გამოყოფა.
04 октября 2017
რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1992 წლის ოქტომბერი
1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ
ზვიად გამსახურდიას მომხრე
შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა
განახორციელეს და აიღეს
ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე
თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის
რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ
კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ
იქნა ტანკები და ავიაცია.
ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი გ. კოლესნიკოვი.
ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა გუდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა,
ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო
ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
- ე.
წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა
და ГРУ-ს
(რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა.
ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია.
მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ,
მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.
23 сентября 2017
რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1993 წლის სექტემბერი
1993 წ. 27 სექტემბერი სოხუმის რუსების მიერ ოლუპაციის, ხსოვნისა და იმედის დღეა.
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია).
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია).
ცხადია, ფაქობრივი
შეცდომებისგან დაზღვევული არ ვართ. ბევრია გამოსაკვლევი და დასაზუსტებელი. ძმები თუ მეტყვის რამეს, გავითვალისწინებ.
ამ 1993 წ. 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების
შემდეგ, აფხაზეთში მასიურად ბრუნდებიან დევნილები, რომლებიც რუსების მიერ
1992 წ. 2-5 ოქტომბერს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ, რაც მოსკოვის 1993 წ. 3 სექტემბრის
ხელშეკრულების დარღვევა იყო (http://www.parliament.ge/files/613_8104_942757_Doc_2.pdf), სოხუმიდან, გულირიფშიდან და ა. შ. გავხიზნეთ. ბავშვები, ქალები, ბებიები,
ორსრულები... სოხუმში სკოლები და ბაგა-ბაღები იხსნება. სროლა არაა. იწყება დაბომბვის შედეგების აღრიცხვა
და აღდგენითი სამუშაოები. სოხუმის მერი, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავაა ამის ხელმძღვანელი.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

