21 июля 2016

დევნილებისთვის გამეტებული ბუშტები და მაკარონები

მრავალი ჩვენი თანამემამულე წუხს, რომ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად აქტიური დევნილები კვლავ დაქსაქსულებია. ჩემი აზრით, ამ გათითოკაცების და სოხუმელ, გაგრელ თუ გალელ პროფესიონალთა სხვადასხვა ჯგუფებში "გაბნევას" ორი მთავარი მიზეზი აქვს: პირველი, ფასეულობებსა და პოლიტიკურ გემოვნებებში განსხვავებულობა (მხოლოდ ის, რომ ჩვენ ყველა აფხაზეთიდან ვართ, ვერასდროს ვერ გახდება გაერთიანების საფუძველი) და მეორე, არც ერთ ხელისუფლებას არ სურდა ჩვენგან გამოკვეთილი და გავლენიანი პოლიტიკური სუბიექტის ჩამოყალიბება, რადგან სახიფათოდ მიაჩნდათ ეს ამ სოციალური ფენის განსაკუთრებული და გასაგები რადიკალიზმის გამო, რისი მიზეზები, იმედია, ასახსნელი არაა.
ამასთან, ვაღიაროთ, რომ დევნილთა პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებრივად აქტიურთა ერთი ნაწილი ფარისეველი კონფორმისტია ან ვაზელინმომარჯვებული მედროვე ყვარყვარე. ეს ულმობელი სიმართლეა. ორი ღმერთის მსახური კი ვერ ცხონდება... რა სურათი გვაქვს დღეს?

ვხედავთ, რომ აფხაზეთის საკითხი მხოლოდ პოლიტიკური პოზისთვის გამოიყენება წინასაარჩევნოდაც. ცხადია, ის აუცილებლად ზოგადქართულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს მუდამ, მაგრამ დღეს ამოცანათა ზღვაში ისეა ჩაკარგული, რომ რეალურად, პარტიებს არც აინტერესებთ და არც ესმით ეს პრობლემა. დევნილებს საარჩევნო ხმების პრიზმიდან უყურებენ მხოლოდ და ამ პრაგმატიზმში მორალს კარგავენ. ამიტომ თავიანთ რიგებში დევნილი პროფესიონალები "მოწვეულ სპეციალისტებად" ჰყავთ მხოლოდ, როგორც აუცილებელი თემის გამხმოვანებლები, პიარშიკები. აფხაზეთი ხომ მათი "ტკივილია" და სხვანაირად ვერ მოიქცევიან - ონჯღორე იქნება ეს!

11 июля 2016

სოჭის 1993 წლის ხელშეკრულება - როგორც აფხაზეთის ოკუპაციის წინაპირობა

1993 წ. გაზაფხულისთვის რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, ჩათვალა, რომ სახელმწიფო გადატრიალებითა და სამოქალაქო დაპირისპირებით, ცხინვალისა და აფხაზეთის ომებით შუალედურ საწადელს მიაღწია და საქართველო სრულ ქაოსში ჩააგდო. გამომდინარე, ქვეყნის სრული დეფრაგმენტაციისთვის მას აფხაზეთში სამხედრო კამპანია უკვე არ სჭირდებოდა. ამიტომ ჯერ 15-18 მარტს და შემდეგ ივლისის დასაწყისში მტერი შეეცადა, ასე ვთქვათ, აფხაზეთის თემა დაეხურა. მაგრამ ქართული ჯარის გმირობამ ეს გეგმა ჩაუშალა. ამიტომ, უფრთხოდა რა პირდაპირ და ღია სამხედრო აგრესიას, მოსკოვმა ტაქტიკა შეცვალა და კვლავ შუამავალი მშვიდობისმყოფელის მანტია მოირგო.
1992 წ. 3 სექტემბრის მოსკოვის ხელშეკრულების ვერაგული დარღვევის შემდეგ (ოქტომბერში გაგრის აღება და ქართველთა გენოციდი), თბილისს, წესით, სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების სისუსტისა და მის ხელმძღვანელთა კოლაბორაციონიზმის გამო 1993 წ. 27 ივლისს სოჭში კვლავ გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება. რუსების ამ თვალთმაქცობის მთავარი მიზანი იყო ქართული ჯარის განიარაღება და დეზორგანიზაცია, მშვიდობის ილუზიის შექმნა და შემდეგ სოხუმზე მძლავრი დარტყმა აფხაზეთიდან ქართველების სრული განდევნის მიზნით.
სოჭის დოკუმენტით ჩვენ გვეკრძალებოდა: აფხაზეთში დამატებით ჯარის შემოყვანა, მობილიზაციის განხორციელება, ჯარების გადაადგილება, იარაღის შეტანა, სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა ხელშეკრულების მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვით 10-15 დღეში უნდა დაგვეშალა და ფრონტიდან გაგვეყვანა შეიარაღებული ფორმირებები მთელი მათი შეიარაღებით. ცხადია, ყოველივე ეს შეფუთული იყო იმ ვალდებულებით, რომელსაც თავის თავზე იღებდნენ დროებითი სამმხრივი (ქართულ-აფხაზურ-რუსული) საკონტროლო ჯგუფები, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობას განახორციელებდნენ.

02 июля 2016

1993 წ. ტამიშის დესანტისა და ივლისის ბრძოლების შესახებ


1993 წ. მარტის წარუმატებელი შეტევის შემდეგ რუსეთიში შემუშავებულ იქნა სოხუმის აღების ახალი გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა: 1. ტყვარჩელის დაჯგუფების მიერ ოჩამჩირის რ-ში ტრასის ხელში ჩაგდებას და ამისთვის ს. ტამიშში (ოჩამჩირის რ-ნი) საზღვაო დესანტის გადასხმას, რომელსაც დაეხმარებოდა აფსუათა ადგილობრივი შენაერთები; 2. პარალელურად გუმისთის ფრონტზე შეტევას; სოხუმის გარშემო არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სიმაღლეების აღებას ხელსაყრელი პლაცდარმის შესაქმნელად.

1 ივლისს აფსუურმა მხარემ ე.წ. აღმოსავლეთ ფრონტზე დაიწყო შეტევა. მთავარი დარტყმა მიმართული იყო ს. ტამიშზე. ერთდროულად შეტევა დაიწყო გუმისთის ფრონტის მარცხენა ფლანგზე.

2 ივლისს ტამიშთან დილის 5 საათზე, ჩვენი მონაცემებით, ზღვიდან გადმოსხეს 600 მედესანტე, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების მეომრები იყვნენ. გემიდან გადმოცალეს ერთი ტანკი, ჯავშანტრანსპორტიორი და „ურალის“ ტიპის ავტომანქანა „გრადის“ დანადგარით.

გამთენიისას მტერმა გაარღვია ქართველთა საბრძოლო პოზიციები, დაიკავეს სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები და გამაგრდნენ ს. ლაბრასა და ტამიშში. ტამიშის დესანტს მეთაურობდა ზაურ ზანთარია, ხოლო ე. წ. აღმოსავლეთ ფრონტს ხელმძღვანელობდა მირაბ ქიშმარია, ფრონტის შტაბს - ბათალ ჯოპუა.

ქართულ პოზიციებზე განლაგებულმა „ქაქუცა ჩოლოყაშვილის, „ავაზას", დუშეთის, ახალციხის, კოჩარის ბატალიონების მებრძოლებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მოწინააღმდეგეს. ს. ცაგერასთან ერთკვირიან გააფთრებულ ბრძოლებში მტრის ფორმირებებს დიდი ზიანი მიადგა და მათ უკან დაიხიეს. მათი მცდელობა, ზღვიდან ხელახლა გადმოესხათ დესანტი, არტილერისტთა ცეცხლის შემდეგ ჩაიფუშა. აფსუათა მონაცემებით, ამ ოპერაციაში დაეღუპა 73 და დაიჭრა 250 მათი მეომარი. ქართველებმა ჩაძირეს 3 კატარღა და ერთი გემი, გაანადგურეს 2 ტანკი. ქართველებმა დიდი მსხვერპლი გაიღეს - 300-მდე მეომარი დავკარგეთ.

ქართულმა მხარემ მძაფრი ბრძოლების შედეგად დაიბრუნა დაკარგული საბრძოლო პოზიციები ტამიშის მონაკვეთზე, გახსნა სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. აღნიშნულ ბრძოლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს: მაშველთა კორპუსმა „მხედრიონმა", ზ. გამსახურდიას მომხრეთა შენაერთმა, ბატალიონმა „თბილისი“ და ცაგერას 242-ე ბატალიონის მეომრებმა, 243-ე ბატალიონის ტანკისტებმა, 247-ე საარტილერიო დივიზიონმა, 24-ე ბრიგადის სადაზვერვო ასეულმა, მენაღმეთა ასეულმა და გენერალ-მაიორ ზ. უჩაძის მეთაურობით შექმნილმა ოპერატიული ჯგუფის შემადგენლობამ. გარღვევის ჯგუფთან ერთად იყვნენ ი. ბათიაშვილი (უშიშროების სამსახურის უფროსი), ჯ. იოსელიანი, კ. გაბაშვილი (თბილისის მერი).

სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდენარეობდა სოხუმის მისადგომებთან. ს. შრომასთან (ზეგანი - მთა ახბიუკი) 4 ივლისს ჩამოგდებულ იქნა რუსული ვერტმფრენი, რომელიც დესანტის გადმოსხმას ცდილობდა.

გამარჯვების ილუზიის შესაქმნელად და მეომართა მოტივაციის ასამაღლებლად აფსუათა ლიდერმა ვ. არძინბამ 6 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა ყველა ქართველ მეომარს, რომელიც იარაღს დაყრიდა.

საქართველოს პარლამენტმა 8 ივლისს მიიღო დადგენილება „"აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ". სოხუმში ჩავიდნენ საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების მისიათა (გერმანია, აშშ, რუსეთი, თურქეთი, ირანი, ჩინეთი, სომხეთი, ისრაელი) მეთაურები. მათ შეხვდა თ. ნადარეიშვილი, რომელმაც გააცნო ფრონტებზე შექმნილი ვითარება. შემდგომ სტუმრები მიიღო ე. შევარდნაძემ.

1993 წ.9 ივლისს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო 849 რეზოლუცია. საბჭომ გენერალურ მდივანს ბ. ბ. გალის სთხოვა, გაეგზავნა თავისი სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში, რომ გაფორმებულიყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ამავე მიზნით გაიგზავნა 50 სამხედრო დამკვირვებელი. ეს იყო კონფლიქტის შესახებ უშიშროების საბჭოს პირველი რეზოლუცია. ამას აღშფოთებით შეხვდა ვ. არძინბა და საპასუხო წერილში გამოხატა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება. იმავე დღეს საქართველოს სახელმწიფო მეთაურის ბრძანებულებით აფხაზეთის ა/რ ტერიტორიაზე გამოცხადდა სამხედრო მდგომარეობა ორი თვის ვადით.

10 ივლისს ვ. არძინბამ შესთავაზა ე. შევარდნაძეს აფხაზეთიდან ქართული ჯარების გაყვანა, რაზეც უარი მიიღო. იმ დღეს მტერმა ტამიში დატოვა. საპასუხოდ ქართულმა მხარემ (გ. ყარყარაშვილი) 13 ივლისს ულტიმატუმი წაუყენა მოწინააღმდეგეს, დაეწია ჯარები გუდაუთამდე.

14 ივლისს რუსების დესანტმა ბრძოლებით აიღო გალის რ-ში მდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის მიშველის მთა, რომელიც ტყვარჩელს გადაჰყურებდა. შეტაკება გაიმართა ღამით და მასში დაიღუპა კასპის ბატალიონის დაახლოებით 50-მდე ქართველი მეომარი.

18 ივლისს   აფხაზეთის ა/რ თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე თ. ნადარეიშვილი პირადი განცხადების საფუძველზე (ჯანმრთელობის გაუარესება) გადადგა თანამდებობიდან და ამ პოსტზე დაინიშნა საქართველოს პარლამენტის წევრი   ჟიული შარტავა.
ჩვენი აზრით, იმ შუალედურ მიზანს, რასაც ტამიშის ოპერაციით ისახავდა მტერი, მან მიაღწია. ოჩამჩირის რ-ში საქართველომ დიდი მსხვერპლი ფასად კი გაანადგურა მომხდური, მაგრამ ამ ერთკვირიანმა ბრძოლებმა მას საშუალება მისცა, სოხუმის მიმართულებით მიეღწია პოზიციური წარმატებისთვის. მტერმა აიღო სოხუმის ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე თითქმის ყველა სტრატეგიული პუნქტი - ახალშენი, გუმა, კამანი, შრომა. მოწინააღმდეგე ვერ დაეუფლა ს. ცუგუროვკას, მაგრამ ხელში ჩაიგდო ქალაქის ირგვლივ მდებარე მნიშვნელოვანი მაღლობები: ახბიუკი, იაშთუხა და აპიანდა.
ამგვარად, რუსულ-აფსუურ-დაქირავებულთა ძალები მზად იყვნენ სოხუმისთვის გადამწყვეტი ბრძოლებისთვის, რომელიც სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართა კიდეც და აფხაზეთის ოკუპაციითა და ქართველთა გენოციდით დამთავრდა. ოღონდ, ამას წინ უძღოდა 27 ივლისის მოღალატური ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქართული ჯარი პირწმინდად განაიარაღეს.

01 июля 2016

ნუ დაუყრით ღორებს მარგალიტს

ქართველებს უკვე არ გვიკვირს, როდესაც ვიგებთ, რომ აფსუებს ბიუჯეტის ხარჯზე მკურნალობენ. მათ ამ ჰუმანიტარულ „მოქრთამვას“ საზოგადოების უმრავლესობა გაგებით ეკიდება. დევნილებიც ჩუმად ვართ. მაგრამ პროტესტი ჩნდება მაშინ, როცა აღმოვაჩენთ, რომ ოკუპირებული გალის რ-დან გადმოსულ ქართველებს ამგვარი შეღავათებით არ აჯილდოებენ.
გახსოვთ, ალბათ, წინა საუკუნის 20-იან წლებში სამურზაყანოს მეგრელებს ბოლშევიკები ძროხის (ან ღორის) საფასურად „აფხაზად“ ჩაწერას აიძულებდნენ, რათა ავტონომიის შესაკოწიწებლად ხალხის რაოდენობა გაეზარდათ. პრინციპში, ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ პოტენციურ „აფხაზებს“. დიდწილად ამიტომაც მივიღეთ ქართულგვარიანი დღევანდელი აფსუები, რომლებიც, დამერწმუნეთ, გაცილებით რადიკალურად არიან ჩვენს მიმართ განწყობილნი, ვიდრე გენეტიკურ-ანტროპოლოგიურად და, გნებავთ, ისტორიულად მართლა აფსუები.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დღეს აფხაზეთში დარჩენილ ჩვენს სისხლსა და ხორცს უფასო ჯანდაცვის სანაცვლოდ ვუბიძგებთ აფსუების რიგებში „გაწევრიანებისკენ“, ანუ მათ, ფაქტიურად, ვეუბნებით, - ჩაეწერეთ აფსუად და მიიღეთ უფასო მკურნალობა, გადაარჩინეთ შვილი, ცოლო, ქმარი, დედა!

ეუთო და აფხაზეთის საკითხი

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას საფუძველი 1975 წ. ჩაეყარა. დღეს ის 55 სახელმწიფოს აერთიანებს.  ეუთოს მისია საქართველოში 1992 წ. დაარსდა.
ჩვენს კონფლიქტებთან  დაკავშირებით მნიშვნელოვანია ეუთოს ხუთი სამიტი. სწორედ ამ ორგანიზაციამ აღიარა, რომ აფხაზეთში განხორციელდა ქართველების ეთნიკური წმენდა. პირველად  ეს მოხდა 1994 წ. 6 დეკემბერს  ბუდაპეშტის  შეხვედრაზე. ციტატა რეზოლუციიდან: "(...) გამოთქვამენ ღრმა შეშფოთებას "ეთნიკური წმენდის", მოსახლეობის, განსაკუთრებით ქართველთა, თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი განდევნისა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვის გამო". მაგრამ აქვე "კმაყოფილებით აღინიშნა" რუსეთის სამშვიდობო მისიაც, რაც თავად ჩვენს ხელისუფლებას ჰქონდა ფაქტიური  აგრესორისთვის 1992 წ. 23 ივნისის სოჭის ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული.
ეუთომ 1996 წ. 2 დეკემბრის ლისაბონის სამიტზე კვლავ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და დაგმო "აფხაზეთში ეთნიკური წმენდა, რასაც მოჰყვა ძირითადად ქართველი მოსახლეობის მასობრივი განადგურება და იძულებითი განდევნა, სეპარატისტების დესტრუქციული აქტები" და მათ მიერ არჩევნების გამართვის გადაწყვეტილება.
1997 წ. 9 ივლისის ვარშავის შეხვედრაზე ეუთომ დაადასტურა ბუდაპეშტისა და ლისაბონის სამიტების სულისკვეთება. იქ მიღებულ დოკუმენტში საუბარია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და დსთ-ს გადაწყვეტილებების შესრულების აუცილებლობაზე. ვარშავის შეხვედრაზე ამ ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა გაეროს ეგიდით აფხაზეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის იდეას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ ეუთო, "საქართველოს მეგობართა" ჯგუფის ქვეყნები, რუსეთი და კონფლიქტის მხარეები.

18 июня 2016

აშანტაჟებს თუ არა რუსეთი ჩვენს საპატრიარქოს

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდმა კრებამ, შესაძლოა, გააუქმოს მსოფლიო პატრიარქ დიონისე IV-ისა და კონსტანტინოპოლის წმ. სინოდის მიერ ჯერ კიდევ 1686 წ.  მიღებული განკარგულება {რუს. Томос (ბერძნ. τόμος <греч. τέμνω) — «кусок»; «том» от «резать», «делить»}, რომლის მიხედვით, კიევის ეკლესია სრულიად უკანონოდ მოსკოვის საპატრიარქოს შეუერთეს. 
უკრაინაში დღეს მართლმადიდებლები 4 ნაწილად არიან გაყოფილნი, მაგრამ თუ ასე მოხდა, ეს უკრაინის ეკლესიის ატოკეფალიისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რომელიც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ავტორიტეტშელახულ საეკლესიო ხელისუფლებას და მის ამბიციებს "მესამე რომის" შესახებ.
აქ იმზე არ ვილაპარაკებ, თუ რა პოზიცია უკავია მოსკოვის საპატრიარქოს პუტინის ხელისუფლების მიერ წარმოებულ ომებთან და მის ექსპანსიონიზმთან მიმართებაში, - ეს ცნობილია. მაგრამ ძალიან მაინტერსებს, ეს დიდი საეკლესიო მითქმა-მოთქმა და ორომტრიალი როგორ აისახება საქართველოზე და კერძოდ, აფხაზეთის პრობლემაზე. 

17 июня 2016

რუსული ენდშპილი საქართველოში

მოსკოვს, ეტყობა, ყელში ამოსდის სოხუმისა და ცხინვალის, განსაკუთრებით "ჩირხინა" აფსუების, ბზუილი და "სახელმწიფოებრიობანას" თამაში (უძრავი ქონების გაყიდვაზე უარს ამბობენ, რუსული ბაზებისთვის გადასახადს ითხოვენ, "Роснефт"-ს სანქციებით ემუქრებიან...). ამასთან, ამ რეჟიმებმა საქართველოზე ზეწოლის ფუნქცია თითქმის დაკარგეს. ოთხოზორიას მკვლელობა, საზღვრის წარამარა გადაწევ-გადმოწევა, ადამიანთა გატაცებები 30 დოლარის საფასურად, გალში ქართულად სწავლის აკრძალვა, ჟენევის დემარშები დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით და ა. შ. სტრატეგიულად არაფრის მომტანია. ოკუპანტი, ფაქტიურად, ჩიხშია. ამდენად, ვფიქრობ, კრემლი გადასულია ამ ტერიტორიების სრული შთანთქმის პოლიტიკაზე. ამის ბევრი ნიშანი სახეზეა (რომლებზეც აქ და ამჟამად არ შევჩერდები), მაგრამ ჩვენთან არჩევნების შემდგომი მომავალი გვიჩვენებს, ამ მიმართულებით მოვლენათა განვითარების დინამიკას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი დასავლეთთან სტრატეგიულ ჭიდილში ყველგან აგებს, მოვლენათა განვითარების ეს ობიექტური ტენდენცია, სავარაუდოდ, საქართველოზეც აისახება. მტერი ამას ჭვრეტს და საკუთარ გავლენათა ნიველირების პევენციას ცდილობს. გადახედეთ რამდენი ახალი პროპუსული ე. წ. პოლიტიკური პარტია მოგვევლინა წინასაარჩევნოდ. მამაძაღლი ნაფტალინმოყრილებიც გამოჩნდნენ.
კრემლს ისე გაუჭირდა, რომ ქუდზე კაცი ჰყავს მობილიზებული და ზედაპირზე იმდენი ნაგავი ამოყარა, რომ რენეგატთა და კოლაბორაციონისტთა სიმყრალემ შეაწუხა ხალხი.
გარდამტეხი, მაგრამ არა დრამატული პერიოდი უდგას ჩვენს ქვეყანას. ორსრულ ქალსაც ჰგავს დღეს საქართველო, რომელმაც სოხუმი და ცხინვალი, მშვიდი და ბარაქიანი მომავალი უნდა იმშობიაროს. რუსეთუმეთა სულისმღაფავი ჭუჭყი კი ორსრულის ერთგვარი ტოქსიკოზია მხოლოდ, რომელიც ჩვენი ერთსულოვანი და გულწრფელი აქტიურობით ჩაივლის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ რუსული იმპერიული ძალების პარპაშის დასასრულის პერიოდში და ამას როგორც საზოგადოების მოწიფულობა, ასევე ხელსაყრელი საგარეო ფაქტორები განაპირობებენ.

16 июня 2016

ლაცუზბაიების წარმომავლობის საკითხისათვის

ვინ ვართ ჩვენ, საიდან მოვიდვართ და ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები? ეს შეკითხვები საუკუნეების მანძილზე აინტერესებდათ ადამიანებს. დღემდე ამ საკითხების გარკვევის ერთადერთ საშუალებას გენეალოგიის, ისტორიული წყაროების და არქეოლოგიური მასალების შესწავლა წარმოადგენდა. დღეს ამაში გენეტიკური გენეალოგია გვეხმარება. დნმ-ის შესწავლა გვაძლევს საშუალებას, გავარკვიოთ ადამიანების წარმომავლობა, მიგრაციების გზები და ეთნიკური ჯგუფების ურთიერთკავშირები.

აღნიშნული საკითხების შესასწავლად გენეტკური გენეალოგია იყენებს ადამიანის დნმ-ის სამ ტიპსიგრეკ დნმ- (Y-DNA), მიტოქონდრიულ დნმ- (mtDNA)და აუტოსომურ დნმ-დღეისთვის გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჯგუფი, რომლებსაც «ჰაპლოჯგუფები» ეწოდება.

შევთანხმდეთ, რომ არ არსებობს ცნება «ქართული გენი» (ისევე როგორც «გერმანული გენი» ან «ჩინური გენი»). თანამედროვე ქართველებში გავრცელებულია ჰაპლოჯგუფები, რომლებიც დამახასიათებელია ახლო აღმოსავლეთის და ანატოლიის რეგიონისთვის.
გენეტიკური მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ ქართველებში ორი ჰაპლოჯგუფი დომინირებს – G2a და J2a.

ჰაპლოჯგუფი G ირანში, ზაგროსის მთების მიდამოებში, დაახ. 30 000 წ. წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი G2a – 10-12 000 წ. წინ აღმოსავლეთ ანატოლიში ან კავკასიაში. ამჟამად იგი მაქსიმუმს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში აღწევს. ადიღეურ ხალხებში ყველაზე გავრცელებულია ამ ჰაპლოჯგუფის ერთი შტო G2a3b1.

მეორე დომინანტი ჰაპლოჯგუფი არის J2 და ის, სავარაუდოდ, 18-20 000 წ. წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი J2a – 12–15 000 წ. წინ. გავრცელებულია მთელს ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე.

გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, რომელიც ეყრდნობა გვარის ცალკეული წარმომადგენლების Y-DNA (ანუ მამობრივი ხაზის) ტესტის შედეგებს, ლაცუზბაიები მიეკუთვნებიან J2a1b ქვეჯგუფს.

წარმოშობის ადგილად მესაპოტამია ან სამხრეთ ანატოლია მიიჩნევა. მისი ფართო გავრცელება მიგვანიშნებს, რომ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები რეგიონის უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც თავიანთი ცოდნა და კულტურა მთელს რეგიონში გაავრცელეს. არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთის სამხრეთით მდებარე გობეკლი-ტეპეს უძველესი რელიგიური კომპლექსის შემქმნელთა უმრავლესობა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი იყო
კავკასიაში J2a ყველაზე მაღალი სიხშირე ქართველებსა და ნახურ ხალხებშია. თუმცა, ქართველებში ამ ჰაპლოჯგუფის დიდი მრავალფეროვნებაა და რამოდენიმე განსხვავებული ქვეჯგუფია გავრცელებული (J2a*, J2a1a, J2a1b, J2a1b1, J2a1k, J2a2*, J2a2a), ხოლო ჩეჩნებსა და ინგუშებში ძირითადად ერთი ტიპი – J2a4b* დომინირებს, რაც იმის მანიშნებელია, რომ უძველეს პერიოდში, რეგიონში შემოსვლის შემდეგ, J2a–ს წარმომადგენლები სწორედ ამიერკავკასიაში დასახლდნენ, სადაც მათ შთამომავლებს ახალი მუტაციები გაუჩნდათ, რომლებიც შემდგომ სხვა რეგიონებში გავრცელდნენ. ამაზე საქართველოში აღმოჩენილი J2a*სიძველეც მეტყველებს.

The truth about the problems in Abkhazia and how to solve them

Abkhazia (Original non-Russian name: Apkhazeti) and South Ossetia (Original, non-Soviet name: Shida Kartli) remain territories occupied by Russia. Both regions are artificially created, soviet-style dictatorships.

They are completely isolated from the rest of the world. No international monitoring or organisations. Instead the regions are full of Russian military and secret services, that keep everything closed and under control. People are being kidnapped and tortured by these structures on a daily basis, often based on ethnic background.

In 1992-1993 and in 2008, Russia organized an ethnic cleansing of Georgians in Abkhazia and South Ossetia. More than 400,000 Georgians were driven out of Abkhazia & South Ossetia and are not allowed to return to their homes until today.

The soviet-style puppet regime of Abkhazia exists only because Russia backs it with military might and financial support. Calls for international recognition conveniently overlook how it was established: through the killing of around 10,000 civilians in the 1990s and the expulsion of more than 300,000 people from Abkhazia over the past two decades.

13 июня 2016

ვისთვისაა საქართველოს ეკლესია „ხისტი და გამაღიზიანებელი“?

მ. წ. 10 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს მონაწილეობა წმინდა და დიდი კრების მუშაობაში, რომელიც 17-26 ივნისს საბერძნეთში უნდა გაიმართოს. 

რამ გამოიწვია ეს?

სინოდის დასკვნით, კრების დღის წესრიგი, თემების განხილვისათვის გამოყოფილი დრო, პროცედურების გაურკვევლობა შეუძლებელს ხდის ტექსტების პუნქტობრივ განხილვას და მათში არსებითი ხასიათის ცვლი­ლე­ბების შეტანას კრების მსვლელობის პერიოდში. არის აგრეთვე, სხვა პრობლემებიც. კრების მომზადებისთვის შექმნილი საერთო მართმადიდებლური სამდივნო იყო პრაქტიკულად უფუნქციო. საქართველოს ეკლესიამ და სხვა ეკლესიებმაც ამის გამო  არაერთხელ  დააფიქსირეს  თავისი პროტესტი.

სამწუხაროა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მოთხოვნები მსოფლიო პატრიარქ ბართლომე I-ის წრემ მკვახედ შეაფასა. მათ ჩვენი ეკლესია „ხისტ და გამაღიზიანებელქცევაში, დიდი და წმინდა კრების ჩატარების საკითხისჩიხში შეყვანაში“, „ფუნდამენტალიზმსადაშუასაუკუნეებში დაბრუნების სურვილშიდაადანაშაულესმ. წ. მარტის დასაწყისში კი კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს პროტოპრესვიტერმა გიორგი ცეცისმა ბერძნულ საეკლესიო ამბების სააგენტოს ვებ-გვერდზე პროვოკატორებიც“  გვიწოდა და განაცხადა, რომ ქართველმა დელეგატებმა მათ „სული ამოხადეს“. ამასთან, წინასწარ მოსამზადებელ შეკრებებზე იმდენად შეურაცხმყოფელად და დამაცირებლად იქცეოდნენ კონსტანტინოპოლის ეკლესიის წარმომადგენლები, რომ სხდომების მუშაობაში საქართველოს დელეგაციის სრულფასოვნად ჩართვის საკითხი კენჭისყრაზეც კი დააყენეს.

10 июня 2016

ვინ წარმოადგენს აფხაზეთს მსოფლიო საეკლესიო კრებაზე

მ. წ.  25 მაისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა წმ. სინოდის მორიგი სხდომა, რომელზე განიხილეს წმინდა და დიდი მსოფლიო საეკლესიო კრებისთვის (რომელიც 16-17 ივნისს გაიმართება საბერძნეთში) მზადების საკითხები. მასზე განისაზღვრა დელეგაციის შემადგენლობა 31 სასულიერო პირის შემადგენლობით კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხელმძღვანელობით.

აი, რატომ შეგახსენეთ ეს.

მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძრებს დღეს ჭინკები დაპატრონებიან. მათი სახელებია: "აფხაზეთის წმ. მიტროპოლია" და "აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სუხუმ-პიცუნდის ეპარქია". ანუ იქ დარჩენილი მრევლი და სამღვდელოება გაყოფილია და გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ემტერებიან, საქართველოს ეკლესიასაც ებრძვის რუსული ეკლესიის ფარული მხარდაჭერით.

მაგრამ  აქ და ამჯერად თავი დავანებოთ აფხაზეთში არსებულ საეკლესიო პრობლემებს.

                     ამაზე იხ.: მორიგი არეულობა "აფხაზურ" ეკლესიაში  

საინტერესო ისაა, რომ, თურმე, ეს საცოდავი ღვთის მგმობელები წინააღმდეგნი არიან, ილია მეორემ და ჩვენმა საპატრიარქომ მსოფლიო კრებაზე აფხაზეთის სახელითაც ილაპარაკომ. ე. წ. მიტროპოლიის ხელმძღვანელი დოროფეი დბარი იმაზე წუხს, რომ საქართველის საპატრიარქომ ჩვენს დელეგაციაში შეიყვანა ის მღვდელმსახურები, რომლებსაც „აფხაზური“ წარმომავლობა აქვთ, სოხუმელები არიან. ამით, დბარის აზრით, საპატრიარქომ ნომინალურად დაამტკიცა ცხუმ-აფხაზეთის მონაწილეობა საბერძნეთში დანიშნულ კრებაში.

06 июня 2016

საფეხბურთო სეპარატიზმი

ახლახან (28 მაისი-6 ინვისი) ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარდა ფიფას მიერ არაღიარებული ტურნირი ფეხბურთში, რომელსაც „მსოფლიო ჩემპიონატი“ დაარქვეს. ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო ე. წ. ConIFA (დამოუკიდებელ საფეხბურთო ასოციაციათა კონფედერაცია), რომელიც 2013 წ. შეიქმნა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა თუ ავტონომიათა თვითორგანიზებულ გუნდებს აერთიანებს, რომლებიც საკუთარ თავს ნაკრებებს ეძახიან. სხვადასხვა მონაცემებით, ამ ორგანიზაციაში 12-დან 33 წევრია. წყარიებში მის შტაბ-ბინად მითითებულია შვედეთის ქ.  ლულეო. პრეზიდენტია ვინმე პერ ანდერს ბლინი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი, შვედეთში აფხაზური დიასპორის ხელმძღვანელი დიმიტრი ფაღავა. მათ ღარიბ საიტზე რაიმე ხელშესახებ ინფორმაციას ვერ იპოვი. 

ეს „საფეხბურთო სეპარატიზმი“ 2014 წ. დაიწყო შვედეთის ქ. დებრენეცში, სადაც ტარდებოდა იქ მცხოვრები 17 ათასიანი უმცირესობის - საამის ეთნო-კულტურული დღესასწაული და მას დაამთხვიეს საფეხბურთო ფესტივალიც. მონაწილეობდა 12 გუნდი და ჩემპიონი გახდა ნიცის საგრაფო. მაშინ აფხაზური და ოსური გუნდები შვედეთში ვერ ჩავიდნენ, რადგან ამ ქვეყნამ მათ ვიზებზე უარი უთხრა.

02 июня 2016

პასუხი დეპუტატ ნ. მგალობლიშვილს ოკუპატზე მომუშავე აფხაზისაგან



ახლახან გამოქვეყნდა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ნ. მგალობლიშვილის პატარა პოლიტიკური ტექსტი იმაზე, თუ როგორი თავდადებით ზრუნავს ეს სტრუქტურა ქვეყნის გამთლიანებაზე და რამხელა მნიშვნელობას ანიჭებს ამისთვის აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას. 
არ დაგვავიწყდეს, რომ ბ-ნი მგალობლიშვილი, არც მეტი და არც ნაკლები, ამ საბჭოს დეოკუპაციის და საერთაშორისო კავშირების კომისიის თავმჯდომერეა (განათლება და კულტურა რა მოსატანოია) და, ცხადია, განსაკუთრებულად ევალება წინა ხაზზე დგომა და მინიმუმ, პ. ზაქარეიშვილის უწყების კარის, კარგი გაგებით, მუდმივი ატალახება. მაგრამ მას და მისი კოლეგების უმრავლესობას სად სცალიათ დეოკუპაციისთვის ან, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის?! ჩვენ მაინც არავინ არაფერს გვეკითხებაო და შორიდან მომზირალი ბრძენის პოზა აქვთ მორგებული. ამიტომაც აფხაზთა კრება ამოუჩემებიათ.

01 июня 2016

რუსეთი - შაგრენის ტყავი

ვიღაცამ თქვა, რუსეთი მხოლოდ იმ საზღვარს აღიარებს, რომლის ორივე მხარეს აკონტროლებსო. რუსს რომ ჰკითხო, რად უნდა ამდენი ტერიტორია, რომელიც ძირითადად უკაცრიელია, დანაწევრებით ვერაფერს გიპასუხებს. რუსებს მტაცებლებსაც ვერ შევადარებთ, რადგან ზომას ინსტიქტი კარნახობს და იმდენს მოინადირებენ, რამდენიც დღეს და ახლა სჭირდებათ. აი, რუსეთის ექსპანსიასა და მუხანათობას კი საზღვარი არა აქვს. მათ არ იციან, რისთვის სჭირდებათ ის სივრცე, რომელსაც ბუნებრივი ნამატით ვერ ითვისებენ და რომელშიც ვერ ვითარდებიან. გადახედეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთს, შეხედეთ არქტიკას და ა. შ.
თუ ვინმე იტყვის, რომ რუსი ამ უკიდეგანო სივრცეებიდან ბუნებრივ რესურსებს ქაჩავსო, მართალი იქნება, მაგრამ, ჯერ ერთი, არაეფექტურად და, მეორე, რას ხმარდება მიღებული მოგება? ისევ ახალი ტერიტორიების უაზრო დაპყრობას ან მსოფლიო პროლეტარული რევოლუციებზე ფიქრს; შესაბამისად, ჯარის შენახვასა და იარაღის წარმოებას. ამიტომ რუსეთის მოსახლეობის სოციალური ყოფა საუკუნეების მანძილზე ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. წინა საუკუნეებისგან განსხვავება გარეგნული და ფასადურია. რუსს დღეს კონსტიტუციაც აქვს, ის არჩევნებსაც ატარებს, სასამართლო სისტემის მაგვარიც შექმნა და ა. შ. რაღაც საცხოვრებელიც გააჩნია, ტელევიზორი, სმარტფონი, მაცივარიც უდგას... შიმშილითაც არ კვდება და არაყსაც წრუპავს, მაგრამ უფლებრივად და ეკონომიურად ისეთივე холоп-ია, როგორიც ვარიაგი რიურიკების დროს. ეს კი მისი მსოფლმხედველობრივი კონსტრუქციის განმაპირობებელია. რუსი მენტალურად დღესაც ყაჩაღი მათხოვარა, რომელსაც ფოთის პორტიდან "ტრაფეინი" უნიტაზები გააქვს და ჟურნალისტმა თენგიზ გოგოტიშვილმა ჯიბეში ნაქურდალი ვერცხლის კოვზი უპოვა (2008 წლის ომის კადრები).

31 мая 2016

იაპონელი კორეელი: მე აფხაზი არ ვარ!

რუსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ტარდება რაღაც "მსოფლიო ჩემპიონატი" ფეხბურთში. შეკრებილნი არიან ბედისა და FIFA-ს მიერ "დაჩაგრული", არაღიარებული ნაკრებები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ისეთებიც არიან, საერთოდ, არც გამიგია. 

ცხადია, იმ ქვეყნებში, საიდანაც ისინი არიან, შესაბამისი სიფრთხილით აღიქვამენ ამგვარ ინიციატივებს, მაგრამ რადგან ეს ეთნიკური უმცირესობები იარაღით ხელში არ იბრძვიან საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ და სახელმწიფოს შემქმნელ ერს აჯანყებებსა და გენოციდს არ უწყობენ, - იაპონია, თურქეთი, იტალია, შვედეთი და ა. შ., - ლოიალურად ეკიდებიან უმცირესობათა მსგავს სეპარაციას. დემოკრატიულ საზოგადოებაში არავის უშლის ეს ხელს.

გასაკვირი არაა, რომ ტურნირის ჩატარების ფაქტით აფსუთა აღფრთოვანებას საზღვარი არა აქვს. იზოლაციაში ცხოვრება ცუდი რამაა და თავის ჭიას ახარებენ. თავად ამ ე. წ. ჩემპიონატზე, რომლის წინააღმდეგი სრულებით არ გახლავართ, შემდგომში შეძლებისდაგვარად მოგითხრობთ და შევეცდები იმის დადგენას, დაარღვია, თუ არა იმ 350-მდე უცხოელმა (მათ შორის, ჟურნალისტმა), რომლებიც აფხაზეთში ჩავიდნენ, ჩვენი კანონმდებლობა და როგორ იმუშავა წინმსწრებად ამის პრევენციისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

აქ კი პატარა სენსაცია მინდა გაუწყოთ. 

აფსუებმა (ჰოი და, საოცრება!) იაპონელი კორეელების ნაკრებში "ნათესავი აფხაზი" აღმოაჩინეს - ვინმე შოთა აიბა ქალაქ ტაგავადან! თურმე, ამ ფეხბურთელსაც ძალიან გახარებია, მისი გვარი აფსუურს რომ დაემთხვა, მაგრამ "აფხაზობისგან" შორს დაუჭერია. უთქვამს: "Ксожалению, я не абхаз, но горжусь тем, что мои имя и фамилия совпадают с абхазскими. Никогда раньше не слышал об Абхазии и абхазах".

მაგრამ სხვისი გვარებისა და ეროვნების, სხვისი ტერიტორიის, ისტორიისა და კულტურის ქურდ-ბაცაცა ხალხს ეს გააჩერებდა?! თავი არ დაუნებებიათ იაპონელ-კორეელი "აფხაზისთვის", მიუყვანიათ ადგილობრივი აიბები, თხის დაკვლასაც დაპირებიან და ა. შ. მოკლედ, ჯერ უცნობია, რით დამთავრდება ეს ამბავი.

30 мая 2016

ოკუპირებული ტერიტორიების ანტი-ანექსიური სტრატეგიის ელემენტები


“მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება”, რომელიც პუტინის რუსეთმა ორი წლის წინ გააფორმა ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულ რეჟიმებთან, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის შელახვის მორიგი ეტაპია. თუმცა, ის არ უნდა იქნას განხილული როგორც ცალკე აღებული ეპიზოდი. აღნიშნული ხელშეკრულებით მოსკოვი აგრძელებს ნაბიჯების სერიას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის თანდათანობითი ანექსიისკენ.