30 января 2016

პუტინზე საფარი გამოცხადდა

ბრიტანეთის ლორდთა პალატა როცა ვ. პუტინს მკვლელობის ორგანიზებასა და პედოფილობაში სდებს ბრალს, თანამეგობრობის 16 სამეფო, ცხადია, ამას იზიარებს. დავუმატოთ აშშ და ევროკავშირის ქვეყნები და თითქმის მორჩა ნორმალური სამყარო. მსოფლიო კეთროვანთა "რეიტინგში" აფრიკელი კანიბალის, ბოკასას შემდეგ ვ. პუტინი დაწინაურდა. რა მოსატანია მათთან კადაფისა და სადამი ხუსეინის მსგავსი "ბალღები". 

ვ. პუტინისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებათა წინააღმდეგ დაწყებული საქმეები და ბრალდებები:

28 января 2016

როგორ უყვარს პუტინსა და ლავროვ-კალანტაროვს ქართველი ხალხი

"გაზპრომის" საქართველოს ბაზარზე სერიოზული შემოსვლა - ეს დიდი გეგმის (ან, როგორც ამბობენ, "ბ" გეგმის) მხოლოდ ნაწილია, რომელმაც ქვეყანა უნდა აქციოს  "გამავალ ეზოდ" რუსეთსა და სომხეთს შორის. შემდეგი ეტაპი, სავარაუდოდ, იქნება რუსეთ-ირანის მასშტაბური გაზსადენი ჩვენსა და სომხეთის გავლით. ამას აუცილებლად მოჰყვება საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა მისი ირანის მიმართულებით გაგრძელების პერსპექტივით.
ამგვარად, მიიღებს რა საქართველოს გავლით რუსეთთან სრულმასშტაბიან კავშირს (იგულისხმება სამხედრო კომპონენტიც), სომხეთს საშუალება ეძლევა, მშვიდად განაგრძოს აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია, რაც ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთად დიდ პრობლემებს შეგვიქმნის.

როგორ ვუშველოთ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, ანუ მორალურ-პოლიტიკური ტრაგედია

წინასწარი დათქმა: მიუხედავად ჩვენ უთანხმოებისა არჩევნების ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭო არის კანონიერი ორგანო და ის საქმეს სჭირდება.    
აფხაზეთის ა/რ დეპუტატთა (ერთეულთა გამოკლებით) ტრაგედია ისაა, რომ, მოყოლებული მათი არჩევიდან (1991 წ. 29 სექტემბერი), მუდმივად უწევთ ქვეყანაში პერმანენტულად ცვლად კონიუნქტურაზე მორგება. პოლიტიკაში, შესაძლოა, ეს დასაძრახი არც არის, თუ კომპრომისები საზოგადოების განვითარებას, პრობლემათა გადაწყვეტას უწყობს ხელს და არა პირიქით.
სოხუმში ეს ორგანო დაკომპლექტდა აფსუა სეპარატისტების, ქართველი ნომენკლატურისა და ეროვნული მოძრაობის „მრგვალი მაგიდის“ ფრთის წარმომადგენლებისგან.

27 января 2016

ვის სჭირდება სოხუმის ახალი სამხედრო გზა

ჩრდილოეთ კავკასიიდან სოხუმისკენ გზის მშენებლობის შესახებ ვ. პუტინის ახალი განცხადების შემდეგ ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. მას ისტორიულად სოხუმის სამხედრო გზა ერქვა. ძველ დროს გზის ნაწილს „თურქულ ბილიკსაც“ უწოდებდნენ, რომელიც გამოსახულია XIV ს. ვენეციის რუკა-სქემაზე. 1894-1903 წწ. გაყვანილ იქნა სრულფასოვანი გზა  საქართველოსა და ჩერქეზეთს შორის, რომლის საავტომობილო გზად გამოეყენებინას მეორე მსოფლიო ომის დროს ცდილობდნენ. 1946 წ. გზა, ფაქტიურად, არ გამოიყენება. გზის სიგრძეა 337 კმ. და გადის ქლუხორის უღელტეხილზე (2781 მ.).

25 января 2016

პედოფილის დასასრულის დასაწყისი?

(უცხოური პრესის მიხედვით)
ლონდონის სასამართლომ ოფიციალურად დაადანაშაულა ვ. პუტინი ლიტვინენკოს მკვლელობის ორგანიზებაში და ამას დააყოლა ეჭვები მის პედოფილობაში. ეს უკვე დემოკრატიული მსოფლიოს ვერდიქტია და აღარ უნდა ლაი-ლაი.

რამდენად სერიოზულია პუტინისთვის „ადგილის მიჩენის“ ოპერაცია, ამაზე მეტყველებს თუნდაც იმ დასავლურ გამოცემათა ჩამონათვალი, რომლებიც აშუქეენ „ჩრდილოეთის ჯამახერიის“ ლიდერის ამბავს. „ლიტვინენკო მოკლულია პუტინის პირადი ბრძანებით“ - The Guardian, „როგორც ჩანს, პუტინის მიერაა სანქცირებული ლიტვინენკოს მოწამვლა“ - The Washington post, „კაგებეს ექს-თანამშრომელი მოკლეს,

24 января 2016

ვის ისტორიასა და კულტურას უვლიან აფსუები?

აფხაზეთი, როგორც ქართული სახელწიფოებრიობის ერთ-ერთი აკვანი, მდიდარია ისტორიულ-კულტურული, რელიგიური, არქიტექტურული, არქეოლოგიური და ბუნებრივი ძეგლებით. მათი აღრიცხვისა და შენარჩუნებისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ 150 წლის წინ დაიწყო.
წინა ს. 90-იანებში აფხაზეთის რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ, პირველად ვ. არძინბამ მოაწერა ხელი სოხუმში არსებული დასაცავი ობიექტების სიას. 2015 წ. 29 დეკემბერს კი რეჟიმის ლიდერმა რ. ხაჯინბა დაამტკიცა ახალი სია, რომელშიც შევიდა 1535 ობიექტი. მაგ.: სოხუმის ციხე-სიმაგრე (I-IV სს., X-XVIII სს., 1723 წ.), ბაგრატის ციხე (X-XI სს.), გაგრის ციხე (III ს. ძ.წ.),

რკინიგზის გახსნა - ნაბიჯი აფხაზეთის დაკარგვისკენ

საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნის მცდელობა ჯერ კიდევ ე. შევარდნაძის დროს დაიწყო, რაც მაშინ გაცილებით ადვილი ჩანდა.
ამ საკითხის მკვდარი წერტილიდან დაძვრის რამოდენიმე ცდა იყო 2003-2005 წლებში. რუსეთი, სომხეთი და საქართველო შეთანხმდნენ სარკინიგზო კონსორციუმის შექმნაზე, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა მასში აფხაზეთის მონაწილეობის ფორმატის შეუთანხმებლობის გამო. 2008 წ. ომმა კი საერთოდ მოხსნა დღის წესრიგიდან ეს საკითხი. 2012 წ. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ საკითხის სასწრაფო (2 ნოემბერი) აქტუალიზაცია მოახდინა მინისტრმა პ.ზაქარეიშვილმა ისე, რომ მთავრობაში არც ყოფილა განხილული.