აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ
მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო
სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა. ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით,
რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული
კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.
13 ноября 2017
23 октября 2017
რა უჯდება რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის რჩენა
2009 წლიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი
რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორი მიმართულებით იხარჯება: „სოციალურ-ეკონომიკური
განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიციები“.
2009-2016
წწ. ცხინვალის რეჟიმმა რუსეთისგან მიიღო 52,45
მლრდი რუსული რუბლი, რაც 912,6 მლნ აშშ-ის დოლარია.
2010
წ. რუსეთის შესაბამისმა საფინანსო სტრუქტურებმა შეამოწმეს აფხაზეთისთვის გამოყოფილი
სახსრების ხარჯვის მაჩვენებლები და 347 მლნ რ.რ. დარღვევა აღმოაჩინეს.
2017
წლისთვის რუსეთი აფხაზეთს გამოუყოფს 4,7 მლრდ რ.რ. (81,7 მლნ დოლარი).
2018-2020
წწ. დაგეგმილია აფხაზეთისთვის 11,5 მლრდ, ხოლო ცხინვალისთვის - 16,8 მლრდის გამოყოფა.
04 октября 2017
რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1992 წლის ოქტომბერი
1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ
ზვიად გამსახურდიას მომხრე
შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა
განახორციელეს და აიღეს
ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე
თავდასხმა განახორციელეს
რუსეთის
რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ
კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ
იქნა ტანკები და ავიაცია.
ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა
რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გენერალ-პოლკოვნიკი გ. კოლესნიკოვი.
ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა გუდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა,
ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო
ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
- ე.
წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა
და ГРУ-ს
(რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა.
ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია.
მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ,
მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.
23 сентября 2017
რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1993 წლის სექტემბერი
1993 წ. 27 სექტემბერი სოხუმის რუსების მიერ ოლუპაციის, ხსოვნისა და იმედის დღეა.
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია).
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია).
ცხადია, ფაქობრივი
შეცდომებისგან დაზღვევული არ ვართ. ბევრია გამოსაკვლევი და დასაზუსტებელი. ძმები თუ მეტყვის რამეს, გავითვალისწინებ.
ამ 1993 წ. 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების
შემდეგ, აფხაზეთში მასიურად ბრუნდებიან დევნილები, რომლებიც რუსების მიერ
1992 წ. 2-5 ოქტომბერს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ, რაც მოსკოვის 1993 წ. 3 სექტემბრის
ხელშეკრულების დარღვევა იყო (http://www.parliament.ge/files/613_8104_942757_Doc_2.pdf), სოხუმიდან, გულირიფშიდან და ა. შ. გავხიზნეთ. ბავშვები, ქალები, ბებიები,
ორსრულები... სოხუმში სკოლები და ბაგა-ბაღები იხსნება. სროლა არაა. იწყება დაბომბვის შედეგების აღრიცხვა
და აღდგენითი სამუშაოები. სოხუმის მერი, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავაა ამის ხელმძღვანელი.
24 августа 2017
"ცივი წყალი" დავლიოთ, ქართველებო!
ხანძრები მომრავლდა. მრავალი წუხს ასეც და ისეც, აქაც და იქაც. სამართლიანადაც. მადლობა უფალს, ადამიანთა სიცოცხლეს არ შეეხო ეს სტიქია. ხალხი განიხილავს მიზეზებს და ხშირად ისმის: დივერსია, საბოტაჟი, ბენზინის ავზები, მთავრობის ეფექტურობა, მოლოტოვის კოქტელი, ვერტმფრენები და ა. შ. უნდობლობა და ეჭვი ბევრია.
ინდოელების "რიგვედიდან" მომზირალი ცეცხლის ღმერთი აგნი, ვფიქრობ, ამ ჩვენს ხანძრებთან არაფერ შუაშია. აქ უფრო, ალბათ, სიცრუის ძველბერძნულ ქალღმერთ აპატას ოინებია...
ინდოელების "რიგვედიდან" მომზირალი ცეცხლის ღმერთი აგნი, ვფიქრობ, ამ ჩვენს ხანძრებთან არაფერ შუაშია. აქ უფრო, ალბათ, სიცრუის ძველბერძნულ ქალღმერთ აპატას ოინებია...
14 августа 2017
14 აგვისტოა დღეს. ომი გრძელდება.
ვინც 1992 წლისთვის აფხაზეთში
ცხოვრობდა,
მათ
იციან
იქაური
საზოგადოებრივი კლიმატის ამბები. 14 აგვისტოს ომი
„ციდან“ არ მოსულა. საქართველოში ბევრს ეგონა, რაც გარეთ ხდება, არ შემეხებაო. შეცდნენ.
რა მოხდა მაშინ?
ვცხოვრობდით საქართველოში და, თითქოს ერთ დღეს, აღმოვჩნდით
„დამოუკიდებელ აფსუეთში“...
ჩვენი საზოგადოება დღეს ქსელის მეშვეობით ყვინთავს და
ვერ გამოსულა „აფხაზეთის აივანზე“. ცუდად იციან ამ ტკივილის „ფილოსოფია“. ძველებმა ვიცით?
მეეჭვება, რომ სრულფასოვნად. ამიტომ ჩვენი, უფროსების, ბრალია, შვილებმა რომ არ იციან აფხაზეთი საიდან
„იჭმევა“. არადა, მოვალენი ვართ, ეს გავაგებინოთ. მათი ერთგვარი ინდეფერენტულობაც ჩვენი სოხუმური
პო@უისტობიდანაა. ე. წ. დევნილ ახალგაზრდებს ვგულისხმობ.
05 августа 2017
მოსკოვში სჯერათ, რომ ამერიკა სამხედრო ძალით დაუპირიპირდება
საქართველოში მანამდეც ჩამოსულა მრავალი ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის ჩინოსანი და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები ტრიბუნებიდან არაერთხელ
მოგვისმენია. განსაკუთრებით მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების ფონზე, ამგვარმა
ძალისხმევამ ეჭვები და გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ქმედითი და გულწრფელია დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება. ამასთან, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა
გადარჩა. ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ახლანდელი
ვიზიტი, ვფიქრობთ, მაინც განსაკუთრებული გამოდგა და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ევროპა და
მსოფლიო გავაკვირვეთ საოცარი დემოკრატიით, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საბოლოოდ გადაირია
და ცივილიზებული სამყარო შესაბამის რეაგირებაზე გადავიდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)

