ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდმა კრებამ, შესაძლოა, გააუქმოს მსოფლიო პატრიარქ დიონისე IV-ისა და კონსტანტინოპოლის წმ. სინოდის მიერ ჯერ კიდევ 1686 წ. მიღებული განკარგულება {რუს. Томос (ბერძნ. τόμος <греч. τέμνω) — «кусок»; «том» от «резать», «делить»}, რომლის მიხედვით, კიევის ეკლესია სრულიად უკანონოდ მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთეს.
უკრაინაში დღეს მართლმადიდებლები 4 ნაწილად არიან გაყოფილნი, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს უკრაინის ეკლესიის ატოკეფალიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ავტორიტეტშელახულ საეკლესიო ხელისუფლებას და მის ამბიციებს "მესამე რომის" შესახებ.
აქ იმზე არ ვილაპარაკებ, თუ რა პოზიცია უკავია მოსკოვის საპატრიარქოს პუტინის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ომებთან და მის ექსპანსიონიზმთან მიმართებაში, - ეს ცნობილია. მაგრამ ძალიან მაინტერსებს, ეს დიდი საეკლესიო მითქმა-მოთქმა და ორომტრიალი როგორ აისახება საქართველოზე და კერძოდ, აფხაზეთის პრობლემაზე.