28 декабря 2017

აფხაზეთის „პრეზიდენტის“ რ. ხაჯინბას მიმართვა

ჩვენი მთავარი ამოცანები უცვლელია და დაკავშირებულია საზოგადოებისა და სახელმწიფოს რესურსების შენახვასთან, ეკონომიკის ზრდასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან, სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერებასთან, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ხარისხის ამაღლებასა და საზოგადოების კონსოლიდაციის უზრუნველყოფასთან. (...)
სახალხო კრებაში - აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში 2017 წ. მარტში ჩატარებული არჩევნები მრავალპარტიული და კონკურენტუნარიანი იყო, რამაც მისი დემოკრატიული ხასიათი განსაზღვრა.
{2017 წ. არჩევნების პირველი ტური ჩატარდა 12 მარტს, მეორე - 26 მარტს. 35 ადგილიანი ორგანო ტრადიციულად მონოეთნიკურია: სამი სომეხი, ერთი ქართველი გალის რ-დან, დანარჩენი აფხაზი და არც ერთი რუსი. ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 53,05 %.  დეპუტატთაგან მხოლოდ ერთია ქალი. მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ 20 დეპუტატი გაიყვანა, ე. წ. ოპოზიციამ - 9, ხოლო დანარჩენებს ნეიტრალურებად თვლიან}.

14 декабря 2017

ჟენევის მოლაპარაკებები - უსარგებლო საჭიროება

გრძელდება აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. პირველი სამუშაო ჯგუფი განიხილავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს, ხოლო მეორე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარებას, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნებასთან დაკავშირებულ საკითხებს. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო- თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის მონაწილეობით. შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის / დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ა/ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებებლი.

13 ноября 2017

ვისი აშენებულია ბესლეთის ხიდი?

აფსუა ბლოგერი ვინმე რისმაგ აჯინჯალი მიიჩნევს, რომ სოხუმთან მდებარე ქართული კულტურის მატერიალური ძეგლის, - ბესლეთის (თამარ მეფის) ხიდის, - ქართული ასომთავრული წარწერა 1935 წ. ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების დროს ამოტვიფრეს ქართველმა მეცნიერებმა და ის მანამდე არ იყო. არადა ეს სამუშაოები 1939 წ. განხორციელდა.  ხიდზე ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში გააქრეს. ქართველი ამას, ცხადია, არ იზამდა. სტელა მოიპარა აფხაზეთში ქართული კვალის წაშლით დაიტერესებულმა ნაძირალამ.

23 октября 2017

რა უჯდება რუსეთს სოხუმისა და ცხინვალის რჩენა

ბოლო რვა წლის განმავლობაში  რუსეთმა აფხაზეთის რეჟიმს 37 მლრდი რუსული რუბლის დახმარება გამოუყო, რაც დღევანდელი კურსით 643 817 457 აშშ-ის დოლარს შეადგენს. ამ თანხებს სოხუმის ხელისუფლება დარღვევებით ხარჯავდა, მაგრამ ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეები არ აღძრულა.
2009 წლიდან „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ბიუჯეტის 50%-ზე მეტი რუსულ დახმარებაზეა დამოკიდებული, რომელიც ორი მიმართულებით იხარჯება: „სოციალურ-ეკონომიკური განვითარება“ და „საბიუჯეტო ინვესტიციები“.
2009-2016 წწ. ცხინვალის რეჟიმმა რუსეთისგან მიიღო 52,45 მლრდი რუსული რუბლი, რაც 912,6 მლნ აშშ-ის დოლარია.
2010 წ. რუსეთის შესაბამისმა საფინანსო სტრუქტურებმა შეამოწმეს აფხაზეთისთვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მაჩვენებლები და 347 მლნ რ.რ. დარღვევა აღმოაჩინეს.
2017 წლისთვის რუსეთი აფხაზეთს გამოუყოფს 4,7 მლრდ რ.რ. (81,7 მლნ დოლარი).
2018-2020 წწ. დაგეგმილია აფხაზეთისთვის 11,5 მლრდ, ხოლო ცხინვალისთვის - 16,8 მლრდის გამოყოფა. 

04 октября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1992 წლის ოქტომბერი

1 ოქტომბერი
- პრეზიდენტ ზვიად  გამსახურდიას მომხრე შეიარაღებულმა ფორმირებებმა შეტევა განახორციელეს და აიღეს ქ. ხობი.
2-3 ოქტომბერი
- გაგრაზე თავდასხმა განახორციელეს რუსეთის რეგულარული არმიისა და მათ მიერვე ორგანიზებულმა ჩრდილოეთ კავკასიელთა შენაერთებმა, მათ შორის, შამილ ბასაევის რაზმმა. ბრძოლებში გამოყენებულ იქნა ტანკები და ავიაცია. ზღვის აკვატორია ჩაიკეტა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდების მიერ. საქართველოს წინააღმდეგ მეომარ ამ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილ გენერალ-პოლკოვნიკ გ. კოლესნიკოვი. ამავე პერიოდში რუსულმა ტანკერმა უდაუთაში, რომელსაც ქართული მხარე ვერ აკონტროლებდა, ჩამოცალა 420 ტონა დიზელის საწვავი და ბენზინი, რომელიც სამხედრო ტექნიკისთვის იყო განკუთვნილი.
-  ე. წ. კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის პრეზიდენტ მ. შანიბოვის აქტიური მონაწილეობით ჩატარდა КГБ-სა და ГРУ-ს (რუსეთის გენშტაბის სამხედრო დაზვერვა) მიერ შექმნილი ამ ორგანიზაციის საგანგებო ყრილობა. ორგანიზაციას ეწოდა კავკასიის ხალხთა კონფედერაცია. მიიღეს გადაწყვეტილება, გაეფართოებინათ აფხაზეთში სეპარატისტთა მხარდაჭერა, კერძოდ, მხარი დაუჭირეს საომარ მოქმედებებში კაზაკთა რაზმების მონაწილეობას.

23 сентября 2017

რუსეთ-საქართველოს ომის ქრონიკა_1993 წლის სექტემბერი

1993 წ. 27 სექტემბერი სოხუმის რუსების მიერ ოლუპაციის, ხსოვნისა და იმედის დღეა. 
ქვემოთმდებარე გამოქვეყნებულია წიგნში „აფხაზეთის ლაბირინთი“, რომელმელიც საქართველოს პარლამენტის ხელშეწყობით და დაფინანსებით 1999 წელს გამოიცა სამ ენაზე. (ავტორები: ვახტანგ ყოლბაია, დავით ლაცუზბაია, რაფიელ გელანტია, თეიმურაზ ჭახრაკია). 
ცხადია, ფაქობრივი შეცდომებისგან დაზღვევული არ ვართ. ბევრია გამოსაკვლევი და დასაზუსტებელი. ძმები თუ მეტყვის რამეს, გავითვალისწინებ.


ამ 1993 წ. 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულების შემდეგ, აფხაზეთში მასიურად ბრუნდებიან დევნილები, რომლებიც რუსების მიერ 1992 წ. 2-5 ოქტომბერს ქ. გაგრის ოკუპაციის შემდეგ, რაც მოსკოვის 1993 წ. 3 სექტემბრის ხელშეკრულების დარღვევა იყო (http://www.parliament.ge/files/613_8104_942757_Doc_2.pdf), სოხუმიდან, გულირიფშიდან და ა. შ. გავხიზნეთ. ბავშვები, ქალები, ბებიები, ორსრულები... სოხუმში სკოლები და ბაგა-ბაღები იხსნება.  სროლა არაა. იწყება დაბომბვის შედეგების აღრიცხვა და აღდგენითი სამუშაოები. სოხუმის მერი, გურამ გაბისკირია და ჟიული შარტავაა ამის ხელმძღვანელი.

24 августа 2017

"ცივი წყალი" დავლიოთ, ქართველებო!

ხანძრები მომრავლდა. მრავალი წუხს ასეც და ისეც, აქაც და იქაც. სამართლიანადაც. მადლობა უფალს, ადამიანთა სიცოცხლეს არ შეეხო ეს სტიქია. ხალხი განიხილავს მიზეზებს და ხშირად ისმის: დივერსია, საბოტაჟი, ბენზინის ავზები, მთავრობის ეფექტურობა, მოლოტოვის კოქტელი, ვერტმფრენები და ა. შ. უნდობლობა და ეჭვი ბევრია.
ინდოელების "რიგვედიდან" მომზირალი ცეცხლის ღმერთი აგნი, ვფიქრობ, ამ ჩვენს ხანძრებთან არაფერ შუაშია. აქ უფრო, ალბათ, სიცრუის ძველბერძნულ ქალღმერთ აპატას ოინებია...

14 августа 2017

14 აგვისტოა დღეს. ომი გრძელდება.

ვინც 1992 წლისთვის აფხაზეთში ცხოვრობდა, მათ იციან იქაური საზოგადოებრივი კლიმატის ამბები. 14 აგვისტოს ომი „ციდან“ არ მოსულა. საქართველოში ბევრს ეგონა, რაც გარეთ ხდება, არ შემეხებაო. შეცდნენ.
რა მოხდა მაშინ?
ვცხოვრობდით საქართველოში და, თითქოს ერთ დღეს, აღმოვჩნდით „დამოუკიდებელ აფსუეთში“...
ჩვენი საზოგადოება დღეს ქსელის მეშვეობით ყვინთავს და ვერ გამოსულა „აფხაზეთის აივანზე“. ცუდად იციან ამ ტკივილის „ფილოსოფია“. ძველებმა ვიცით? მეეჭვება, რომ სრულფასოვნად. ამიტომ ჩვენი, უფროსების, ბრალია, შვილებმა რომ არ იციან აფხაზეთი საიდან „იჭმევა“. არადა, მოვალენი ვართ, ეს გავაგებინოთ. მათი ერთგვარი ინდეფერენტულობაც ჩვენი სოხუმური პო@უისტობიდანაა. ე. წ. დევნილ ახალგაზრდებს ვგულისხმობ. 

05 августа 2017

მოსკოვში სჯერათ, რომ ამერიკა სამხედრო ძალით დაუპირიპირდება

საქართველოში მანამდეც ჩამოსულა მრავალი ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის ჩინოსანი და ჩვენი მხარდამჭერი განცხადებები ტრიბუნებიდან არაერთხელ მოგვისმენია. განსაკუთრებით მოუგვარებელი ტერიტორიული პრობლემების ფონზე, ამგვარმა ძალისხმევამ ეჭვები და გარკვეული ნიჰილიზმი გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ქმედითი და გულწრფელია დასავლეთის ჩვენდამი დამოკიდებულება. ამასთან, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა გადარჩა. ამ კონტექსტში ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ახლანდელი ვიზიტი, ვფიქრობთ, მაინც განსაკუთრებული გამოდგა და არა იმიტომ, რომ ქართველებმა ევროპა და მსოფლიო გავაკვირვეთ საოცარი დემოკრატიით, არამედ იმიტომ, რომ პუტინის რუსეთი საბოლოოდ გადაირია და ცივილიზებული სამყარო შესაბამის რეაგირებაზე გადავიდა.

03 августа 2017

აქტიური იმედი არ მოგვშლოდეს

იმდენად დინამიური და მოვლენებით დატვირთულია ბოლო დღეები, რომ ადამიანებს ბუნებრივად ებადებათ კითხვები, ღელავენ, უხარიათ, ეშინიათ. მამაძაღლი რუსების ცხვირ წინ ნატოს ჯარების მარში - როგორც მორალურ-ტექნიკური მხარდაჭერის დემონსტრირება; აშშ- ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი და მისი მკვეთრი შეფასებები ოკუპანტის მიმართ - როგორც აშშ-საქართველოს საერთო ინტერესების გამოხატულება; ამერიკის კონგრესის ყოვლისმომცველი სანქციები (ევროპელ რუსოფილთა წუწუნის ფონზე) და რუსეთის კარიკატურული "კონტრსანქციების" (აშშ- საელჩოსთვის საწყობების ჩამორთმევა); პრეზიდენტ ტრამპის ექსცენტრიული პოლიტყალთაბანდობისთვის ამოდებული ლაგამი; ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უპრეცედენტო სამხედრო წვრთნები საქართველოში (რომელშიც სომხეთიც კი მონაწილეობს, რადგან "ქარის მიმართულება" იგრძნეს); პუტინის ვიზიტის დაანონსება კრიმინალურ და გავერანებულ აფხაზეთში - როგორც რუსეთის პოლიტიკური კრახი; რუსების არმიის წვრთნები ჩრდილოეთ კავკასიაში... რთულია ერთბაშად ამდენის გადახარშვა და შესაძლო პერსპექტივის დალაგება.

01 августа 2017

"ინტელიგენტური" ეთნოწმენდა ანუ გალელთა გააფსუების მცდელობა

როგორც მოგეხსენებათ, მ. წ. 19 ივლისს ქალაქ გალის 85-ე წლისთავის აღნიშვნის პარალელურად აფსუებმა ჩაატარეს  2014 . შეკოწიწებული «სამურზაყანოელ აფხაზთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის» ყრილობა, რომელსაც ხელმძღვანელობს გალელი თენგიზ ინალ-იფა და რომელიც 2012 წლამდე ინალიშვილი იყო.
ამ ყრილობით საოკუპაციო რეჟიმმა, ფაქტიურად, ოფიციალურად დაიწყო აფხაზეთში ჯერ კიდევ დარჩენილ ქართველთა ძალადობრივი გააფსუება - მათი გვარების გადაკეთება და ეროვნების შეცვლა. აფსუები მუდამ თავის სიმცირეს მისტიროდნენ და ჩრდილოკავკასიურ წარმომავლობას მალავდნენ, სხვა ეროვნებებზე პარაზიტირებას და გვარების ქურდობას ახერხებდნენ. ამიტომ მოგვპარეს აფხაზობა, ამ კუთხის ისტორია და კულტურა.

12 июля 2017

მორიგი დაპირისპირების წინაპირობა აფხაზეთში

ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ სივრცეში დაპირისპირება, კლანური გარჩევები და კრიზისები ჩვეულებრივი მოვლენაა. ამის ბოლო მაგალითი 2014 წ. მაისში „პრეზიდენტ“ ა. ანქვაბის ხელისუფლებიდან ძალადობრივი ჩამოშორება და აფხაზეთიდან გაძევებეა იყო. მაშინ მის ლიკვიდაციასაც აპირებდნენ, მაგრამ რახან ანქვაბმა მოასწრო გუდაუთის რუსული სამხედრო ბაზისთვის თავის შეფარება, გადარჩა და მოსკოვში წავიდა.
გადატრიალების შედეგად რ. ხაჯინბას კლანის მიერ წაჩოჩებულ ა. ანქვაბის მომხრეებს მობილიზებისთვის ორი წელი დასჭირდათ. შედეგად ჩამოყალიბდა ე. წ. ოპოზიციურ ძალთა ბლოკი, რომელშიც გაერთიანდნენ გავლენიანი პარტია „ამცახარა“ (ალხას კვიწინია), საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აბზანხარა“ (ნუგზარ აშუბა) და ფონდი „აფრა“ (ასლან ბჟანია). შემდგომ პერიოდში მათ თანდათან შეუერთდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები „კიარაზაა“ და „აიტაირა“. ცოტა განზე იყურება სერგეი შამბას შედარებით სუსტი „ედინაია აფხაზია“, მაგრამ ძირითადში მაინც ოპოზიციის თამაშს მიჰყვება, რადგან მათ რ. ხაჯინბას „პრეზიდენტობისგან“ ვერავითარი პოლიტიკური ხეირი ვერ მიიღეს.

31 марта 2017

აფხაზეთის დღევანდელი პოლიტიკური ლანდშაფტი და ე. წ. აფხაზური პასპორტების საკითხი

2017 წლის მარტის არჩევნების შედეგად აფხაზეთის სახალხო ერთიანობის ფორუმმა („პრეზიდენტ“ რაულ ხაჯინბას ძირითადი მხარდამჭერი ძალა) აფხაზურ პარლამენტში უმრავლესობა შეინარჩუნა, თუმცა, არა ტოტალური, როგორც ეს წინა „სახალხო კრებაში“ ჰქონდა. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც ს. ბაღაფშისა და ა. ანქვაბის „პრეზიდენტობის“ პერიოდი 8-9 წელი ოპოზიციაში იყოდღესაც სახელისუფლებო პარტიად ითვლება.
მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენს პარტიაამცახარას (Родовые огни), რომელიც 5 წლის წინ შეიქმნა ომის ვეტერანთა მსგავსი დასახლების მოძრაობის საფუძველზე. ეს ორგანიზაცია, სხვათაშორის, წინააღმდეგია აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პასპორტიზაციის. ამასთან, ის მკვეთრად უპირისპირდებოდა რ. ხაჯინბას მმართველობას.
პარტია „Единая Абхазия“ 9 წლის წინ შეიქმნა 2004 . დაარსებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის საფუძველზე დღესაც ოპოზიციურია, თ მცა, მისი ლიდერი სერგეი შამბა გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და ღიად პრორუსულ ძალად ითვლება. ის განიხილებოდა როგორცმესამე ძალა.
ჩამოთვლილით ა გარდა, აფხაზეთში, ცხადია, სხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიცაა, მაგრამ ისინი პოლიტიკურ პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენენ.
ასე:
·        აფხაზეთის ეკონომიკური განვითარებისპარტია (შეიქმნა 2007 წ.), ფაქტიურად, გაერთიანებულია სახელისუფლებო ალიანსში. მისი ლიდერი ბესლან ბუთბა ერთ დროს პრემიერიც კი იყო.
·        აფხაზეთის სახალხო პარტია დაარსდა 1991 წელს (ლიდერი - იაკუბ ლაკობა). საინფორმაციო სივრცეში ძალიან ხმაურიანი ჯგუფია, მაგრამ ურეიტინგოა.
·        აფხაზეთის კომუნისტური პარტია დაარსდა 1995 წელს.
·        პარტია აინარ (შეიქმნა 2015 წ., თავმჯ. თენგიზ ჯოპუა). იდეოლოგია - აფხაზთა ეთნიკური კოდექსი „აფსუარა“, ანუ ტრადიციონალიზმი.
·        აფხაზეთის სამართლიანობისა და განვითარების სახალხო ფრონტი (Народный фронт Абхазии за справедливость и развитие) - შეიქმნა 2015 წ., ლიდერები ბესლან კამკია და ლაშა საკანია. ორიენტაცია - პრორუსული.
·        პარტია დემოკრატიული აფხაზეთიშეიქმნა 2015 წ., ლიდერი - ასთამურ ლოგუა. ეს ახალგაზრდა თაობის ორგაიზაციაა, რომლის იდეოლოგია, ასე ვთქვათ, „პროაფხაზურია“. ამასთან, ისინი აკრიტიკებენ ა. ანქვაბს „მტრული სახელმწიფოს“ (ანუ საქართველოს) მოქალაქეებისთვის (გალის რ-ში) პასპორტების გაცემის გამო. პარტიამ 2016 წ. ზაფხულში წარმოადგინა პროგრამა „აფხაზეთის მომავალი“.